კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქამარშემომსკდრები






მოქალაქეებო, დაეხმარეთ მოქმედ ჩინოვნიკებს!

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, თქვას, რომ ზრდილობის გამოც კი არ აგდებს არავინ სახელისუფლო შტოდ (თუ არ გჯერათ, იხ. „საქართველოს კონსტიტუცია“), 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი შევიდა, რა თქმა უნდა, განსახილველად, თუ „საქართველოს კონსტიტუციას“ ვიხილავთ, მივხვდებით, რომ „განხილვა“ მეტად ხმამაღალი ნათქვამია. ხმამაღალია თუ ხმადაბალი, ფინანსთა მინისტრმა განგვიმარტა, რომ შვიდმილიარდიანი ბიუჯეტის და, რასაკვირველია, იმის მიუხედავადაც, რომ ქართული ეკონომიკა თავქუდმოგლეჯილი იპყრობს სიმაღლეებს, სახელმწიფო ხარჯებს არ ზრდის (ვაშა და დიდება, ქართველ ჩინოვნიკებს!). მეტიც, საწყალობლად მოგვახსენა, ხელფასებიც გაგვეყინაო (გული დაიმშვიდეთ, „გაყინვაში“ ქვეყნის პირველმა ფინანსისტმა ოდენ ის იგულისხმა, რომ ჩინოვნიკნი ყოველთვიურად ისევ მხოლოდ სამნულიან ხელფასს დასჯერდებიან) და არც ახალი ავტომანქანების შეძენას ვგეგმავთო. აბა, როგორ არ უნდა დაეწვას გული დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეს, მისი მინისტრები 2011 წლის გამოშვების ავტოებით რომ ვერ ივლიან (ფული ხომ არ შევუგროვოთ?!).

თანაგუნდელს სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარემაც შეაწია: სახელმწიფო ხარჯები იგივე რჩება (ისევ ქამრები გვაქვს შემოჭერილიო!), იმიტომ, რომ ვაპირებთ, ფული ეკონომიკაში დავტოვოთო. პირადად მე ვერაფერს მოგახსენებთ, რა იგულისხმა ბ-ნმა ბაქრაძემ „ეკონომიკაში დატოვებით“, მაგრამ, თუ ჩვენი ჩინოვნიკების (სხვაგვარად – ხალხის მსახურების) ყოველთვიურ ხელფასს (რამდენიმე ათასს) საშუალო პენსიაზე (რამდენიმე ათეულზე) გავყოფთ, მიღებული ნაყოფით, აშკარაა, თუ ცოტა არ მოუშვეს (რა თქმა უნდა, ქამრები), შემოასკდებათ!


скачать dle 11.3