კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხრუშჩოვის მოღალატე შვილი სტალინმა გერმანიიდან მოატაცებინა


მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1902 წელს გამოიცა ლენინის წიგნი, „რა ვაკეთოთ?“, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გაჩნდა საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიაში მისი ოდითგანვე მარქსისტული ფრთის საწინააღმდეგო მიმართულება მოთხოვნით, – „სოციალური რევოლუციის პარტიიდან გარდავიქმნათ სოციალური რეფორმების დემოკრატიულ პარტიად“. სწორედ ამ წიგნის საფუძველზე ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატიის „ახალი კრიტიკული“ მიმართულება, რომელმაც ხელი შეუწყო ბურჟუაზიული ლიტერატურიდან გადმონაცვლებულიყო სოციალისტურში.

აღნიშნული წიგნის გამოსვლიდან მალე, 1903 წელს სტალინი პირველად გაეცნო ლენინს მიწერ-მოწერით. ამ დროს სტალინი ციმბირში იყო გადასახლებული. გათავისუფლების შემდეგ, 1905 წლის დეკემბერში იგი პირადად გაეცნო ლენინს ბოლშევიკების კონფერენციაზე ტამერფოსში (ფინეთი).

1917 წელს მოხდა ოქტომბრის რევოლუცია, უფრო სწორად, ეგრეთ წოდებული „ოქტომბრის გადატრიალება“. დაიწყო საბჭოთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება-შექმნა, ხოლო 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკებმა მოახდინეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია და საბჭოთა რუსეთს მიუერთეს.

თითქმის 15 წლის განმავლობაში სტალინი არ იყო თბილისში და აი, 1921 წლის 6 ივლისს იგი მონაწილეობას იღებს საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის ორგანიზაციის საერთო კრების მუშაობაში და გამოდის მოხსენებით. ქვემოთ მოგვყავს ზოგიერთი ამონარიდი მისი გამოსვლიდან: „საბჭოთა საქართველოს სრულიად განმარტოებით არსებობა, ისევე, როგორც ყოველი საბჭოთა ქვეყნისა, საბჭოთა ქვეყნებისადმი კაპიტალისტური სახელმწიფოების აშკარად მტრული დამოკიდებულების გამო, წარმოუდგენელია – როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე მეურნეობრივი განვითარების თვალსაზრისითაც. საბჭოთა სახელმწიფოების ურთიერთდახმარება, როგორც სამხედრო, ისე სამეურნეო, პირობაა, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ამ სახელმწიფოთა განვითარება“...

„საქართველო, რომელსაც სურსათ-სანოვაგე აკლია, საჭიროებს რუსეთის პურს, თავს ვერ გაიტანს უიმისოდ“...

„... საქართველო, რომელსაც თხევადი სათბობი არა აქვს, ცხადია, ტრანსპორტისა და მრეწველობის განვითარებისთვის საჭიროებს აზერბაიჯანის ნავთის პროდუქტებს“...

1922 წლის 27 მარტი, 2 აპრილი – სტალინი მონაწილეობას იღებს რკპ(ბ) მეთერთმეტე ყრილობის მუშაობაში, ხოლო 3 აპრილს ლენინის წინადადებით რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის პლენუმი სტალინს ირჩევს პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად.

1923 წლის 17-25 აპრილს სტალინი მონაწილეობს რკპ(ბ) მეთორმეტე ყრილობის მუშაობაზე. 24 აპრილს ყრილობა სტალინს ირჩევს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, ხოლო 26 აპრილს ცკ-ს პლენუმი – პოლიტბიუროსა და ორგბიუროს წევრად, წარმომადგენლად ცენტრალურ საკონტროლო კომისიაში და ამტკიცებს პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად...

ათ წელზე მეტი ხნის წინათ ცნობილმა ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა კოსოლაპოვმა შექმნა ნაშრომი – „სტალინი და ლენინი“, რომელიც შეიცავს ტროცკ-ხრუშჩოვისა და გორბაჩოვ-ელცინის პროპაგანდის ზოგიერთი ცილისმწამებლური ვერსიის უარყოფას. მოცემული პუბლიკაციის ნაწყვეტში გამოაშკარავებულია ლენინის სიცოცხლის ბოლო პერიოდში ლენინ-სტალინის ურთიერთობისთვის ჩრდილის მიყენების მცდელობა.

