კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იბრძვის ბაჩო ქაჯაია წესების დაცვით და რაზე თქვა მან უარი მიზნის მისაღწევად

ყველასათვის საყვარელი სერიალის – „შუა ქალაქის“ ასევე საყვარელი გმირი, ლაშა ტორონჯაძე, რეალურ ცხოვრებაში პასიური და ზანტი ადამიანი სულაც არ არის. შეიძლება, ლაშა ზარმაცია, მაგრამ, ბაჩო ქაჯაიაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან მას საკმაოდ აქტიური ცხოვრების სტილი აქვს და ყოველთვის ცდილობს, თავისი ძვირფასი დრო ნაყოფიერად დახარჯოს.



– როგორია ბაჩო ქაჯაიას ცხოვრების სტილი?

– ჩემი ცხოვრების რიტმითა და სტილით კმაყოფილი ვარ. მიყვარს აქტიური ცხოვრება, ძალიან არ მიყვარს სახლში უსაქმოდ ჯდომა. თავისუფალი დრო რომ გამომიჩნდება, თავს უჩვეულო მდგომარეობაში და უცხო ამპლუაში ვგრძნობ.

– პასიურ ადამიანებთან თუ შეგიძლია მეგობრობა და ურთიერთობა?

– როგორ არ შემიძლია! მყავს მეგობრები, რომლებიც ისეთი დატვირთული გრაფიკით არ ცხოვრობენ, როგორც მე, თუმცა, მათაც სურთ, რომ აქტიურად ცხოვრობდნენ. ისეთი მეგობრებიც მყავს, რომლებსაც პასიური რიტმი ურჩევნიათ. ჩემს სამეგობრო წრეში ადამიანთა ყველანაირი კატეგორიაა თავმოყრილი.

– ადამიანის ამოცნობა შეგიძლია?

– ვფიქრობ, რომ შემიძლია. ალბათ, ხშირად გსმენიათ, მაგრამ, მაინც გავიმეორებ, მსახიობის პროფესიას რაღაც დონეზე კავშირი აქვს ფსიქოლოგიასთან. როცა სხვადასხვა ხასიათის მქონე ადამიანების განსახიერება გიწევს, რადიკალურად იცვლები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თითქმის ყველა ადამიანი ვიცი, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა. მართალია, თავიდან ბოლომდე ვერ მიხვდები, ვინ როგორია, რადგან, თვით ადამიანია ამოუცნობი, მაგრამ, დაახლოებით რაღაც ანალიზის გაკეთება შემიძლია.

– თავად თუ ხარ მარტივად ამოსაცნობი ადამიანი?

– მეტ-ნაკლებად, ალბათ, მეც ადვილად ამოსაცნობი ვარ. ვცდილობ, არ ვიყო მატყუარა, ურთიერთობებსა და საქმეში მართალი და პირდაპირი ვიყო.

– შენ კი არ გიყვარს ტყუილის თქმა, მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებიც ტყუილის გარეშე ვერ ცოცხლობენ. ყოველთვის ხვდები, როდის არის ადამიანი შენ მიმართ გულწრფელი?

– გააჩნია, ადამიანი რამდენად ნიჭიერია ტყუილის თქმაში. თუ ძალიან კარგად ახერხებს, მქონია შემთხვევა, რომ დამიჯერებია, მაგრამ, იშვიათად.

– დაბრკოლების შემთხვევაში, ხელს ჩაიქნევ და იმედს დაკარგავ თუ მაინც მიზანდასახულად მიიწევ წინ კონკრეტული მიზნისკენ?

– ხელის ჩაქნევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვფიქრობ, ყველა წინააღმდეგობა, რომელსაც წააწყდები, იმიტომ გხვდება წინ, რომ უნდა გადალახო და ყველანაირი ძალა მოიკრიბო ამისთვის. თავისთავად და მარტივად არაფერი არ მოდის, იქნება ეს ურთიერთობა, მატერიალური კეთილდღეობა თუ სხვა. ცხოვრება ბრძოლაა და უნდა იბრძოლო, ოღონდ, წესების დაცვით.

– ცხოვრების სლოგანი თუ გაქვს?

– ერთი კონკრეტული არა, მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ, მართალი ვიყო. თუ რაღაცაში შევცდი, ისიც აუცილებლად უნდა დავინახო. ვცდილობ, დიდი შეცდომა არასდროს დავუშვა, მაგრამ ამისგან არავინ არის დაზღვეული. ვცდილობ, ადამიანებთან არაფერი შემეშალოს, ამიტომ, ძალიან ბევრჯერ ვზომავ და მერე ერთხელ ვჭრი. ხომ ამბობენ, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო; მე, შეიძლება, ათასჯერ გავზომო, რაც ხანდახან მაბრკოლებს და გადაწყვეტილების მიღებისას, უფრო ზანტს მხდის.

