კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ჯანმრთელი და იაფი დიეტა



ჯანმრთელი კვება არ საჭიროებს დიდ დანახარჯებს. გაავსეთ მაცივარი მხოლოდ საჭირო პროდუქტებით და ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ: ჯანმრთელობასაც გაიმყარებთ და თანხასაც დაზოგავთ.

კომბოსტო, ჭარხალი, „ჰერკულესი”, ლობიო, მუხუდო, პომიდორი, კიტრი, ბურღულეული, მწვანილი, ხილი, თევზეული, კვერცხი, რძის ნაწარმი, ზეთი... თუ თქვენ წესად შემოიღებთ, რეგულარულად მიირთვათ შესაბამისი წესით მომზადებული დიეტური კერძები ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან, ზედმეტი ცხიმები აუცილებლად დაიწვება, თქვენი ორგანიზმი კი არასოდეს აღარ განიცდის ვიტამინების ნაკლებობას.

ოღონდ, უნდა შეელიოთ ერთ საკმაოდ სასიამოვნო, მაგრამ, ამავე დროს საკმაოდ მავნე ჩვევას: კვებასა და კვებას შორის კანფეტის, ჰამბურგერის, ჩიფსის, ფუნთუშეულისა და მსგავსი საკვების მირთმევას. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, ეს „გემრიელი მტრები” ჩაანაცვლოთ ხილით, უმი ბოსტნეულით, უცხიმო რძის პროდუქტებით.

იმისთვის, რომ ნებისმიერი კერძი დაგიჯდეთ იაფი და იყოს თქვენთვის სასარგებლო, გაითვალისწინეთ ორი რჩევა:

1. ნუ იყიდით არასეზონურ ხილსა და ბოსტნეულს – ისინი აუცილებლად ნიტრატებით იქნება სავსე.

2. ნუ გააკეთებთ მარაგს რამდენიმე დღისთვის. ნებისმიერი პროდუქტი (განსაკუთრებით – ხორცი და თევზი) 2-3 დღის შემდეგ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.

შემოგთავაზებთ რჩევებს ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებთან დაკავშირებით:

ბურღულეულის ფაფები, უმჯობესია, მოამზადოთ წყლით და არა რძით – ასე უფრო სასარგებლო და დიეტური იქნება. შეგიძლიათ, დაუმატოთ „კურაგა” (გარგარის ჩირი) ან სოკო.

შეიძინეთ მხოლოდ არარაფინირებული ზეთი. მასში მეტი ვიტამინი და მიკროელემენტია, ვიდრე რაფინირებულში. ზეთზე მომზადებულ ბოსტნეულს ორგანიზმი უკეთ ინელებს.

თევზი ცილების საბადოა, თუნდაც ის გაყინული იყოს. უმჯობესია, მიირთვათ მოხარშული, ცოცხალი ბოსტნეულის გარნირით.

ხილი მდიდარია ვიტამინებით და უჯრედისებით, რაც ასე საჭიროა ორგანიზმისთვის. შეიძინეთ მხოლოდ საღი, შეძლებისდაგვარად ახალმოკრეფილი ხილი. შეინახეთ მაცივარში. ხილის შენახვის მაქსიმალური ვადა ერთი კვირაა.

ბოსტნეული მთელი წლის განმავლობაში უნდა ამშვენებდეს თქვენს სუფრას. გული ნუ დაგწყდებათ, თუ თქვენი ჯიბე ვერ გასწვდა ეგზოტიკურ ბოსტნეულს. გვერწმუნეთ, ჩვენებური ჭარხალი, კომბოსტო და სტაფილო გაცილებით უფრო სასარგებლო და გემრიელია. იგივე შეიძლება ითქვას კიტრსა და პომიდორზეც.

მწვანილი აუცილებელია ორგანიზმისთვის ვიტამინების მარაგის შესავსებად, მაგრამ ნუ დაივიწყებთ სალათის ფოთლებსაც. ეცადეთ, ნებისმიერ კერძში მწვანილი ცოცხლად გამოიყენოთ. ბოლოს და ბოლოს, უკვე მომზადებულ კერძს მოაყარეთ. შეინახეთ მაცივარში, სპეციალურ ჭურჭელში.

კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ცილებს და B-ჯგუფის ვიტამინების მთელ კომპლექსს. კვერცხის გული გამოირჩევა ლუტეინის მაღალი შემცველობით, რაც ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.

რძის პროდუქტების შეძენისას, შეეცადეთ, ნაკლებად ცხიმიანზე შეაჩეროთ არჩევანი. ყურადღება მიაქციეთ შეფუთვაზე მინიშნებულ შენახვის ვადას: რაც უფრო ხანგრძლივია ვადა, მით ნაკლებ სასარგებლოა ეს პროდუქტი. საერთოდ კი, ჯობია, „ცოცხალი” რძე და მაწონი მიირთვათ.

ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებით მოამზადეთ თქვენი გემოვნებისა და ჯანმრთელობის შესაფერისი კერძები და გადაანაწილეთ ოთხჯერად კვებაზე. თითო კვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს. პირველი კვება მიიღეთ არაუადრეს დილის 9 საათისა, ბოლო კი – არაუგვიანეს 19 საათისა. წონა გააკონტროლეთ ყოველ სამ დღეში, დილას და საღამოს. არ დაგავიწყდეთ, რომ დილის წონა, საღამოს წონასთან შედარებით, შესაძლოა 1-2 კილოგრამით ნაკლები იყოს.

წარმატებას გისურვებთ!


скачать dle 11.3