კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ყვიროდა ქორწილიდან გაქცეული ანა სანაია „ჰელფს“ და რა აუვარდა თავში რატი დურგლიშვილს



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია რატი დურგლიშვილი

– მოდი, დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რა ეტაპები გადალახე, ვიდრე აქამდე მოხვიდოდი, როგორ აეწყო ყველაფერი. წვალებით გამოიარე ეს გზა თუ იოლად მოვიდა წარმატება?

– ერთი საწყალი ბავშვი ვიყავი (იცინიან). არა, ასე პირდაპირ რომ არ დამხვდებოდა ყველაფერი მზამზარეულად, ხომ ფაქტია, ბევრი ცუდიც შემხვედრია ცხოვრებაში. რეჟისორი მცემდა (იცინიან). არა, ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ისე, როდესაც ვაბარებდი, არავის ეგონა, თუ მოვეწყობოდი, საოცარი კონკურსი იყო. იმ პერიოდში ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი აბარებდა. სხვათა შორის, არაჩვეულებრივად ვიმღერე, ეს შენს გასაგონად, ჩემო რატი. იმ წელს ბავშვების რეპერტუარში ძირითადად იყო სიმღერები „ჭრიჭინადან“, ნუ, მაქსიმუმ – „აბეზარადან“, ან ნატო გელაშვილის შემოქმედებიდან რამე. მე კიდევ, არც მეტი, არც ნაკლები, შევასრულე არაჩვეულებრივი კომპოზიცია გერშვინის შემოქმედებიდან. პირველ კურსზე რომ ვიყავი ამბობდნენ, კარგია, რომ ეს გოგო მივიღეთო; მეორეზე – ვაიმე, ეს ვინ მოვიდაო; მესამე კურსზე – ეს არის ყველაზე უნიჭოო და მეოთხე კურსზე მაგდებდნენ...

– „ბანბანერკა“ და შამპანური მიიტანე?

– არა, უბრალოდ, გაახსენდათ, ეს პირველ კურსზე კარგი გოგო იყოო და დამტოვეს, მაგრამ, სამაგიეროდ, თეატრალური სრული ფურორით დავხურე. არაჩვეულებრივი სადიპლომო სპექტაკლი გავაკეთეთ და, ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, უკმაყოფილო არ ვარ. ახლა რომ ისევ იმას ვაკეთებდე, უკმაყოფილო ვიქნებოდი, მაგრამ იმ დროისთვის კარგი იყო.

– ამის შემდეგ თუ გითამაშია თეატრში?

– კი, რამდენიმე თეატრში გვაქვს დადგმული ეს სპექტაკლი, ვიყავი დოისთან და სხვა რეჟისორებთან. იყო საინტერესო რაღაცეები. შენ, ალბათ, სერიალის ამბავიც გაინტერესებს, როგორც მომდევნო ეტაპი ჩემი ცხოვრებისა?! (იცინიან) მოკლედ, მივედი ქასთინგზე, აბსოლუტურად სხვა როლი უნდა მეთამაშა, მაგრამ იმ როლში საერთოდ არ მოვეწონე, კატეგორიული უარი მითხრეს. მაგრამ, რომ გადავიკიდე ჩანთა და გამოვდიოდი, უცებ ვიღაცამ ხელი მომკიდა და მიმაბრუნა – მოდი, ამ როლშიც გაგსინჯავთო. ეს ჩემთვის ჩვეული ამბავი კი არ იყო, რომ მოვდივარ, და მერე „ბანბანიორკით“ ვბრუნდები და კარგად რომ ვმღერი, გოგონი, სტოპ! – მითხრეს და ასე დავრჩი.

– ანუ, ბევრ რაღაცაში მაინც გაგიმართლა?

– დიახ, უიღბლო ნამდვილად არ ვარ და არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ უიღბლოები არიან და არაფერში უმართლებთ.

– ისეთი საამაყო რა გაქვს გაკეთებული, რომლითაც სულ ამაყობ და არ გითქვამს?

– არ ვარ ბოროტი, ერთმნიშვნელოვნად.

