კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარკ ჯაკობსმა აქცენტი წინდებიან ქალებზე გააკეთა


ნებისმიერ კარგად ჩამცმელ ქართველს ეს კოლექცია „ჯორჯიან” ან „თბილისი ფეშენ ვიქზე” რომ ენახა – ეროვნული ბრენდის სახელით, მინიმუმ, ერთი კვირა მაინც ილაპარაკებდა, ამას რა ჩამაცმევს, ეს ქართველები წინ ვერ წავიდნენ და გემოვნება ვერ დაეხვეწათო. მაგრამ, რადგან ეს მარკ ჯაკობსია, ალბათ, ყველა გაჩუმდება. თუმცა, ერთი რამ ფაქტია, როგორი სამოსიც არ უნდა შექმნას მარკ ჯაკობსმა, ჯერ ერთი, ძალიან დიდი დამსახურება აქვს მოდის სფეროში და ყოველი მისი ახალი ნააზრევი, განხილვას მაინც იმსახურებს და მეორე – ისეთი ქსოვილებითაა კოლექცია შექმნილი, აბსოლუტურად უფორმოც რომ ყოფილიყო, ნებისმიერი გემოვნების ქალბატონი „რამენაირად” მაინც მოიხდენდა.

ნიჭიერ დიზაინერს, რომლის კოლექციებიც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებს, წელს მოდის კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა კალმისა თუ ნოუთბუქის სიმწარე აგემეს. პირველივე ანსამბლებიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ პოდიუმზე დიდი ხნის წინ გაყვითლებულ, ხის ჩარჩოში ჩასმული ქალბატონების ფოტოებს ვათვალიერებდით. ქაღალდი ჩარჩოში იცვლებოდა და ერთმანეთის მიყოლებით ორმოცდათექვსმეტი კადრი ვნახეთ.

პირველი მოდელი პოდიუმზე ფრედერიკ სანჩესის ცნობილი საუნდთრეკის „სამვეა ოვერ ზი რეინბოუს“ ფონზე გამოვიდა, რომელიც სიმართლე გითხრათ, მართლა ჰგავდა – გოგონას ცისარტყელას მიღმა. თავიდან ბოლომდე ნაცრისფერებში გამოწყობილი მოდელი, ცისარტყელას შვიდ ფერს ნამდვილად არ მოგაგონებდათ, რომ არა ეს სიმღერა. რუხი, თხლად ნაქსოვი ბლუზა, ტვიდის ასევე ნაცრისფერი ქვედაკაბა, თხელი წინდები და გაშეშებული ფეხი ფეხსაცმელში, რომელიც ნიანგის ქვედა ყბას ჰგავდა მოყვანილობით, – ეს ყველაფერი მარკ ჯაკობსის ძველ თაყვანისმცემლებსა და მათ, ვინც მის შემოქმედებას სისტემატურად ადევნებს თვალს, „დე ჟა ვუს” ასოციაციას უფრო აღუძრავდა, ვიდრე სიახლისგან მიღებულ შოკს. კარგად რომ დავაკვირდეთ, შემოდგომა-ზამთრის 2010-2011 წლის კოლექციაში დიზაინერმა იმ სხვადასხვა ელემენტს მოუყარა ერთად თავი, რომელიც უკანასკნელი ორი დეკადის განმავლობაში მის რეპერტუარში იყო გაფანტული. ისიც კი დაიწერა, რომ ჯაკობსის ფანტაზია დაიშრიტა, რომ ის ახალს ვეღარაფერს იგონებს და ძველის გადამღერებით მაინც ჯიუტად ცდილობს, არავინ შეიმატოს ისეთი, სიახლეებს რომ შეიტანს მის სამოსში. მან თითქოს ახლებურად ითამაშა პროპორციებში, ცვლილებები განახორციელა მხოლოდ ღილების დონეზე და მთავარში მაინც საკუთარი თავის ერთგული დარჩა – ტკბილი, რომანტიკული განწყობა და ფერთა პალიტრა – ნატურალური, მშვიდი პასტელის ფერების გამა.

ამ კოლექციაში ნახავდით ყველაფერს – სხვადასხვა ზომისა და ფორმის სვიტერებს, „პენუარის“ მსგავს თხელ კაბებსა და მოსაცმელებს, მაღალი ხარისხის, მონღოლური ცხვრის ბეწვით საყელოსა და სახელოებზე, სუფთა პლასტიკის ფრენჩებსა და ზამშეს თბილ მოსაცმელებს ასევე ბეწვით გაფორმებულს, „ხავერდის” კაბებს, უელსის პრინცის საყვარელ მამაკაცურ სამეულებს (შარვალი, პიჯაკი, ჟილეტი) და სამოცდაათიანი წლების უხეშ ტრიკოტაჟის კაბებს.

„ალბათ, ძალიან სასიამოვნოა, გონებისა და გემოვნების „რეფრეშს” ახდენს იმის ნახვა, რაც სულაც არ ცდილობს განახლებას”, – თქვა მარკ ჯაკობსმა ჩვენების შემდეგ, – „ახლა იმდენად გადაერთო ყველა ახალზე, რომ უმჯობესია, ცოტა ხანს ამისგან დავისვენოთ”. ამის შემდეგ შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ჯაკობსმა უბრალოდ მარტივი გზა აირჩია ამ სეზონზე. შესთავაზა ქალებს ის, რასაც ჩვენ აუცილებლად ჩავიცმევთ.


скачать dle 11.3