კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენჯერ იყო დაქორწინებული საუდის არაბეთის მეფე აბდალა იბნ აბდელ აზიზ ას-საუდი და რატომ აუკრძალა მან თავის ქვეშევრდომებს ხელზე ამბორი

ის, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ლიდერი მსოფლიში, ყველაზე სასტიკ დიქტატორთა შორისაც სახელდება. საუდის არაბეთის 86 წლის მეფე აბდალა იბნ აბდელ აზიზ ას-საუდი ერთდროულად საუდის არაბეთის მეფეც და პრემიერ-მინისტრიც არის. იგი 2005 წლიდან საუდის არაბეთის ერთპიროვნული მმართველია და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი. ამჯერად სწორედ ამ არაბი ხელმწიფის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ნაკრებს შემოგთავაზებთ.

* აბდალა იბნ აბდელ აზიზ ას-საუდი 1924 წელს დაიბადა ერ-რიადში. იგი საუდის არაბეთის პირველი მეფის აბდელ აზიზ ას-საუდის 37 შვილიდან ერთ-ერთია. აბდალას დედა ფაჰდა ბენ ასი ბედუინების სააზნაურო ტომის – შამმარის წარმომადგენელი იყო და დროის უმეტეს ნაწილს შვილთან ერთად უდაბნოში ატარებდა, სადაც დაეჩვია კიდეც აბდალა ბედუინური ცხოვრების წესს. აბდალას არ მიუღია უმაღლესი განათლება, რადგან საუდის არაბეთში იმ დროს უმაღლესის დიპლომს არანაირი ფასი არ ჰქონდა.

* 1962 წელს, არაბეთის მაშინდელმა მეფემ – ფაისალამ, აბდალა ნაციონალური გვარდიის მეთაურად დანიშნა. მას დაევალა სამხედრო ინსტიტუტის თანამედროვე დონის სტრუქტურად გადაქცევა, რასაც აბდალამ ჩინებულად გაართვა თავი. 1975-1982 წლებში აბდალას საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრის მეორე მოადგილის პოსტი ეკავა, ხოლო 1982 წელს იგი ოფიციალურად გამოცხადდა კრონ-პრინცად და ტახტის მემკვიდრედ.

* მეფე აბდალა 30-ჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა ისლამური წეს-ჩვეულებების თანახმად, მას ერთდროულად მხოლოდ ოთხ ცოლთან ჰქონდა ცხოვრების უფლება. ბოლო მონაცემებით, აბდალას ჰყავს შვიდი ვაჟიშვილი და 15 ქალიშვილი. მის ვაჟებს მაღალი თანამდებობები უკავიათ სახელმწიფო სტრუქტურებში.

* მეფე აბდალამ აუკრძალა თავის ქვეშევრდომებს ხელზე ამბორი, რადგან მისი აზრით ეს რიტუალი ეწინააღმდეგება ისლამის პრინციპებს. ხელზე კოცნის დროს ადამიანი ვალდებულია დაუჩუქოს მეფეს, რელიგიური კანონით კი ჭეშმარიტმა მუსლიმანმა, მხოლოდ ალაჰს უნდა დაუჩოქოს. პატივისცემის ნიშნად, საუდის არაბეთში, მხოლოდ მშობლების ხელის კოცნაა დაშვებული.

* აბდალას განკარგულებით საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალბატონებს საშუალება მიეცათ მართონ ავტომობილი და გაჩერდნენ სასტუმროში თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე. ამ განკარგულებამდე კანონდამრღვევი მანდილოსნები სასტიკად ისჯებოდნენ. მათ არ ჰქონდათ უფლება, საკუთარ სახელზე აეღოთ ნომერი სასტუმროში ან დამოუკიდებლად გასულიყვნენ ავტომობილით ქალაქის ქუჩებში.

* ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით მეფე აბდალა პლანეტის უმდიდრესი მონარქია. შეუძლებელია, იმის დადგენა, ზუსტად რა რაოდენობის ქონებას ფლობს მეფე, რადგან მის კუთვნილ მიწის ფართობზე უამრავი ნავთობმომპოვებელი საწარმოა. გარდა ამისა, იგი ორი მეჩეთის მსახურია და სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, საუკეთესო მონარქი, რომელიც ოდესმე ჰყოლია საუდის არაბეთს.

