კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის საშიში წუწუნა და აგრესიულ ხალხთან ურთიერთობა და როდის ხდება ადამიანისგან ენერგიის „გამოწოვა“


დედამიწაზე აბსოლუტურად ჰარმონიული არაფერია, შესაბამისად, ენერგიების მიმოქცევასაც თავისი დარღვევები გააჩნია. ეს განსაკუთრებით ადამიანებში შეიგრძნობა.

ეთერულ სხეულში ხშირად ირღვევა ენერგეტიკული მერიდიანები და იქ ენერგიის ცირკულაცია არასწორად ხდება. ამ დროს არ არის გამორიცხული ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ გაუჩნდეს პრობლემები.

ადამიანი ძირითადად კოსმიური და მიწიერი ენერგიებით იკვებება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მას არ ჰყოფნის ასეთი წესით მიღებული ენერგია და ვერც ბუნებიდან ახერხებს მის მიღებას, ის იწყებს მსხვერპლის ძებნას. შესაძლოა ეს მსხვერპლი, ანუ ენერგოდონორი, უახლოესი ადამიანიც აღმოჩნდეს. ყველას ვურჩევ, ყურადღებით იყოს, რადგან თავის დაცვა არა მხოლოდ უცხოებისგან, არამედ შესაძლოა, ახლობელი ადამიანებისგანაც მოგიწიოთ.

სამყაროში ყველა ცოცხალ ორგანიზმს თავისი ენერგია აქვს. ხშირად ხდება ენერგიის ცირკულაციის დარღვევა. როცა ადამიანს არ ჰყოფნის საკუთარი ენერგია, ამ დროს ირთვება ენერგიის ქვეცნობიერად მიღების კოდი.

კერძოდ, ადამიანი ხდება ენერგოვამპირი და ცდილობს, იპოვოს ენერგოდონორი ადამიანი, თუნდაც უახლოეს გარემოცვაში.

ბუნებაში, ენერგოვამპირის ორი ტიპი არსებობს – მზის და მთვარის. მთვარის ტიპი, რომელიც არ არის აგრესიული, ნაკლებად საშიშია, მზის ტიპი კი საკმაოდ აგრესიულია და ეს ერთი შეხედვითაც კი შესამჩნევია.

მზის ტიპის ენერგოვამპირი ხშირად აღგზნებულია, არ მალავს თავის აგრესიას, ცდილობს, საკუთარი აზრი ნებისმიერი ფორმითა და ხერხით მოახვიოს სხვა ადამიანებს თავს. არ ითვალისწინებს სხვების რჩევებს და აზრებს. მისთვის დარიგების მიცემა წყლის ნაყვაა. არის ეგოისტი, მაგრამ ამავდროულად, კარგი ორატორი. ასეთი ტიპის ენერგოვამპირი, საკუთარი მეტყველების წყალობით, ლაპარაკით იჭერს მსხვერპლს და იწყებს მისგან ენერგიის გამოწოვა-შთანთქმას. მათი უმრავლესობა, ცეცხლის სტიქიის ქვეშაა დაბადებული. ამ სტიქიის გავლენა კი მკვეთრად შეიგრძნობა მათში.

მთვარის ტიპის ენერგოვამპირი, მზის ტიპის ენერგოვამპირისგან სრულიად განსხვავდება. ის სულ უკმაყოფილოა, ცხოვრებაზე გულაცრუებულია, გამუდმებით წუწუნებს ბედზე. ხშირად საუბრობს თავის პრობლემებზე. უყვარს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ასეთი წესით, ის მონოტონურად აცლის ადამიანს ენერგიას, თავად კი ამ ენერგიით იკვებება.

თუ ენერგოვამპირს დროზე არ გაეცალეთ, შესაძლოა, მან თქვენგან იმდენი ენერგია „გამოქაჩოს,” რომ თავი შეუძლოდ იგრძნოთ. შეგიძლიათ მისი იგნორირება – მაგალითად, არ მიაქციოთ ყურადღება და გულთან ახლოს არ მიიტანოთ მოსაუბრის სიტყვები, ან პირიქით, შეტევაზე გადადით, სანამ ის ხმას აუწევს და თავის პრობლემებზე დაიწყებს წუწუნს, თქვენ დაასწარით, არ მისცეთ საუბრის საშუალება და მეტი ილაპარაკეთ.


скачать dle 11.3