1956 წლის 25 თებერვალს ხრუშჩოვმა სკკპ მეოცე ყრილობაზე გააკეთა მოხსენება – „სტალინის პიროვნების კულტის შესახებ“. სწორედ აქედან დაიწყო პირადად მან პირველმა სტალინის წინააღმდეგ გააფთრებული და ულმობელი ბრძოლა. მაინც, რაში იყო საქმე? რატომ მაინცდამაინც ხრუშჩოვმა და არა სხვამ დაუწყო აშკარა ბრძოლა სტალინს? ამ ბრძოლის არსი და შინაარსი ცნობილი და, ფაქტობრივად, დადასტურებულია. საქმე ისაა, რომ დიდი სამამულო ომის დაწყებიდან სულ მალე ნიკიტა ხრუშჩოვის ვაჟმა, სამხედრო მფრინავმა ლეონიდ ხრუშჩოვმა თავისი ავიაგამანადგურებელი მტრის განლაგებაში დასვა და ტყვედ ჩაჰბარდა გერმანელებს. საბჭოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ლეონიდ ხრუშჩოვი ჯერ გერმანელებისგან მოეტაცათ და შემდეგ პატიმრობაში აეყვანათ. ასეც მოხდა და გულდასმით ჩატარებულმა მოკვლევა-გამოძიებამ მთლიანად დაადგინა ფაქტები, რომ ნიკიტას ვაჟი გერმანელებთან თანამშრომლობდა და ეწეოდა ანტისაბჭოურ საქმიანობას. ბუნებრივია, ლეონიდი სრულიად სამართლიანად სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს და სამხედრო ტრიბუნალმა მას განაჩენი – დახვრეტის მუხლი წაუყენა. ნიკიტა ხრუშჩოვი ყოველგვარი გზით ცდილობდა თავისი ვაჟის გადარჩენას, მაგრამ ამაოდ. მან ბოლოს თვით სტალინს მიმართა ვაჟის შეწყალების მიზნით. ხვეწნა-მუდარამ არ გაჭრა, გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვეს და სისრულეში მოიყვანეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია ასეთი შედარება გავაკეთოთ, – თუ ლენინმა თავისი უფროსი ძმის ალექსანდრე ულიანოვის ჩამოხრჩობისთვის შური იძია რუსეთის იმპერატორზე, ნიკოლოზ მეორესა და მისი ოჯახის წევრებზე, ისინი „ოქტომბრის გადატრიალების“ შემდეგ ლენინის განკარგულებით დასაჯეს სიკვდილით, მაშინ ხრუშჩოვმა თავისი ვაჟის გამო შურისძიება გადაწყვიტა და ამისთვის ყველაფერი გააკეთა – შებღალა გარდაცვლილი სტალინის ხსოვნა.

ხრუშჩოვმა მოხსენებაში ისე გამოიყვანა, რომ თითქოს ლენინმა დაწყევლა სტალინი. მომხსენებელმა მთავარ მომენტად ორი ტექსტის პუბლიკაცია აქცია: „კრუპსკაიას წერილი კამენევისადმი სტალინთან ჩხუბის შესახებ (23.12.1922 წელი) და ლენინის წერილი სტალინისადმი (05.03.1923 წელი) ბოდიშის მოხდის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შორის ურთიერთობას საფრთხე დაემუქრებოდა.

გვინდა, მოვიყვანოთ ერთი არგუმენტირებული ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ განასხვავებდა ლენინი სტალინს ტროცკისგან: ჯერ კიდევ 1918 წლის 15 თებერვალს, როდესაც ლენინი ჯანმრთელი იყო, ტროცკიმ გერმანიასთან ზავის დადების წინ, ბრესტიდან ტელეგრაფით მოითხოვა სხვადასხვა საკითხებზე შესაბამისი ინსტრუქციები, რაზედაც ლენინმა მას შემდეგნაირად უპასუხა: „სანამ თქვენს შეკითხვას პასუხს გავცემდე, მსურს სტალინს მოველაპარაკო“. ალბათ, სწორედ მაშინ იგრძნო პირველად ტროცკიმ, თუ ვისთან ექნებოდა მას საქმე მომავალში.

