კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ჩემს ქმარს C ჰეპატიტი აქვს, რომელი პერიოდია ჩასახვისთვის უსაფრთხო და როგორ დავიცვა თავი, მეც რომ არ გადმომედოს?

პასუხი: C ჰეპატიტის ვირუსი უმეტესად დაავადებულის სისხლთან კონტაქტისას გადაეცემა. ინფიცირება შეიძლება მოხდეს ოპერაციის, ორგანოს გადანერგვის, სქესობრივი კავშირის დროს. ჩასახვისას მამისგან შვილს დაავადება არ გადაეცემა, მაგრამ დაუცველი სქესობრივი კავშირისას, არსებობს დედის ინფიცირების ალბათობა. უმჯობესია, თქვენმა მეუღლემ ჯერ მკურნალობა ჩაიტაროს, ბავშვის ყოლაზე კი მხოლოდ მკურნალი ექიმის ნებართვის შემდეგ იფიქრეთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ღამის ოფლიანობა ჭარბი წონის ბრალი იყოს? ვარ 54 წლის.

პასუხი: ოფლიანობა სიმსუქნის თანამდევი სიმპტომია, თუმცა ეს არ გამორიცხავს დარღვევებს სხვა ორგანოთა მხრივ. წონის სიჭარბე თავად იწვევს მრავალ დარღვევას გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ნერვული, ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. წონის მომატება 50 წლის შემდეგ, ჯანმრთელობისთვის ძალზე სახიფათოა. გირჩევთ, ყურადღებით მოეკიდოთ თქვენი ორგანიზმის ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებას.

კითხვა: ვარ 42 წლის ქალი. მარცხენა ფეხის ცერა თითის წვერი მუდმივად მაქვს დაბუჟებული. გარეგნულად არაფერი მეტყობა, რა უნდა იყოს მიზეზი და რას მირჩევდით?

პასუხი: ამ სიმპტომის მიზეზი შეიძლება, ძვლოვანი წანაზარდი ან სისხლძარღვების ლოკალური დაზიანება იყოს. ურიგო არ იქნება ნევროლოგისა და ანგიოლოგის კონსულტაცია.

კითხვა: ორი წელია, გათხოვილი ვარ და შვილი არ მყავს. ვიმკურნალე. ბოლოს ექიმმა ციკლის მოსაწესრიგებლად, ნორკოლუტი დამინიშნა. სამი თვის შემდეგ მიღება შევწყვიტე. ორი თვის შემდეგ ციკლი ისევ დამერღვა. შეიძლება თუ არა, ექიმის გარეშე გავაგრძელო პრეპარატის მიღება? უშლის თუ არა ეს ხელს ორსულობას და აუცილებელი თუა კონტრაცეპტივის გამოყენება? მაინტერესებს მიღების ხანგრძლივობა.

პასუხი: ნორკოლუტი ჰორმონული პრეპარატია. მისი მიღება მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში და მხოლოდ ექიმის მითითებით არის ნებადართული. მკურნალობის კურსი 6 თვეა. ასეთი პრეპარატებით მკურნალობის კურსის თვითნებური შეწყვეტა და განახლება დაუშვებელია. ბუნებრივია, რომ წამლის მიუღებლობას ასეთი შედეგი მოჰყვა. ამ ჯგუფის პრეპარატები ორსულობის განვითარებას ხელს არ უშლის. ყველა თქვენს შეკითხვას მკურნალი გინეკოლოგი უკეთ გასცემს პასუხს. გირჩევთ, აუცილებლად მიმართოთ მას.

კითხვა: მუდმივად მაქვს თავის ტკივილები, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ქრონიკული თავის ტკივილი ნევროლოგიური ან სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისთვის არის დამახასიათებელი. თუ თავის ტკივილი გახანგრძლივდა, აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა. ამისთვის საჭიროა, ჯერ სამედიცინო გამოკვლევა (სისხლის საერთო ანალიზი, თერაპევტის, ნევროლოგისა და ოკულისტის კონსულტაცია) და თუ საჭირო იქნება, ექიმი დანიშნავს დამატებით კვლევას.

კითხვა: ვარ 7 კვირის ორსული. მაწუხებს მუცლის შებერილობა და გაზები. ორსულობამდე ასე არ ვყოფილვარ.

პასუხი: მეტეორიზმი ორსულობისას ჩვეულებრივი მოვლენაა და არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს. ამ მდგომარეობაში უსაფრთხოა ნახშირის აბები, აგრეთვე – ესპუმიზანი.

კითხვა: ჩემს დას ექოსკოპიურ გამოკვლევაზე უთხრეს, რომ ნაყოფი სიცოცხლისუუნაროა და საჭიროა აბორტის გაკეთება. უკვე 10 კვირის ორსულია, შეიძლება თუ არა აბორტის გაკეთება ორსულობის ამ ვადაზე და საშიშია თუ არა ის?

პასუხი: აბორტის გაკეთება ნარკოზით შესაძლებელია და დედის ორგანიზმს ამით სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ რადგანაც საფრთხე ნაყოფის სიცოცხლეს ეხება, გირჩევთ, ეს საკითხი ექიმ-გინეკოლოგის კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტოთ.

კითხვა: იქნებ რამე მირჩიოთ, ვარ ძალიან თმიანი, ხელებზე და ფეხებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ტანზეც საკმაოდ მაქვს თმა, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. იქნებ არსებობს საშუალება, რომლის წასმის შედეგადაც თმა თავისით დაიწყებს ცვენას? ვარ 15 წლის გოგონა.

პასუხი: თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს. ასეთი თმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბად გამოყოფასთან და ქალური ჰორმონების დეფიციტთანაა დაკავშირებული. მკურნალობა ეპილაციის საშუალებით შეუძლებელია, ვიდრე არ მოწესრიგდება ჰორმონული ბალანსი ორგანიზმში, თმიანობა არ მოიკლებს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3