კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ჯორჯიან ფეშენ-ვიქის„ დეტალები უკვე ცნობილია

4 ოქტომბერს „თბილისი მარიოტში“ „ფეშენ გრუპმა“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა სრული შემადგენლობით გაგვაცნეს, რა მოხდება უკვე კარგად დაგეგმილ და გაწერილ 22-25 ოქტომბერს. კვირეულის გახსნა მეტეხის ხიდზე „ავთანდილის“ ახალი კოლექციით მოხდება, რომელიც, როგორც კულისებიდან გავიგეთ, დაუვიწყარი იქნება. დანარჩენი 16 ქართველისა და 4 უცხოელი დიზაინერის ჩვენება რუსთაველის თეატრსა და საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართება. უცხოელი დიზაინერებიდან „ჯორჯიან ფეშენ-ვიქზე“ მონაწილეობას მიიღებენ ძალიან ცნობილი გასპარ იურკიევიჩი, მოდის სახლები „ალაბ მილანო“ და „ლილია პუსტოვიტი“. ჩვენი კითხვა, რეალურია თუ არა მოდის კვირეულზე, სტუმრის სტატუსით მაინც, მოდის გენიის ჰუსეინ ჩალაიანის ნახვა-მეთქი, ორგანიზატორებმა ბურუსით მოცული დატოვეს. „მოდი, რაღაცეები სიურპრიზად დავტოვოთ“, – ასეთი იყო პასუხი. ალბათ, ჩალაიანის ვიზიტი იქნება ყველაზე დიდი მოვლენა ქართული მოდის ისტორიაში. კვირეულს გააშუქებენ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა „ვოგი“, „ოფისი L“ და სხვა. საქართველოს ეწვევა ცნობილი მოდური ქალბატონი, სტილისტი ქეთრინ ბაბა და საფრანგეთის პრეტ-ა-პორტეს ფედერაციის პრეზიდენტი ჟან-პიერ მოშო. ვნახოთ, როგორი იქნება მეორე „ჯორჯიან ფეშენ-ვიქი“ თბილისში. იმედი გვაქვს, მოდური ცეცხლი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში გაზაფხულზე დაინთო, კიდევ დიდხანს არ ჩაქრება.


скачать dle 11.3