– „შუა ქალაქის“ ახალ სეზონში, რომელსაც მაყურებელი სულმოუთქმელად ელის, ალბათ, ბევრი კარგი რამ მოხდება.

– კი, სიახლეები გვაქვს. ვფიქრობ, როგორც აქამდე, ისე ახლაც, არ ვუღალატებთ ჩვენს მაყურებელს და კარგ სერიებს შევთავაზებთ.

– თეატრში რა ხდება?

– ახმეტელის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება, აღდგენითი რეპეტიციები მიმდინარეობს. ვმუშაობთ და ვცდილობთ, ყველაფერი კარგად იყოს.

– ცოლისდა თუ გყავს?

– კი.

– ქვისლი?

– არა.

– ცოლისდასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– ძალიან კარგი.

– სერიალს რომ ადევნებს თვალს, ხომ არ ეცინება შენი და თამარის ურთიერთობაზე?

– რატომ არ უნდა ეცინებოდეს? არა მარტო ჩემი და თამარის, არამედ აბსოლუტურად ყველანაირ ურთიერთობაზე და „შუა ქალაქის“ ყველა პერსონაჟზე ეცინება – იუმორის გრძნობა კარგი აქვს.

– „შუა ქალაქი“ ისეა მაყურებლის ცხოვრებაში შემოჭრილი, რომ ხანდახან უცნობები ვერც გრძნობენ პირადად რომ არ გიცნობენ და ინსტინქტურად გესალმებიან ხოლმე.

– ასეთი ძალიან ბევრჯერ მომხდარა. ხან მეტყვიან, კინაღამ მოგესალმეო, ხან გაკვირვებული მიყურებენ – რატომ არ მესალმებაო. ხშირად ისე დაბნეული მომაცქერდებიან, მე ვასწრებ ხოლმე „გამარჯობის“ თქმას. მაგალითად, პატარა ბავშვების მშობლები მეუბნებიან, სანამ „შუა ქალაქში“ არ დასრულდება, ბავშვს ვერ ვაძინებ, მეორე დღეს კი სკოლაში წასასვლელად ადგომა უჭირს და, ცოტა ადრე რომ გადაიტანოთ ჩვენება, არ შეიძლებაო?

– ზაფხულის არდადეგების ნაწილი რაჭაში გაატარე. როგორ შეგხვდნენ რაჭველები?

– ძალიან კარგად დავისვენე და კარგი დრო გავატარე. რაჭველებს მოკითხვა ჟურნალი „თბილისელებიდან!“ მართლა ძალიან თბილი, ტკბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. თან, სიძე ვარ რაჭველების და განსაკუთრებით მცემდნენ პატივს. დავდიოდით სათევზაოდ, ქეიფით ხომ, ყოველდღე ვქეიფობდით, დღე არ ჩაგვიგდია.

– მერე, შენი დიეტა?

– 14 კილოგრამი მქონდა დაკლებული, მაგრამ, რაჭაში ცოტა მოვიმატე, რადგან ლობიანზე და ლორზე ვერ ვთქვი უარი. ახლა ვცდილობ, ისევ დავიკლო.

– საერთოდ, მამაკაცებს დიეტის დაცვა უჭირთ, შენ?

– ჩემთვისაც საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე. როცა დიეტაზე ხარ, ყველგან შენი საჭმელი უნდა ატარო, რაც ჩემთვის დამღლელი და არაკომფორტულია. დიეტის დაცვას ნებისყოფა ნამდვილად უნდა, თან, როცა მიჩვეული ხარ საკმარისზე მეტი გემრიელი საკვების ჭამას. მიუხედავად ამისა, როცა შედეგს ხედავ, სასიამოვნოა.

– ცხოვრებაში რაზე არ იტყვი არასდროს უარს?

– უარს ბევრ რამეზე ვერ ვიტყვი, მაგრამ, თუნდაც მაშინ, როცა მიზნად გახდომა დავისახე, ძალიან ბევრ რამეზე ვთქვი უარი. როცა დასვენების დღეებში მეგობრებთან ერთად წავსულვარ და სუფრასთან არ დამილევია, ეს ძალიან გაუგებარი და უჩვეულო იყო ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც. ჩემი აზრით, მთავარია, მიზანი დაისახო და აუცილებლად შეასრულებ.

– „შუა ქალაქმა“ ის გააკეთა, რომ დღეს ბაჩოს ნაცვლად ხშირად „ლაშას“ გეძახიან.