– ვითომ?! არადა, ამას წინათ გნახე, თაყვანისმცემელი ფოტოს გადაღებას გთხოვდა, შენ კი მიბრუნდი და წახვედი...

– მე კიდევ იმ დღეს გნახე, ვიღაცას სცემდი. ვიფიქრე, რაღაც სერიოზული მოხდა-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ, უბრალოდ, ჩვეულებრივი მომკვდავი მოსულა შენთან და ავტოგრაფი უთხოვია (იცინიან).

– გათხოვილი ხარ?

– არა, თუმცა, მცდელობები მქონია.

– აქედან გამომდინარე, ჩვენი ურთიერთობები შეიძლება ასე ეტაპ-ეტაპ შეიცვალოს (იცინიან). ისე, შენზე მითხრეს, „გაქცეული პატარძალიაო“ (იცინიან).

– ეს არის სალომე გველესიანის საყვარელი თემა. ამიტომ ამას ჟურნალის რამდენიმე გვერდი უნდა დავუთმოთ და საბოლოოდ გავარკვიოთ, მართლა გავიქეცი თუ არა. კაბა ავიკეცე და გავრბოდი. გაინტერესებს?

– რა თქმა უნდა! (იცინიან).

– საქორწილო კაბა ხომ გრძელია, ავიწიე და გავიქეცი, ხელი რომ არ შეეშალა.

– შენა და – გაიქეცი?

– გავიქეცი, მაგრამ, სხვათა შორის, არც არავინ გამომკიდებია (იცინიან). რომ მოვიხედე, მივხვდი, რომ თურმე სულ ტყუილად ვყვიროდი: „ჰელფ! ჰელფ!“ – ირგვლივ არავინ იყო.

– მანდ მიხვდი, რომ არ გიყვარდა? არა, პრინციპში, მანდ რომ მიმხვდარიყავი, კაბას კი არ აიწევდი, შემოიძრობდი და ისე გაიქცეოდი.

– იცი, რა მოხდა? ცოტა მოჭიმული კაბა იყო და ეკლესიაში მისი გარღვევა არ იქნებოდა ასე ადვილი, ამიტომ მაინც აწევა და ისე გამოქცევა ვარჩიე. არა, ყველანაირი ხუმრობის გარეშე, კაბა მართლა მქონდა.

– გზადაგზა ხომ გივარდებოდა კაბის შლეიფი? ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი ეფექტი.

– რა თქმა უნდა, ალაგ-ალაგ გაიხა და ბოლოს ფილმის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ – ბოლო კადრი გავითამაშე: გამურული სახით, ფოთიალით რომ მოდის პატარძალი (იცინიან), მაგრამ ჩამეშალა, რადგან არავინ გამომკიდებია.

– რაღაც სიზმარივით არის ეს ყველაფერი, გავგიჟდი.

– შენ არ ინერვიულო, მართალია, არავინ მომდევს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ წინ დამხვდება ვინმე, სიკეთე დამხვდება ქვაზე დადებული. ვინმე გაიქცეს მაინც, იმას გავეკიდები, მაინც დავრბივარ და აზრი ექნება ამ სირბილს. მორჩა, ამ თემაზე აღარ ვაგრძელებთ საუბარს.

– მოდი, ის მითხარი, საჭმელებს თუ აკეთებ?

– მართლა ძალიან გემრიელად ვამზადებ. მეგობრებიც სულ აღნიშნავენ, რომ გემრიელი კერძები გამომდის, ისეთი მეგობრები კი არ მყავს, რომ მომატყუონ. ისე, ეს შეკითხვა ხშირად დაუსვამთ. მოკლედ, საჭმელებს ვამზადებ.

– იმიტომ სვამენ ამ შეკითხვას, რომ თანამედროვე გოგოებს მუდმივად ან არ შეუძლიათ საჭმლის მომზადება, ან მოდაშია, რომ ვერ უნდა ამზადებდნენ.

– რატომ ხდება ეს არ ვიცი. რატომ უნდა იყოს მოდაში, რომ არაფრის კეთება არ იცი და სახლში ყველა მშიერი გყავს, ვერ ვიგებ.

