კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოიწესრიგეთ ძილი, ჩაიტარეთ ფსიქოთერაპიის „კურსები“ და... იცინეთ ხმამაღლა

როგორ გულმოდგინედაც უნდა უვლიდეთ თავს, როგორ ძვირფას და ხარისხიან საკვებსაც უნდა მიირთმევდეთ, თქვენმა სახის კანმა, შესაძლოა, მაინც „წითელი“ აგინთოთ: მოდუნდეს, ფერი დაკარგოს, წვრილი ნაოჭებით დაიფაროს... ერთი სიტყვით, პროტესტი გამოგიცხადოთ.

„კი მაგრამ, რატომ? – გაგიკვირდებათ თქვენ, – მე ხომ საუკეთესო კრემებსაც ვისვამ, სპა-სალონებშიც დავდივარ და ჯანმრთელი პროდუქტებითაც ვიკვებები?“

რატომ და, იმიტომ, რომ თქვენს ორგანიზმს და, შესაბამისად, კანსაც აშკარად აკლია ძილი და, კიდევ... დადებითი ემოციები, თუნდაც ძალიან წვრილმანი.

მეცნიერებმა კარგა ხანია, დაადგინეს, რომ ნორმალური ადამიანისთვის ენერგიის სრულად აღსადგენად და სიმხნევისთვის, დღე-ღამის განმავლობაში საჭიროა საშუალოდ 8 საათი ძილი. თქვენ კი, როგორ იქცევით? გარდა იმისა, რომ სამსახურში იღლებით და არც სახლში გიწევთ გულხელდაკრეფილი ჯდომა, იმის ნაცვლად, რომ შეძლებისდაგვარად ადრე დაწვეთ და დაასვენოთ თვალები, გონება, ემოციები და, საერთოდ, მთელი ორგანიზმი, ლამის გამთენიამდე უყურებთ რაღაც სულელურ გადაცემას, ან, ზიხართ ჭიქა ყავასთან (შუაღამისას!) მეზობელ ქალებთან ერთად, ან, სულაც, სამზარეულოში ხეხავთ ქვაბებსა და ტაფებს (რაც დღისით ვერ მოასწარით). არადა, ხვალ ისევ ისეთი დამქანცავი დღე გელით, როგორიც იყო დღეს, გუშინ, გუშინწინ... სიმართლე თუ გინდათ, იცოდეთ, ერთფეროვნება, მეტად თუ არა, ფიზიკურ შრომაზე ნაკლებად ნამდვილად არ მოქმედებს ადამიანზე: ღლის, ადუნებს, ინდიფერენტულს, ან, პირიქით – ყველასა და ყველაფრის მიმართ გაღიზიანებულს ხდის. არადა, ხანდახან როგორ გვინდა ხოლმე, როგორც იტყვიან, ყველა საქმე ჯანდაბაში გავუშვათ და თუნდაც ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც შევახსენოთ თავს, რომ აუცილებელია დადებითი ემოციები, თუნდაც ძალიან მცირე დოზებით; რომ აუცილებელია ხანდახან, შუადღეზე ერთი საათით წათვლემა, რათა ასე უმოწყალოდ დახარჯული ენერგიის რაღაც ნაწილი მაინც აღვიდგინოთ, თუნდაც იმიტომ, მერე ის ავადსახსენებელი ქვაბები და ტაფები უფრო ენერგიულად გავხეხოთ...



მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მათ, ვისაც ქმარი (ან – მეგობარი) თავზე არ აყრის დოლარებს, ვისაც არ ჰყავს მძღოლი და მოსამსახურე, ვისაც მხრებზე აწევს ოჯახისა თუ ახლობლების მოვლა და რჩენა, ვისაც მკაცრი და მძიმე რეჟიმის სამსახური აქვს, მაგრამ, აუცილებლად სჭირდება ძალების აღდგენა, ვურჩევთ, შეძლებისდაგვარად, დაარეგულიროს დღის რეჟიმი და შეეცადოს, დღის განმავლობაში, სასურველია, სამსახურის შემდეგ, აუცილებლად „მიუძღვნას“ საკუთარ თავს ერთი საათი მაინც: წამოწვეს, ტელეფონით ესაუბროს იმ ადამიანს, ვისი ხმის გაგონებაც სიამოვნებს, უყუროს მხიარულ გადაცემას. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ იმ ერთ საათს დაიძინებთ და ეს ხშირად (ყოველდღე თუ არა) მოხდება, თქვენი სახის კანი თანდათან დაიბრუნებს სიმკვრივეს, ფერს, ელასტიკურობას.

რაც შეეხება წვრილმან დადებით ემოციებს, რომლებიც მხოლოდ თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ: გასაგებია, რომ არ გაქვთ იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ თავი ძვირფასი ნივთებით გაინებივროთ, მაგრამ თვეში ერთხელ სალონში (თუნდაც იაფიანში) წასვლა, კოსმეტიკის (თუნდაც არაძვირფასის) შეძენა ან უახლოეს მეგობრებთან ერთად კაფეში შესვლა (თუნდაც ნაკლებად პრესტიჟულში) ხომ შეგიძლიათ?! ბოლოს და ბოლოს, ჩამოურეკეთ თქვენს დაქალებს, შეიკრიბეთ ერთ-ერთთან, გაიხსენეთ ყველაზე ბედნიერი დღეები და წუთები და იცინეთ, რაც შეგიძლიათ ხმამაღლა – ეს ყველაზე უკეთ და სწრაფად აღგიდგენთ დახარჯულ ენერგიას და გაგიძლიერებთ სიცოცხლის ხალისს.


скачать dle 11.3