* აბდალა ას-საუდი ღიად გამოდის ისრაელისა და ირანის ბირთვული პროგრამების წინააღმდეგ, მისი თქმით, ასეთი სახის იარაღის არსებობა უნდა აიკრძალოს ახლო აღმოსავლეთში, რადგან ყოველი ებრაულ-პალესტინური დაპირისპირების დროს მოსალოდნელია, დაიწყოს ბირთვული ომი.

*ჯერ კიდევ კრონ-პრინცად ყოფნის პერიოდში, აბდალა ას-საუდი დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკის ინიციატორად გამოდიოდა. იგი აწარმოებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას და ხშირად მოგზაურობდა არა მარტო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ ევროპის, ამერიკის, ავსტრალიისა და აფრიკის ქვეყნებში. იგი რამდენჯერმე არის ნამყოფი ოფიციალური ვიზიტებით არაბებისთვის ეგზოტიკურ ქვეყნებში – ბრაზილიაში, არგენტინაში, ვენესუელასა და სამხრეთ კორეაში.

* 2002 წელს კრონ-პრინცი აბდალა მუსლიმანური სამყაროს მიერ ისრაელის სახელმწიფოს აღიარების ინიციატივით გამოვიდა, თუკი ისრაელი 1967 წლამდე არსებულ საზღვრებში მოექცეოდა. საბოლოოდ ეს ინიციატივა ჩავარდა.

* მეფედ კურთხევისთანავე აბდალამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოების პოლიტიკა წამოიწყო. მან ღიად დაუჭირა მხარი ტერორიზმთან ბრძოლას და განაცხადა, რომ არაბული სამყარო მზად არის ტერორიზმის დასამარცხებლად, თუნდაც ამას 50 წელი დასჭირდეს. ცნობილია, რომ აბდალა შეშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ 11 სექტემბრის მომწყობ ტერორისტთა უმეტესობა საუდის არაბეთის მოქალაქე იყო. ექსპერტების ვარაუდით, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მეფის კეთილგანწყობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.

* მეფე აბდალამ ქალაქ ჯედაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის დაარსებისთვის 12,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტირება განახორციელა. გეგმის მიხედვით, ახალი უნივერსიტეტი რადიკალურად განსხვავებული დაწესებულება იქნება სხვა არაბული უნივერსიტეტებისგან. იქ მამაკაცები და ქალები ერთად ისწავლიან და აიკრძალა უნივერსიტეტის საქმიანობაში რელიგიური პოლიციის ჩარევა. ამ უნივერსიტეტით, მეფე აბდალა ცდილობს, ის დანაკლისი აანაზღაუროს, რომელიც მისი წინამორბედების მმართველობის პერიოდში განიცადა საუდის არაბეთის მეცნიერებამ. გარდა ამისა, მისი სპონსორობით ერ-რიადში და კასაბლანკაში გაიხსნა ორი უზარმაზარი ბიბლიოთეკა.

* მეფე აბდალას ჰობია უდაბნოში ცხენით ჯირითი და მიმინოებით ნადირობა. იგი ცხენოსნობისა და ცხენების დიდი მოყვარულია და მის საჯინობოში, რომელიც პლანეტაზე საუკეთესოდაა მიჩნეული, უიშვიათესი სახეობის ძვირად ღირებული ულაყების მოშენება მიმდინარეობს. მან დააარსა სპორტულ-საცხენოსნო კლუბი ერ-რიადში, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში.

* 2006 წელს, ამერიკულმა ჟურნალმა „პარადმა“ აბდალა ას-საუდი, ჩრდილოეთ კორეის მმართველის – კიმ ჩენ ირის, სუდანის ლიდერის – ომარ ალ-ბაშირისა და მიანმის პრეზიდენტის – ტან შვეს შემდეგ, პლანეტის მეოთხე, ყველაზე სასტიკ და ცივსისხლიან დიქტატორად დაასახელა. უცნობია, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით დაასკვნა ეს „პარადმა“, თუმცა სხვა დიქტატორებთან შედარებით, საუდის არაბეთის მეფე, რომ უფრო დემოკრატიულია, ფაქტია.


скачать dle 11.3