კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საჩუქარი „ესთეტიკ სერვისისგან“ ზაფხულის სეზონის შემდეგ! არც ჭარბი თმა! არც ცელულიტი! არც ნაოჭები!



სამყარო მუდმივად იცვლება, იცვლება ჩვენი გარეგნობაც: სახეზე ნაოჭები ჩნდება, სხეულს ცელულიტი აწუხებს, ხანდახან საკუთარი ტუჩის ან წარბის ფორმა არ მოგვწონს, ჭარბი ოფლიც გვაწუხებს ხოლმე, ჭარბთმიანობა კი ხშირად დეპრესიის მიზეზიც ხდება. თუკი სამყაროს მარადიული ცვლილება გარდაუვალია, სხვა დანარჩენს ადვილად მოევლება: კლინიკა „ესთეტიკ სერვისის“ კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვისაც წარმატების მიღწევა სურს, უნდა, რომ მუდამ ახალგაზრდულად, მომხიბვლელად და მოხდენილად გამოიყურებოდეს. კლინიკა „ესთეტიკ-სერვისის“ უახლესი ტექნოლოგიები თუ მეთოდიკები, რაც მთავარია, უცხოეთში სტაჟირებული მედპერსონალის მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი თქვენი ახალგაზრდობის შენარჩუნების უმოკლესი გზაა. ესთეტიკური მედიცინა იმდენად განვითარდა, რომ ახალგაზრდობის ათი წლით გახანგრძლივება უკვე უსისხლოდ, ქირურგიული ჩარევის გარეშეცაა შესაძლებელი; არც ჭარბი თმის მოშორებაა პრობლემა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, „ესთეტიკ სერვისი“ თავის პაციენტებს (როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს) სთავაზობს ყველანაირ კოსმეტოლოგიურ მომსახურებას, რაც კი არსებობს მსოფლიო ესთეტიკურ მედიცინაში. შედეგის მისაღწევად კი მეტად მარტივი გზა არსებობს: მიჰყვეთ „ესთეტიკ სერვისის“ კვალიფიციური ექიმების რჩევებსა და პროცედურებს; მიენდოთ „ესთეტიკ სერვისში“ დამონტაჟებულ უახლეს აპარატურას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმი-დერმატოკოსმეტოლოგების რჩევები ზაფხულის სეზონის შემდეგ, რადგან გარუჯვა კანს საგრძნობლად აზიანებს და მას რეაბილიტაცია ჰაერივით სჭირდება. ამიტომაც შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვით და „ესთეტიკ სერვისის“ ექიმებს რამდენიმე აქტუალური კითხვა დავუსვით.



– როგორც ვიცი, „ესთეტიკ სერვისში“ დამონტაჟებული უახლესი, 2009 წლის ლაზერის აპარატით ჭარბთმიანობისგან განკურნება ერთხელ და სამუდამოდაა შესაძლებელი. რით გამოირჩევა თქვენი აპარატი?

ნატო ლაბაძე: 2009 წლის ალექსანდრიტის ლაზერის აპარატს სხვა აპარატებთან შედარებით უამრავი უპირატესობა აქვს: პროცედურა სწრაფი, კომფორტული და უმტკივნეულოა, რადგან აპარატს აქვს ორმაგი გამაგრილებელი სისტემა, რაც გამორიცხავს დამწვრობას, ლაქების გაჩენასა და დაინფიცირებას. ამიტომაც უწოდებენ მას ლაზერულ ეპილაციაში „ოქროს სტანდარტს“ და არსებითად განსხვავდება სხვა ყველა უკრიოგენო (უფრეონო) აპარატით ჩატარებული პროცედურებისგან. პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ამიტომაც ტარდება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე: სახეზე, ზედა და ქვედა კიდურებზე, ბიკინის ზონაში, იღლიაში. ჩვენს კლინიკაში დამონტაჟებულ აპარატს გამოარჩევს ის, რომ პროცედურა ტარდება ნებისმიერი ფერის კანზე: მათ შორის, გარუჯულ კანზეც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზღვის სეზონის შემდეგ.

– უსისხლო გაახალგაზრდავების რა მეთოდებს იყენებთ „ესთეტიკ სერვისში“?

– გარდა 2009 წლის ალექსანდრიტის ლაზერის უახლესი აპარატისა, ჩვენს კლინიკაში დამონტაჟებულია უახლესი მოდელის GENTLE YAG ლაზერის აპარატი, რომლითაც ზომიერად მოდუნებულ კანზე ტარდება გამაახალგაზრდავებელი პროცედურები: ნაოჭების გასწორება, ფორების შევიწროება, სახის ოვალის აღდგენა, პიგმენტური ლაქებისა და სტრიების მკურნალობა. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება კანში არსებული ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავება. ლაზერის სხივით ვააქტიურებთ კანში უკვე არსებულ კოლაგენს, ამასთან, ახლის წარმოქმნასაც ვუწყობთ ხელს.

– რა ასაკიდანაა რეკომენდებული სახის კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება?

