კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს


კითხვა: როგორ შევხვდეთ ჩვენი მისამართით ნათქვამ ცილისწამებას?

პასუხი: როდესაც ჩვენი მისამართით ნათქვამ ცილისწამებას გავიგონებთ, ამაზე არ უნდა გვქონდეს მწვავე რეაქცია. შესაძლოა, ეს უფლის დაშვებითაც ხდებოდეს, იმისთვის რომ ჩვენი მოთმინება გამოსცადოს. მოიკრიფეთ ნებისყოფა და ილოცეთ თქვენი ცილისმწამებლისთვის, რათა ღმერთმა მისცეს მას მადლი, გაუნათოს გონება და თქვენზე მართალი სიტყვა ათქმევინოს.

კითხვა: ამა თუ იმ ლოცვაში და ფსალმუნებში იხსენიებიან მტრები. ვინ იგულისხმება მათში?

პასუხი: მათში უნდა ვიგულისხმოთ უხილავი მტრები, ბოროტი სულები, რომლებიც ცოდვებისკენ გვიბიძგებენ.

კითხვა: შეიწირავს უფალი, თუკი უგულისყუროდ ვილოცებთ და მეტანიასაც მექანიკურად შევასრულებთ?

პასუხი: უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი მეტანიის შესრულება და ლოცვის წაკითხვა კი არ არის, არამედ უფლის წინაშე გონებისა და გულის ამაღლება. შესაძლოა, ყველაფერი წაიკითხო, რაც დაწერილია და მეტანიაც შეასრულო, მაგრამ უფალი სულაც არ გახსოვდეს, ან ნაჩქარევად, დაფანტული აზრითა და გონებით აღასრულო ყოველივე. ამგვარი საქციელი ცოდვაა და შეუფერებელია ქრისტიანისთვის.

კითხვა: საქმეში ჩემმა პარტნიორმა დაიფიცა შვილი, რომ არ მომატყუებდა, თუმცა მომატყუა. როდესაც ფიცი შევახსენე, მითხრა, შენ მაიძულე დაფიცება და ეს ცოდვაც შენ მოგეკითხებაო. ძალიან შევწუხდი, მართლა მე ხომ არ ჩავიდინე ცოდვა?

პასუხი: წმიდა წერილის მიხედვით, ადამიანმა არ უნდა დაიფიცოს. ის უნდა იყოს ისეთი პირნათელი, რომ მისი „ჰო“ ჰო იყოს და „არა“ არა. რაც შეეხება თქვენს შემთხვევას, ბავშვის დაფიცება, უპირველესად მისმა მშობელმა უნდა მოინანიოს. ხოლო თუ მართლაც თქვენ აიძულეთ, გირჩევთ, აღსარებაში მოინანიოთ ეს საქციელი. ეკლესიაში სპეციალურად იკითხება ლოცვები ფიცით შეკრულთათვის.

კითხვა: ჩამეთვლება თუ არა ცოდვად, თუკი კანონს მივმართავ, როდესაც მეზობელი შეურაცხყოფას მაყენებს და მავიწროებს?

პასუხი: ეკლესია საერო ხელისუფლების კანონმდებლობისადმი მორჩილებას არ კრძალავს. თუ ვინმე გაზიანებთ და გვნებთ, მიმართეთ კანონს. თუმცა, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, კიდევ ერთხელ გამოიჩინეთ კაცთმოყვარეობა და გაესაუბრეთ მას, სცადეთ, დაანახვოთ სიმართლე, იყავით მომთმენი და კეთილი. ასეთ დროს შესაძლოა, ადამიანს გონება გაუნათდეს და მიხვდეს, რომ შეცდა.


скачать dle 11.3