კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში





ადამიანთა ისტორია

ერთმა აღმოსავლელმა მბრძანებელმა, როგორც კი ტახტზე ავიდა და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, გადაწყვიტა, სახელი იმით გაეთქვა, რომ ადამიანებისთვის მთელი კაცობრიობის, უფრო სწორად, მათივე ისტორიის შესახებ დაწვრილებით მოეთხრო. მან მასავით ახალგაზრდა ვეზირს უბრძანა, ათასი ყველაზე ცნობილი და ბრძენი ისტორიკოსი შეეკრიბა და მოხსენების მომზადება დაევალებინა. ოცი წლის შემდეგ ქარავანი მოვიდა – ორას აქლემს კაცობრიობის ვრცელი ისტორიის მრავალტომიანი კრებული მოჰქონდა. მბრძანებელი აღშფოთდა, რადგან ამდენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ წაიკითხავდა, მით უმეტეს, ხალხს ვერ მოუყვებოდა. ამიტომ, ისტორიის შემოკლება ბრძანა. ოცი წლის შემდეგ მის სასახლეს ქარავანი მიუახლოვდა – ამჯერად ორმოცდაათ აქლემს სქელტანიანი წიგნების ტომები მოჰქონდა. მბრძანებელი ისევ აღშფოთდა, რადგან სიცოცხლის ბოლომდე ბევრი არ დარჩენოდა და ამდენი წიგნის წაკითხვასა და ხალხისთვის მოყოლას ნამდვილად ვერ მოასწრებდა. ამიტომ კვლავ ბრძანა ისტორიის შემოკლება. თხუთმეტი წლის შემდეგ, როდესაც მომაკვდავი მბრძანებლის დღეები დათვლილი იყო და იმ ქვეყნის ყველა მცხოვრები მისი მემკვიდრის ტახტზე ასვლას ზეიმობდა, სასახლის ჭიშკარს ჯორი მიუახლოვდა – მას ზურგით სქელტანიანი წიგნი მოჰქონდა. მოხუცი, რომელსაც ჯორი აღვირით მოჰყავდა, ის ახალგაზრდა ვეზირი იყო, მბრძანებელმა ისტორიკოსების შეკრება და ისტორიის დაწერა რომ დაავალა. ნახევრად ბრმა მომაკვდავმა მბრძანებელმა ვეზირის მასთან მიყვანა ბრძანა. მოხუცი ვეზირი მბრძანებლისკენ დაიხარა და მან ჰკიხთა: „ახლა მაინც მითხარი, რა არის კაცობრიობის მთელი ისტორია? თუ ამას ხალხს ვერ ვეტყვი, მე მაინც მეცოდინება...“ ვეზირმა უპასუხა: „ისინი იბადებოდნენ, იტანჯებოდნენ და კვდებოდნენ...“

ექვსი პური

ერთი კაცი ყოველდღე ექვს პურს ყიდულობდა და ყოველთვის, დარსა თუ ავდარში, პურის საყიდლად ბაზარში მიდიოდა. ერთხელ მეგობარმა ჰკითხა:

– მითხარი, ეს პური სად მიგაქვს, ყოველდღე რომ ყიდულობ? შენ ხომ ამდენს ვერ შეჭამ?

კაცმა უთხრა:

– სიამოვნებით გიპასუხებ! ერთი ჩემთვის მინდა, ერთი – გადასაგდებად, ორი – უკან დასაბრუნებლად და ორიც გასასესხებლად მჭირდება.

ეს პასუხი რომ მოისმინა, მეგობარმა მხრები აიჩეჩა და უთხრა:

– შენი ნათქვამიდან ვერაფერი გავიგე, გარკვევით ამიხსენი.

მაშინ ექვსი პურის მყიდველმა უპასუხა:

– ერთი პური ჩემია, გადაგდებული – სიდედრისა, უკან დაბრუნებული – ჩემი მშობლებისა, გასასესხებელი კი ჩემი ვაჟების.


скачать dle 11.3