კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენერგეტიკის გიგანტები ირანთან თანამშრომლობას წყვეტენ

ამერიკის ხელისუფლებამ მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებსა და ენერგეტიკულ კომპანიებს მოუწოდა, ირანთან თანამშრომლობა შეწყვიტონ. ვაშინგტონმა უკვე შეძლო ცნობილი ენერგეტიკული გიგანტები – ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია „დაჩ შელი“, ფრანგული „ტოტალი“, ნორვეგიული „სტატოილი“ და იტალიური „ენი“ დაერწმუნებინა, რომ მათ ირანი დატოვონ. ამ კომპანიებმა უარი თქვეს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან კომერციულ თანამშრომლობასა და იქ ინვესტიციების განხორციელებაზე. შვეიცარიულმა „ნაფტირან ინტერთრეიდმა“ ამერიკელების გაფრთხილება არად ჩააგდო და ირანში მოღვაწეობა განაგრძო. ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებსა და კომპანიებს მოუწოდა, ირანში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე მანამდე თქვან უარი, ვიდრე ეს უკანასკნელი უარს არ იტყვის საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ის კომპანიები ჩამოთვალა, რომლებმაც უარი თქვეს ირანში საქმიანობაზე ან ამას უახლოეს მომავალში აპირებენ. მათ შორის მოხვდა რუსული ენერგოგიგანტი „ლუკოილიც“, რომელიც 2010 წლის აპრილიდან ირანისთვის ბენზინის მიყიდვაზე უარს აცხადებს.


скачать dle 11.3