– ძალიან ბევრი გოგოსგან გამიგია, რომ ჩემს ქმარს როგორ უნდა გავურეცხო, ყავა რატომ უნდა გავუმზადო, თვითონ მომართვას ლოგინში ყავა და სხვა. ნეტავ ასეთი გოგოები თუ თხოვდებიან?

– ზუსტად ეგეთი გოგოები თხოვდებიან და მერე რა ხდება, უკვე აღარ ვიცი. მთავარია, ერთხელ გათხოვდე და მერე მუდმივად გათხოვების პროცესში ხარ.

– კონკრეტულად რას აკეთებ, მითხარი, ვგიჟდები ჭამაზე (იცინიან).

– ძირითადად სალათების დარგში ვარ ძალიან კრეატიული, ასევე ხორცთან. შემიძლია, ჩემი ახალი „ბლუდა“ შემოგთავაზოთ, გავაკეთებ და მეწვიეთ. მაგალითად, მაყვლის „პადლივკით“ შემწვარი წიწილა, ასევე ხორცის სტეიკი თეთრი ღვინითა და სოკოთი.

– შენ არ ხუმრობ, მინდა გითხრა.

– არადა, თან ერთ ულუფაში ას ორმოცდაათ ლარსაც არ ვითხოვ. ძალიან გემრიელია დაბეგვილი ხორცის კონიაკში ჩადება, მერე მას გაწურვის თავისებური სპეციფიკაც აქვს და მთელი ამბებია. თუ სადმე მივდივარ და რამე მომწონს, საერთოდ არ მეუხერხულება, ვიკითხო, როგორ არის დამზადებული.

– რას გეგმავ ახალ წელს?

– ახალ წელს სადმე თბილ ქვეყნებში უნდა წავიდე. შენც წამოდი და რამე კერძსაც გაგიკეთებ, თან – ხორცით. სხვას ვერაფერს შეგპირდები.



ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ანა სანაია



– რამე ჭორი თუ გსმენია შენ შესახებ ისეთი, რასაც ძალიან გაუოცებიხარ? (იცინიან).

– საშინელი გოგო ხარ! გეტყვი, რაც ხდება. ვიცი ყველა ჭორი, რომელიც ჩემ გარშემო ტრიალებს, მაგრამ მათგან ოთხმოცდაათ პროცენტს არ ვადასტურებ.

– რომ ამბობენ, ყველა ჭორშია სიმართლის ნოლ-ერთი პროცენტიო?!

– ამბობენ, მაგრამ აბსოლუტურად გაურკვეველი წარმოშობის ჭორებიც ხშირად მესმის. მაგრამ ყველა მათგანის წარმოშობაზე და გამოსწორებაზე რომ ვიფიქრო და ამას ვდიო, მთელი ცხოვრება მეტი არაფერი უნდა ვაკეთო?

ის ადამიანები, ვისაც ჩემი სჯერათ, გვერდით არიან და მგულშემატკივრობენ კიდეც.

– შეიძლება, იმ ადამიანებს სჯერათ, მაგრამ შენ შენი პირადი ცხოვრება გაქვს და სულ არ გაინტერესებს, სჯერათ თუ არ სჯერათ.

– ნუ, ეგ უკვე აღარ არის ჩემი პრობლემა, ვერავის დავაძალებ, რამე დაიჯერონ ან არ დაიჯერონ.

– აბა, რა არის შენი პრობლემა?

– არაფერი, ცხოვრებაში აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ მაქვს, ყველაფრისგან პრობლემას არ ვქმნი. ყველაზე „უდეპრესიო“ ადამიანი ვარ.

– სანგვინიკი ჰქვია ამას ფსიქოლოგიურ ენაზე. უპრობლემო ადამიანებს სანგვინიკებს ეძახიან.

– მაგალითად, სულ ახლახან გავრცელდა ახალი ჭორი. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ასე თქვეს, რატის თავში აქვს ავარდნილიო. რა მაქვს ავარდნილი, არ ვიცი. თურმე, გამარჯობას აღარ ვეუბნები ხალხს, ცხვირაბზეკილი დავდივარ. რაზე შემამჩნიეს, არ ვიცი.

