კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოოქრული სახლი 28 მილიონად იყიდება

ინტერნეტ-აუქციონი „იბეი“ მთელ მსოფლიოში იმითაა ცნობილი, რომ იქ ნებისმიერი საგნის ყიდვა შეიძლება – ძვირფასი სამოსით დაწყებული, გლამურული აქსესუარებითა და კომპიუტერული ტექნიკით დამთავრებული. რამდენიმე დღეა, ინტერნეტ-აუქციონზე გასაყიდად, არც მეტი, არც ნაკლები, უძვირფასესი სახლი გამოიტანეს, რომელიც ოქროთი და ძვირფასი ქვებით არის მოპირკეთებული. ეს მართლაც უნიკალური სახლი ესპანურ კუნძულ მაიორკაზე მდებარეობს და მისი მფლობელია დიდგვაროვანი და თოქ-შოუს წამყვანი, კარლ ჰაინც რიჩარდ ფერსტ ფონ საინ ვიტგენშტაინი. სასახლე 28 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მისი ფართობი 1 000 კვადრატული მეტრია. შენობის ზოგიერთი ნაწილის კედლები 24-კარატიანი ოქროთია დაფარული, ხოლო კარი – სვაროვსკის ძვირფასი თვლებით. გარდა ძვირფასი მოპირკეთებისა, სახლი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის ყველაზე თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. ამ უჩვეულო სასახლის შემქმნელია გერმანელი დიზაინერი ლუგი კოლანი, რომლის შემოქმედებაც მომრგვალებული ფორმებით გამოირჩევა. მაიორკაზე მდებარე სასახლე ერთადერთი არ არის, რომელიც მოოქრულია. ასეთივეა ბრიტანეთის სურეის საგრაფოში არსებული ნაგებობა „აფდაუნ ქორთი“, რომელიც თავისი ზომებით ბუკინგემის სასახლეს აღემატება.


скачать dle 11.3