– ქუჩაში „ლაშას“ რომ იძახიან, მე ყოველთვის ვიხედები. ძალიან ბევრს უკვირს, როცა იგებენ, რომ ბაჩო მქვია. ადამიანი რომ გაგიცნობს, შეიძლება, პირველად შენი სახელი ვერ დაიმახსოვროს, მაგრამ, როცა სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ შეხვდები და მეექვსე დღეს ისევ „ლაშას“ დაგიძახებს... მაყურებლისთვის უფრო ის პერსონაჟებია მიღებული, რომლებსაც ტელევიზორში უყურებენ და ცხოვრებაში მას სხვანაირ ადამიანად ვეღარ აღიქვამენ. თეატრშიც მქონია ასეთი შემთხვევა. ახმეტელის თეატრში გვაქვს სპექტაკლი – „ცერკოვნი ბუნტი,“ სადაც საკმაოდ მრისხანე პოლკოვნიკს, ივანე პუზირევსკის ვთამაშობ, რომელსაც უამრავი ქართველი ჰყავს დახოცილი. სცენაზე რომ გამოვდიოდი, დარბაზიდან ჩურჩული მესმოდა – ლაშა, ლაშაო. საკმაოდ დიდხანს მიწევდა მაყურებლის „გადარწმუნება“, იმაში, რომ იმ წუთას მე ვიყავი არა ლაშა, არამედ, ვიღაც ბოროტი პოლკოვნიკი. მხოლოდ პირველი სცენის შემდეგ ხვდებოდნენ, რომ მე ლაშა არ ვიყავი.

– რეალურად როგორი ხარ, მართლაც ისეთი რბილი და დამყოლი ხასიათი გაქვს, როგორც მაყურებელს ჰგონია?

– დამყოლი ვარ, მაგრამ, არც ისე ადვილად, როგორც ლაშა. ვცდილობ აზრის გათვალისწინებას, ვცდილობ, ლოიალური ვიყო, მაგრამ, ძალიან პრინციპული ვარ, პირველ ყოვლისა საკუთარი თავის, მერე კი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩემ გარშემოა. ვცდილობ, არასოდეს ვთქვა „არასოდეს“. სამი ცოლი არასდროს არ მეყოლება, ყოველ შემთხვევაში, ასე მინდა, რომ იყოს, რადგან ასეთი ადამიანი არ ვარ.

– ამიტომაც ზომავ 1 000-ჯერ და არა 100-ჯერ. დამეთანხმები, რომ, ერთ მშვენიერ დღეს, სახლიდან გახვედი და შენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. პოპულარობის პირველი ეტაპი, ალბათ, ყველასთვის სასიამოვნოა, მაგრამ მერე ზედმეტი ყურადღება ბევრისთვის მომაბეზრებელი ხდება, რადგან ბევრ რამეში იზღუდება. შენ?

– ვერ ვიტყვი იმას, რომ ხალხის ყურადღება მომაბეზრებელია ჩემთვის, მაგრამ, არის მომენტი, როცა შენი პრობლემა გაქვს, ჩაფიქრებული მიდიხარ და ამ დროს ქუჩაში უცნობი ძალიან თბილად გესალმება. ამ შემთხვევაში არ გაქვს უფლება, მას უკმეხად უპასუხო თუ ადამიანებთან ურთიერთობას უფრთხილდები, ამას უნდა მოერიდო. მე, მაგალითად, ვცდილობ, რომ ამ ყველაფერს გავუფრთხილდე, რადგან, ძალიან ძნელია ადამიანის სიყვარულის მოპოვება, დაკარგვა კი – ადვილი. თუნდაც შენი ერთი არასწორი სიტყვა ყველაფერს დაანგრევს.

– რამ შეიძლება, წყობიდან გამოგიყვანოს?

– ფეთქებადი ხასიათი მაქვს. შეიძლება, უცებ ავფეთქდე, მაგრამ, ძალიან მალე ვინანო თუნდაც ის, რომ გამოვავლინე ხასიათის ეს თვისება და ვიწყებ ნერვიულობას ხომ არ დავძაბე სიტუაცია, ხომ არ შემატყო ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა და ასე შემდეგ. ვცდილობ, ყოველთვის მაქსიმალურად თავშეკავებული ვიყო. ადგილი, სადაც თავის გაკონტროლება მიძნელდება – ავტომობილია, საჭესთან საკუთარი თავის მართვა მიჭირს და, შეიძლება, უცებ ავფეთქდე.

– ცოტა ხანში მრავალშვილიანი მამა გახდები...

– ორი შვილი რეალურ ცხოვრებაში მყავს, ორსაც – სერიალში ველოდები. ასე რომ, ძალიან მალე მრავალშვილიანი მამა გავხდები.


скачать dle 11.3