კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მონდოუ სპორტიდან წავიდა



ფრანგი მოცურავე გოგონა ლორ მონდოუ ყურადღების ცენტრში 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე მოექცა, როცა 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ ლორი სულ რაღაც 17 წლის იყო და ამბობდნენ, იგი არა მარტო ფრანგული, არამედ მსოფლიო ცურვის ლეგენდა გახდებაო. ცურვის ლეგენდაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მონდოუ სამშობლოში ისეთ პოპულარულ გოგოდ დაბრუნდა, რომ აუარებელ თაყვანისმცემლებს ვეღარ იგერიებდა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მოგერიებას არც ცდილობდა, უბრალოდ, ვეღარ აუდიოდა და მის სასიყვარულო რომანებზე მართლა ლეგენდები დადიოდა.

ჰოდა, გასულ კვირას, 22 წლის მონდოუ ტელევიზიით გამოვიდა და კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება:

„ირგვლივ ამდენი რამ ხდება, მე კი იძულებული ვარ, ყოველდღე დარბაზში მივიდე და აუზში ცურვით კილომეტრები დავფარო. ამის გაკეთებას აღარ ვაპირებ, მომწყინდა და იმედი მაქვს, სხვა სფეროშიც არანაკლებ წარმატებული ვიქნები. ალბათ, სადმე გავაგრძელებ სწავლას და რაიმე, უფრო მარტივ პროფესიას ავირჩევ,“ – განაცხადა მონდოუმ.




скачать dle 11.3