– შენ თუ ადასტურებ, რომ გამარჯობას ამბობ?

– გამარჯობას კი არა, ვინმე ოდნავ მაინც თუ მეცნობა, იმასაც ისე თბილად ვესალმები, რომ მერე, გაოგნებული სახით რომ მიყურებენ, ვხვდები, ზედმეტი მომივიდა.

– სალმიანი ადამიანი ხარ, მოკლედ (იცინიან). მერე მოიკითხავ ხოლმე: როგორ ხარ, ოჯახში როგორ არიან...

– არა, აქამდე არ მიდის საქმე.

– ანუ – გამარჯობა! – და მორბიხარ.

– დიახ. ხომ ხედავ, როგორი საინტერესო წრე შეიკრა: შენ იქიდან მირბიხარ, მე აქედან მოვრბივარ. წესით, ერთმანეთს სადღაც უნდა გადავეყაროთ (იცინიან).

– მათემატიკაში იყო ასეთი ამოცანები: ა პუნქტიდან გამოვიდა ველოსიპედისტი, რომელიც საათში ოცდაათი კილომეტრით მიდის, ხოლო ბ პუნქტიდან გამოსული ველოსიპედისტი საათში ოცი კილომეტრით. როდის შეხვდებიან ისინი ერთმანეთს? (იცინიან).

– რა საშინელი ამოცანები იყო!

– მოდი, ავიღოთ მაქსიმუმი: რაზე გიოცნებია? ვთქვათ, გემღერა ბროდვეიზე, რომელიმე მიუზიკლში, მაგალითად, „ჩიკაგოში“.

– ასეთი არარეალური ოცნებები არ მაქვს. ჩემი ოცნება ჯექსონის კონცერტზე მოხვედრა იყო, მაგრამ... ეს ოცნება ოცნებად დარჩა. „ლეიდის ნაითის“ ნახვა მინდა კიდევ ძალიან.

– არა უშავს. ჯექსონმა შემომითვალა, სადაც ვარ და როგორც ვარ, ყველას მოგიწევთ მოსვლა და მერე თქვენთვის ერთი კარგი გალა-კონცერტი ჩემზე იყოსო. მოკლედ, შენი ოცნების მწვერვალი რა არის?

– იქ ისეთი გიგანტები მღერიან, რომ რატი დურგლიშვილი მათთვის არაფერია.

– არ მინახავს ქართველი, რომელსაც ამ წარმატებისთვის რამე გაუკეთებია. თორემ, გამოვა თუ არა, ეს უკვე მეორე საკითხია. ამაზე მუშაობა თავის დროზე რომ დაგეწყო, შეიძლება ბროდვეიზე არა, მაგრამ, მაგალითად, ამსტერდამში გემღერა.

– ძალიან ზარმაცები ვართ, ალბათ. შენც ხომ შეგიძლია „ვორნერ ბრაზერსში“ მოხვედრა?

– ჰო, ამის ალბათობა არის, მაგრამ, ისევე, როგორც შენი, ჩემი პრობლემაც სიზარმაცეა.

– არასდროს არავის ვედრები და არ ვფიქრობ, რომ სხვას რამით ვჯობივარ, უბრალოდ, ყოველთვის ვეცდები, ჩემი პოტენციალის მაქსიმუმი გამოვამჟღავნო.

– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ დუეტ „ჯორჯიით“ შენი პოტენციალი ამოიწურა?

– არა, ამოვწურე კი არა, პირიქით, მაგრამ ისევ ამ მიმართულებით განვითარებას ვფიქრობ. ჩვენი ძალიან სერიოზული შეფუთვა იყო დაგეგმილი, თავისი ფიარით, ტურნეებითა და ამბებით, მაგრამ ამ ყველაფერში ხელი ომმა შეგვიშალა.

– ძალიან ცნობილი დუეტები არსებობენ მსოფლიოში და, ვფიქრობ, რომ თქვენი ერთად სიმღერა უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ცალ-ცალკე.

