კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირმამ თხარა, თხარაო...

ირმა ნიჩი ამერიკელი, ბოდიში და, მეძავია და პურის ფულს ხორცით, ანუ სხეულით შოულობს. როგორც ჩანს, ირმას ფული მხოლოდ პურისთვის არ სჭირდება და გადაწყვიტა, ცოტა ხიზილალაც მიაყოლოს. ჰოდა, გოგონა ადგა (მისი პროფესიის გათვალისწინებით, ირმა აუცილებლად იწვებოდა) და ჟურნალ „ინ ტუჩის“ რედაქციაში მივიდა. მივიდა და სულ დაწვრილებით მოყვა, რომ 2007 წელს სექსი არა ვიღაც ვიგინდარასთან (ან მთვრალ კლიენტთან), არამედ თვით დევიდ ბექჰემთან ჰქონდა. ჟურნალმა ინფორმაცია არ გადაამოწმა და მაშინვე დაბეჭდა, რასაც სკანდალი მოჰყვა. ბექჰემმა გადაწყვიტა, სამართალი სასამართლოს გზით ეპოვა, რკინის ქალამნები თუ ბუცები ჩაიცვა და სარჩელი შეიტანა. ირმა სასამართლოში დაიბარეს და სხვა დეტალებთან ერთად, ისიც ჰკითხეს, ბექჰემთან როდის ერთობოდიო (თუ პირიქით). ირმამაც თვალების ფახულით რიცხვები დაასახელა და, აი, აქ ამოისუნთქა დევიდმა.

„ბატონო მოსამართლევ, შეუძლებელია, იმ დროს და იმ რიცხვებში მე ამ ქალს შევხვედროდი, რადგან უმძიმესი ტრავმა მქონდა და საავადმყოფოში ორი კვირა ვმკურნალობდი“, – განაცხადა ბექჰემმა და ის საბუთი დადო, რომელიც მისი სიტყვების სიმართლეს ამტკიცებს.

ბექჰემი თუ საავადმყოფოში იწვა, ორი ვარიანტია: ირმა ან იმას გადაეყარა, ვინც ძალიან ჰგავდა დევიდს და დანებდა, ანაც, უბრალოდ, იტყუება. მეორე ვარიანტი უფრო ახლოს არის სიმართლესთან და ბექჰემი ქალსა და ჟურნალს, რომელმაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია დაბეჭდა, მორალური ზიანის სანაცვლოდ 16 მილიონ დოლარს სთხოვს და იფიცება, ამ თანხიდან ცენტიც არ მინდა, ყველაფერს ბავშვთა დახმარების ფონდში გადავრიცხავო. ვერ გეტყვით, რა ღირს ირმას მომსახურება, მაგრამ 16 მილიონამდე მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ასვლა რომ გაუჭირდება, თქმა არ უნდა.


скачать dle 11.3