კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვუდსი ისევ შარშია

ტაიგერ ვუდსი ხომ გახსოვთ, ხელი შვიდმა ქალმა რომ დაადო – ჩვენთან დაძვრებოდაო და სანიმუშო მეოჯახედ ცნობილ მეგოლფეს სახელი რომ გაუტყდა და ოჯახი დაენგრა?! განქორწინება ვუდსს ნახევარ მილიარდ დოლარამდე დაუჯდა, მაგრამ მასზე ფულის კეთება კიდევ ერთმა ქალმა გადაწყვიტა: ვინმე დევონ ჯეიმსი ამტკიცებს, ვუდსთან არა მარტო ურთიერთობა მქონდა, არამედ, მასთან სექსის დროს გადაღებული ვიდეოც მაქვს და მსურველებს მივყიდიო. პარალელურად, მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამტკიცებს, ჩემი 9 წლის შვილის მამა სწორედ რომ ტაიგერიაო.

პირველ ყოვლისა, იმას გეტყვით, რომ სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბავშვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებაზე უარი თქვა; მეორე რიგში კი, იმას, რომ ვუდსმა ხმამაღლა გამოაცხადა, ამ ქალს საერთოდ არ ვიცნობ და, შეუძლია, რაც უნდა, ის ქნას, არანაირი ვიდეო მასთან გადაღებული არ მაქვსო.

როგორც ჩანს, დევონი, უბრალოდ, ყურადღების მიქცევას ცდილობს, რადგან ვუდსის შემდეგ თავად ქალის დედამ თქვა, ჩემი შვილი, ცოტა არ იყოს, იტყუება, მე ზუსტად ვიცი, რომ ტაიგერი მხოლოდ ტელევიზორში ჰყავს ნანახიო. ისე, სამგანზომილებიანი ტელევიზორიდან სექსიც თუ შეიძლებოდა, მართლა არ მეგონა.


скачать dle 11.3