– თუმცა, დასაწყისი და დასასრული ყველაფერს აქვს. ჩემი და მაკას მეგობრობა არასდროს დაიკარგება, ჩვენ ერთად გადავწყვეტთ, რას ვიზამთ, მაგრამ, ჯერჯერობით ერთად ვართ.

– თუ გიყვარს საზაფხულო რომანები, ფლირტი?..

– ფლირტი ყველა ნორმალურ ადამიანს უყვარს.

– მე ნორმალურებზე ვსაუბრობ.

– (იცინიან) მე მიყვარს ფლირტი და ასეთი ამბები ამ ზაფხულსაც იყო. ალბათ, შენც გექნებოდა ფლირტი ამ ზაფხულს.

– რა თქმა უნდა! ხომ არ გადაირიე, ორი თვე ზღვაზე ვიყავი-მეთქი, გეუბნები და, ფლირტითაც არ გავრთობილიყავი?!

– მითხარი, როგორ დასრულდა, გადაიზარდა რომანში?

– არა. შენ წარმოიდგინე, ჩაქვს გამოვცდი თუ არა, ისიც კი დამავიწყდა, საერთოდ მქონდა თუ არა ვინმესთან ფლირტი.

– აი, რა არის ფლირტი: სანაპიროზე ზიხარ, ვიღაცას შეხედავ, სათვალეს ცხვირზე ჩამოიწევ (იცინიან) – მაგარი „ღადაობაა“.

– როგორც ვატყობ, ვერც შენმა ფლირტმა გადმოაღწია ჩაქვს აქეთ.

– მართალი ხარ.

– რამე გამოსცდა ჩაქვს?

– მოგონებები (იცინიან).

– მოგონებებში პირველები ვართ. მოდი, ახლა მძიმე არტილერიისკენ გადავინაცვლოთ, მსხვილ გრძნობებზე ვისაუბროთ. ბოლოს და ბოლოს, გატეხე ნავსი და ჩემთან მაინც თქვი, როდის აპირებ ცოლის მოყვანას?

– ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ დაგეგმილი მაქვს 31 წლის ასაკში.

– სიკვდილმა არ გიწიოს, პირი ქვისკენ მიქნია (იცინიან). როგორ გგონია, 31 წლის რატი დურგლიშვილი ვის მოუნდება?!

– აი, ზუსტად ვისაც იმ დროს მოუნდება, ის იქნება ჩემ გვერდით. ჯერ 27 წლის ვარ.

– მოკლედ, მეგობრებო, ოთხ წელიწადში ჟურნალ „თბილისელების“ გარეკანზე ნახავთ ბედნიერ რატი დურგლიშვილს და მის გვერდით პიროვნება „იქსის“ ექსკლუზიურ ფოტოს. და რატომ მაინცდამაინც ოცდათერთმეტის?

– ჯიშში მაქვს – ბიძაჩემმა და მამაჩემმა ამ ასაკში მოიყვანეს ცოლები, მხოლოდ ჩემმა ძმამ დამასწრო.

– რამე ინტრიგნული უნდა გკითხო ბოლოს: უფროსი ასაკის ქალბატონებს ანიჭებ უპირატესობას თუ უფრო პატარებს? ამ ბოლო დროს მოდაში პატარა ბიჭები არიან და ამიტომ გეკითხები. მართალია, შენ პატარა ბიჭი არ ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის პატარა იქნები, მათთვის, ვისაც აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ბიჭი ჰყავთ გვერდით.

– როგორ გეკადრება! შენ როგორ არ გრცხვენია, 70 წლის კაცთან რომ ხარ? (იცინიან). კარგი, გეტყვი, მაქსიმუმ ორი წელი ზევით ან ქვევით.

– ესე იგი, ოცდახუთსა და ოცდაცხრას არ აცილებიხარ. მაინც ოცს გირჩევ – ჭაღარა რომ შეგერევა, ის მაშინ გაიფურჩქნება.

– მე კიდევ დაღვინების ასაკი მექნება.

სალომე გველესიანი


скачать dle 11.3