კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძეგლებაღებულები






ანუ სახიფათო ასოციაციები

რაკი მტერია, თანაც – დაუძინებელი, ბუნებრივია, მის შესახებ თვით ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი გვაინტერესებს. შესაბამისად, აქტიურად მივადევნეთ თვალი მოსკოვის აწ უკვე ყოფილი მერისთვის – ლუჟკოვისთვის წყლის შეყენების პროცესსაც და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც გამოვიგლოვეთ (ერთი ისაა, რომ მთლად შავებიც არ ჩაგვიცვამს). აქედან გამომდინარე, ცხადია, ვერც იმ ცნობის მიმართ დავრჩებოდით გულგრილი, რუსეთის გულიდან ზურაბ წერეთლის ძეგლებს იღებენ, უფრო ზუსტად, აღებას უპირებენო. მოსკოვის ხელისუფლების ერთ-ერთი ჩინოვნიკი პეტრე პირველის ძეგლის აღების წინადადებით გამოვიდა. მართალია, მის ამ წინადადებას მთლად ბევრი მხარდამჭერიც არ ჰყოლია, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ქართული ელმედიისთვის, საკითხი ძირფესვიანად შეესწავლა (თითქოს სულ გადადებული ფეხის წვერზე არ უნდა გვეკიდოს, რას აიღებენ ან რას – არა, ისეც უქნიათ, ქვა ქვაზე არ დაუტოვებიათ!). შესაბამისად, დაასკვნა (ქართულმა ელმედიამ, რასაკვირველია), რომ ზურაბ წერეთლის ძეგლებთან ომს პოლიტიკის სუნი ასდის (მეტადაც გაიკვირვეს: სად – პოლიტიკა, სად – ხელოვნებაო?!). ამასობაში გაირკვა, რომ ძეგლებთან ომი მოსკოვის მთავრობას მეტად ძვირი დაუჯდება (მილიარდ რუბლამდეო), ამიტომაც, შესაძლოა, ამ საქმეზე ხელიც აიღონო. რაც მთავარია, პეტრე პირველის ძეგლს სხვა ადგილას უპირებენ გადატანას. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ძეგლების გადატან-გადმოტანა არც პოსტრევოლუციური საქართველოს რეალობისთვისაა უცხო (მაგალითებად დავით აღმაშენებლისა და მემედ აბაშიძის ძეგლებიც იკმარებს), იქნებ ამ ჩვენს ელმედიას ისეთი სუსტი წერტილები ეპოვა რფ-ის ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებისთვის (მით უფრო, რომ ასეთების ცვენაა), ქართულ ასოციაციებს რომ არ აღძრავდა?!


скачать dle 11.3