კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლოტო 6/36 – ჯეკპოტის მოგების უპრეცედენტო შანსი





„საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ 2010 წლის 1 ოქტომბრიდან „ლოტოს“ თამაშის ახალი მატრიცა შემოგვთავაზა და შეამცირა გასათამაშებელი რიცხვების რაოდენობა. თავდაპირველად, მომხმარებელს 49 რიცხვიდან უნდა შეერჩია 6 ძირითადი რიცხვი, დაემთხვია ლოტოტრონის მიერ გამოვლენილი რიცხვებისთვის, რათა მოეგო ჯეკპოტი და სხვა საპრიზო კატეგორიები. 1 ოქტომბრიდან კი მომხმარებელმა 6 ძირითადი რიცხვი მხოლოდ 36-დან უნდა შეარჩიოს, რაც ნამდვილად ზრდის როგორც ჯეკპოტის, ასევე სხვა დანარჩენ საპრიზო კატეგორიებში ფულადი პრიზების მოგების შესაძლებლობას. როგორც „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ეს არის ახალი მატრიცა და მომხმარებელს თამაშის სრულიად ახალ პრინციპებს სთავაზობს. „თბილისელები“ დაინტერესდა: უფრო დეტალურად გაერკვია, თუ რა შეიცვალა და რატომ იქნება მომხმარებელი უფრო მოგებული. გთავაზობთ ინტერვიუს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ოპერაციების აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ ავთანდილ წერეთელთან:

– ბატონო ავთანდილ, თუ შეიძლება, უფრო დეტალურად გვითხარით, რამ განაპირობა ახალი, 6/36 მატრიცის შემოღება ლოტოს გათამაშებაში?

– დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. აღნიშნული ცვლილება დამყარებულია „საქართველოს ლატარიის“ კომპანიის მისიასა და ფილოსოფიაზე, რაც უფრო მეტი გამარჯვებულისა და, რა თქმა უნდა, ჯეკპოტის მოგებულის გამოვლენასც გულისხმობს. ახალი მატრიცა, რაც გულისხმობს 6 ძირითადი რიცხვის შერჩევას, ახლა უკვე 36-დან ზუსტად ზემოაღნიშნულ მისიას ამყარებს და უკვე შედეგიც სახეზეა. 1 ოქტომბრის შემდეგ ჯერ ორი გათამაშება გვქონდა და გამარჯვებულთა რაოდენობამ 3 000-ს მიაღწია. დამეთანხმებით, ეს მნიშვნელოვანი რაოდენობაა ორი გათამაშებისთვის. აგრეთვე, საგრძნობლად გაიზარდა ჯეკპოტის მოგების შანსი და, გვჯერა, რომ პირველი საპრიზო კატეგორიის – ჯეკპოტის გამარჯვებულებიც მალე გვეყოლება.

– ბატონო ავთანდილ, „საქართველოს ლატარიის კომპანია“, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იყენებს და იზიარებს საერთაშორისო გამოცდილებას და ნერგავს ანალოგიური თამაშის პრინციპებს. ამ შემთხვევაშიც გაიზიარეთ უცხოეთის ქვეყნების გამოცდილება?

– რასაკვირველია, „ლოტო 6/49-დანაც“ საკმაოდ პოპულარული მატრიცაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა იყენებს, მაგრამ ჩვენმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ 6/36 უფრო მორგებულია საქართველოს ბაზრისთვის, უპირველესად მისი სიდიდის გათვალისწინებით. ამ სიახლისთვის კომპანია საკმაოდ დიდხანს ემზადებოდა და, ჩვენი უცხოელი კონსულტანტების დახმარებითა და ბაზრის ღრმა კვლევის შედეგად, მოსახლეობას შევთავაზეთ ასევე საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების მქონე მატრიცა – 6/36.

– ბატონო ავთანდილ, 6/49-ის შემთხვევაში, ჩვენ გვახსოვს, რომ მაღალი იყო მოგება მეორე და მესამე საპრიზო კატეგორიებში. ახალი მატრიცის პირობებში ამ კატეგორიებში საპრიზო ფონდმა იკლო. რამ განაპირობა ეს ცვლილება?

– გეთანხმებით, წინა მატრიცის პირობებში შედარებით მაღალი იყო მოგებული თანხა სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში, თუმცა, ბოლო გათამაშებების შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულების რაოდენობა ვერანაირად შეედრება ძველი მატრიცის პირობებში არსებულ რიცხვს. აგრეთვე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ, მოგებულთა რაოდენობის გაზრდის პარალელურად, საგრძნობლად გაიზარდა პირველი პრიზის – ჯეკპოტის მოგების შესაძლებლობა, რაც ნამდვილად არის ცხოვრების შეცვლის რეალური შანსი. 6/36-ის პირობებში ჩვენ გვეყოლება უფრო მეტი გამარჯვებული, რომლებზეც საპრიზო კატეგორიების მიხედვით გადანაწილდება მთლიანი ფონდი. მოგებული თანხა, ყველა საპრიზო კატეგორიაზე, იქნება ცვლადი რიცხვი თითოეული გათამაშების შედეგად.

– თქვენ აღნიშნეთ საპრიზო კატეგორიები და საპრიზო ფონდის ამ კატეგორიებზე გადანაწილება. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, როგორ ხდება ეს პროცესი?

– საპრიზო ფონდი განსხვავებულია თითოეული გათამაშებისთვის. ჯეკპოტიც საპრიზო ფონდის ნაწილია, მაგრამ ის მუდამ მზარდია, გამარჯვებულის გამოვლენამდე. დანარჩენი 5 საპრიზო კატეგორიისთვის შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო და გამოაცხადო ის თანხა, რომელიც დაგროვდება კონკრეტული გათამაშებისთვის. როგორც კი ლოტოტრონი გამოავლენს გამარჯვებულ რიცხვებს, ჩვენი მონაცემთა ბაზა ითვლის იმ ბილეთების რაოდენობას, რომლებზეც დაემთხვა მოგებული რიცხვები და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა თანაბრად ნაწილდება თითოეულ გამარჯვებულ ბილეთზე, საპრიზო კატეგორიების მიხედვით. თითოეულ გათამაშებას ესწრებიან კომისიის დამოუკიდებელი წევრები და გათამაშების დასრულებისას დგება სპეციალური ოქმი. აღნიშნული ოქმი და აგრეთვე ყველა სხვა ფინანსური დოკუმენტაცია, გამარჯვებულების მიერ წარდგენილი მოგებახვედრილი ბილეთების ჩათვლით, იგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, რადგან ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.


скачать dle 11.3