კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საფეხბურთო სერიალი

ლარისა რიკელმე პარაგვაელი მოდელია და, გარდა იმისა, რომ პოდიუმზე დანარნარებს, ფულს საპნის ოპერებში მონაწილეობითაც შოულობს. ახლა მექსიკელმა პროდიუსერებმა ერთი ავანტიურული სერიალი ჩაიფიქრეს, რომლის მონაწილეებიც არაპროფესიონალი მსახიობები, მაგრამ ცნობილი სახეები იქნებიან. სერიალის მთავარი გმირების როლებს კი ლარისა და მექსიკური ფეხბურთის ლეგენდა – კვატემირ ბლანკო შეასრულებენ და, სცენარის მიხედვით, ბლანკომ და რიკელმემ ერთმანეთს ვნებიანად უნდა აკოცონ. ამბობენ, ფეხბურთელი ამაზე ძალიან ნერვიულობს – შეიძლება, ისე შემრცხვეს საჯაროდ კოცნა, გავწითლდეო. სამაგიეროდ, ლარისაა ძალიან მშვიდად.

„ბლანკო არ იქნება პირველი და, იმედია, არც უკანასკნელი ფეხბურთელი, რომლისთვისაც მიკოცნია. ზოგადად, ფეხბურთელები საუცხოო საყვარლები არიან, ოღონდ, ეს რომ იგრძნო, მათთან ურთიერთობა ვარჯიშამდე უნდა გქონდეს, თორემ, ვარჯიშის შემდეგ არაფრის თავი არ აქვთ“, – განაცხადა ლარისამ.

ცნობისთვის, ეს ქალი დიეგო ფორლანის, ხულიო კრუზისა და ერთი კვირით ლიონელ მესის სიყვარულისა თუ ვარჯიშის ობიექტი იყო.


скачать dle 11.3