სტალინის ცეკას გენერალურ მდივნად არჩევის ოთხი თვის შემდეგ ნაზარეთიანი, რომელიც იმ დროს ცეკას აპარატის უშუალო რეორგანიზაციას ახორციელებდა, სტალინზე წერდა: „ილიჩს მისი სახით უერთგულესი ცერბერი ჰყავს, რომელსაც ცეკას ჭიშკრის სადარაჯო აბარია. ახლა ცეკას მუშაობა შესამჩნევად შეიცვალა. რაც აქ დაგვხვდა, აუწერელი საშინელება იყო“.

მოკვდა თუ არა ლენინი, სტალინმა სამუდამოდ გარიყა ტროცკი დიდი პოლიტიკიდან, მაშინ, როდესაც 1924 წლის 26 იანვარს საბჭოების სრულიად საკავშირო მეორე ყრილობაზე სტალინმა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც მისი ფიცი ლენინისადმი. იმ გლოვის დღეებში ტროცკი საქართველოში, კერძოდ სოხუმში, ისვენებდა. ეს იყო მართლა ბედის ირონია. არადა, ტროცკი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო და სჯეროდა, რომ ლენინი მხოლოდ მას თვლიდა თავის მემკვიდრედ.

გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში“ (¹1, 1997 წლის იანვარი) მოყვანილია ლენინის დის, მარია ულიანოვას ჩანაწერები, რომლებიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში პარტაქტივის საიდუმლო ფონდში ინახებოდა და მხოლოდ ბოლო დროს გახდა ხელმისაწვდომი ისტორიკოსებისთვის. თავის ერთ-ერთ ჩანაწერში მარია ულიანოვა წერდა: „პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე ტროცკიმ თავი ვერ შეიკავა და ლენინს ხულიგანი უწოდა... ლენინი, როგორც ცარცი, ისე გაფითრდა, მაგრამ თავი შეიკავა და მხოლოდ ეს თქვა: „ვიღაცას ნერვებმა უმტყუნა“. ლენინს ტროცკისადმი სიმპათიები არც ადრე ჰქონდა.

ლენინი სიმპათიით არც ზინოვიევის მიმართ იყო განწყობილი. ლენინი მხოლოდ სტალინს სცემდა პატივს და მისი სჯეროდა, რადგან სტალინი ლენინის მიმართ ყოველთვის გულწრფელი, გულახდილი და პირდაპირი იყო.

ასე იყო თუ ისე, ტროცკის ორთაბრძოლა სტალინთან, როგორც აშკარა, ასევე ფარულად ერთობ დრამატულად და დაძაბულად წარიმართა, რომელიც ტროცკიმ პირწმინდად წააგო. ისტორიკოსები და პოლიტიკოსები სამართლიანად განმარტავენ, რომ ტროცკის ყოველთვის უფრო მეტად თავისი თავი უყვარდა რევოლუციაში, ვიდრე რევოლუცია; რომ მან სტალინთან ბრძოლა იმიტომ წააგო, რომ ჰქონდა ხელისუფლების ხელში ჩაგდების დიდი სურვილი და პრეტენზიები, მაგრამ მას არ გააჩნდა საჭირო და აუცილებელი მახასიათებლები, რაც მთავარი პირობა იქნებოდა ხელმძღვანელად და ბელადად გახდომისა.

დასასრულს მოგვყავს სტალინის სიტყვები: „როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, მოვა დრო და ახალი თაობა დააფასებს სოციალისტური სამშობლოს საქმეებსა და მის გამარჯვებებს“ (რ. კოსალაპოვი. „როგორია ის, სიმართლე სტალინზე?“ გაზეთი „პრავდა“ ¹55, 1998 წლის 2-4 ივნისი).


скачать dle 11.3