კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა შემოწმდეს სანთლები და რას ვტოვებთ ამის შემდეგ უყურადღებოდ

ავტომობილის ელექტრული პრობლემები როგორც ხელოსნების, ისე მძღოლების მთავარი თავის ტკივილია. ესა თუ ის გაუმართაობა ხშირ შემთხვევაში იოლი აღმოსაფხვრელია, უბრალოდ მისი მიგნებაა რთული. პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე იმ შემთხვევებზე საუბრობს, როდესაც სისტემას ჩვენი უყურადღებობით ვაზიანებთ.

მევლუდ მელაძე: მექანიკურ დეტალებში გარკვევა ასე თუ ისე ადვილია, მაგრამ თუ საქმე ელექტრულ პრობლემებს ეხება, მასში მხოლოდ გარკვევა არ კმარა, მთავარია, პრობლემა ისე აღმოიფხვრას, მთლიანი ელექტრული სისტემების დაზიანება არ მოხდეს. როგორ შეიძლება, უნებლიეთ დავაზიანოთ ელექტრონაწილები? არის შემთხვევა, როდესაც ეგრეთ წოდებული „სვეჩები”, ანუ სანთლები მწყობრიდან გამოდის და მათი გადამოწმება გვიწევს. ამ დროს მძღოლებისა და ხელოსნების ენაზე რომ ვთქვათ, ისინჯება ეგრეთ წოდებული „პერებოი” და ისინჯება ნაპერწკალი. „პერებოი” ძრავის არათანაბარი მუშაობაა და ამის მიზეზის დასადგენად, სინჯავენ სანთლებს – აქვს თუ არა ნაპერწკალი. მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია და უმეტესად, შემოწმების შემდეგ, სანთელის „სვეჩის”დაყენება ავიწყდებათ. თუ სანთელს მოვხსნით და იმ სადენებს ჩახსნილს დავტოვებთ, რომელიც სანთლებს უერთდება, შიგნით, ანუ გამანაწილებელში – ეგრეთ წოდებულ „ტრამლიორში” წარმოქმნილი ნაპერწკალი მიმართულებას ვეღარ პოულობს და ხშირ შემთხვევაში ეს ბაბინის დაწვას იწვევს, ანუ, იწვება მოწყობილობა, რომელიც ქმნის ნაპერწკალს. თუ ისე დავატრიალეთ ძრავა, რომ სანთლები სადენებიდან ჩახსნილი გვაქვს, ამან შესაძლოა, ბაბინის დაწვა გამოიწვიოს. ამ მოწყობილობის დაწვა შეიძლება ასევე, თუ ავტომობილის გასაღები გადავატრიალეთ, ხელსაწყოების დაფაზე წითელი ანთია და მას ღიას ვტოვებთ მაგნიტოფონის გამო ან შუშების ასაწევ-დასაწევად. მერე კი დიდხანს აღარ გამოვრთეთ. ასეთ დროს ბაბინა ხურდება და არის იმის ალბათობა, უბრალოდ, მუსიკის მოსმენის გამო დაიწვას. ამის შანსი ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა.

მინდა, ერთი მაგალითი მოვიყვანო. სპორტულ ავტომობილებში ძალიან ხშირად გვიწევს სანთლების შეცვლა. ავტომობილი ძალიან მაღალ ბრუნებზე მუშაობს, რასაც სანთლები ძალიან იოლად გამოყავს მწყობრიდან. ეგრეთ წოდებული კომპრესიის ან სანთლების შემოწმების გამო, პირადად მეც მომსვლია მსგავსი რამ – სანთლები არ შემიერთებია ან გვიან შემიერთებია და ბაბინა დამწვარა. მაგალითად, ბოლო შეჯიბრებაზე გასავლელი გვქონდა ოცი წრე, მეექვსე წრეზე ავტომობილი შეჯახების გამო დაზიანდა, რადიატორი დაილეწა და წყალი ადგილზევე დაიღვარა. უკვე მომდევნო წრეზე ხელსაწყო მაჩვენებდა, რომ ძრავა გადახურდა, მაგრამ ფინიში მჭირდებოდა, ვერ გავჩერდებოდი. ამიტომ, მომდევნო თოთხმეტი წრე უწყლოდ ვიარე. ვფიქრობდი სადაც გაჩერდება, გაჩერდეს-მეთქი. ფინიშამდე მივაღწიე და მინდა, აღვნიშნო, რომ ეს კარგი ზეთის დამსახურებაა. ძრავას შიგნით დეტალები არ გადახურდა და შესაბამისად, არც გაჭედილა. მაგრამ, შეჯიბრების შემდეგ შესამოწმებელი იყო, შეინარჩუნა თუ არა, ეგრეთ წოდებული კომპრესია, შიდა დეტალები ხომ არ იყო გაცვეთილი და თუ ქმნიდა ის შიგნით საჭირო წნევას.

– როგორ ხდება ამის შემოწმება?

– იხსნება სადენები, შიგნით დგება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც სანთლის მაგივრად ეჭირება, ვატრიალებთ ძრავას და ისარი ხელსაწყოზე გვაჩვენებს რამდენია წნევა. ოთხივე ცილინდრი გავსინჯეთ, ანუ ძრავას უაზროდ ტრიალი მოგვიწია ისე, რომ სადენები ძირს იყო ჩამოყრილი. შევაერთეთ ყველაფერი და ავტომობილი აღარ დაიქოქა. მიზეზი ცალსახა იყო – დაიწვა ნაპერწკლის წარმომქმნელი მოწყობილობა. მიუხედავად იმისა, რომ ის იმ მომენტისთვის ქმნიდა ნაპერწკალს, ძრავას ამუშავებას ვერ ახერხებდა, რადგან თვითონ ნაპერწკალი იყო თეთრი და სქელი. ნაპერწკალი მოწითალო-მოლურჯო ფერის და წვრილი უნდა იყოს. ამის შემოწმებაც ძალიან იოლია. სანთელზე შეამოწმეთ, და თუ ბაბინა სათანადო ნაპერწკალს არ ქმნის, ის აფეთქებას ვერ გამოიწვევს.

– მძღოლს თუ შეუძლია, შეამოწმოს დამწვარია თუ არა ბაბინა?

– ძალიან მარტივად. გაუკეთეთ მას რაიმე სადენი, რათა ნაპერწკალმა გადახტომა მოახერხოს.


скачать dle 11.3