თინიკო ცარციძე: ჩვენს კლინიკაში დამონტაჟებული აპარატი გამოიყენება ზომიერად მოდუნებული კანის სამკურნალოდ 35-დან 55-წლამდე ასაკის ქალბატონებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სახის კანის აპარატული მეთოდით გაახალგაზრდავების შემდეგ პაციენტს არ სჭირდება რეაბილიტაციის პერიოდი, პროცედურის დასრულებისთანავეა შესაძლებელი, დაუბრუნდეთ ყოველდღიურ ცხოვრებას. გაახალგაზრდავების აპარატული მეთოდის უპირატესობაა ის, რომ სრულიად უსისხლოდ და უმტკივნეულოდ, ქირურგიული ჩარევის გარეშეა შესაძლებელი სახის კანის ათი წლით გაახალგაზრდავება. როგორც იცით, ჩვენს კლინიკაში კანის გასაახალგაზრდავებლად ვიყენებთ ინიექციურ მეთოდებსაც: მეზოთერაპიასა და ბიორევიტალიზაციას. მეზოთერაპიის თავისებურება ისაა, რომ კანის პრობლემის გათვალისწინებით, შეირჩევა სამედიცინო კოქტეილი, რომელიც მიკროინიექციების სახით შეგვყავს კანში, რის შედეგადაც კანი ხდება ელასტიკური, უმჯობესდება ფერი და მატულობს ტურგორი. რაც შეეხება ბიორევიტალიზაციას: კანში შეგვყავს ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატები, რაც აფერხებს კანის დაბერებას.

– ცნობილია, რომ „ესთეტიკ სერვისში“ სახის წმენდა ხდება უახლესი მოდელის ულტრაბგერის აპარატით, რას იტყვით მის შესახებ?

– დიახ, ჩვენს კლინიკაში სახეს წმენდენ უახლესი მოდელის ულტრაბგერის აპარატით. წარმოდგენილია აპარატული წმენდის მთელი სპექტრი. ულტრაბგერითი აპარატი სახის კანს ასუფთავებს ჭარბი ცხიმისგან, მაკიაჟის ნარჩენებისგან, გარქოვანებული კანისგან. პროცედურა თავისთავად ძალიან ეფექტურია, რადგან ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და აქვს მიკრომასაჟის ეფექტიც. ეს პროცედურაც, როგორც ჩვენს კლინიკაში ჩატარებული ნებისმიერი პროცედურა, ძალიან კომფორტულია.

– რას გვირჩევთ ზაფხულის სეზონის შემდეგ და რა ფასდაკლებას სთავაზობს „ესთეტიკ სერვისი“ თავის პაციენტებს? უფრო დაწვრილებით გვითხარით ამის შესახებ.

ია დარსაველიძე: ამის მიზეზი არის ის, რომ ზაფხულის სეზონის შემდეგ კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს: მზის სხივები აშრობს კანს, რაც ხელსაყრელი გარემოა ნაოჭების წარმოსაქმნელად, ჩნდება პიგმენტური ლაქები, უკვე არსებულები კი – მკვეთრდება. რაკი ორი სახის: მიმიკური და სტატიკური ნაოჭები არსებობს, მათთან ბრძოლის საშუალებებიც განსხვავებულია. მიმიკური ნაოჭების (შუბლის, წარბთაშუა, ეგრეთ წოდებული „ბატის თათების“) გასასწორებლად ვიყენებთ ბოტოქსის ინიექციებს, სტატიკურ ნაოჭებს (ცხვირ-ტუჩის) კი ვებრძვით ბუნებრივი შემავსებლების (ფილერების) საშუალებით. აღსანიშნავია, რომ ამ ფილერების მეშვეობით შესაძლებელია კანზე ნებისმიერი ღარისა თუ ნაპრალის ამოვსება. რაც შეეხება ფასდაკლებას: ჩვენს კლინიკაში ორივე ამ პროცედურაზეა ფასდაკლება, ეს ჩვენი საჩუქარია ჩვენი ერთგული პაციენტებისთვის ზაფხულის სეზონის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ბოტოქსის ინიექციებს მხოლოდ ნაოჭების გასასწორებლად არ ვიყენებთ, მათი მეშვეობით ჭარბი ოფლიანობაც იკურნება, როგორც ფეხისა და ხელისგულებზე, ისე იღლიაში. ჩვენს კლინიკაში ბუნებრივი ფილერებით ხდება ტუჩის მოცულობისა და ფორმის შეცვლა, ასევე, ასიმეტრიის კორექცია კონტურის საშუალებით. ეს არის მცენარეული პიგმენტი, რომელიც 3 წლის შემდეგ უკვალოდ გაიწოვება. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში რადიოტალღური დესტრუქციის მეთოდით ხდება პაპილომების, ხალების, მეჭეჭების, ქსანთელაზმების, ანუ თვალის ქუთუთოზე არსებული ცხიმგროვების მოშორება. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ არ ტოვებს არანაირ კვალსა და ნაწიბურს. ჩვენს პაციენტებს ვთავაზობთ სილამაზის სრულ პაკეტს; ჩვენი ორიენტირია თანამედროვე ტექნოლოგიები და უმაღლესი პროფესიონალიზმი. როგორც ექიმი-დერმატოკოსმეტოლოგი, თავს უფლებას მივცემ, ვურჩიო ქალბატონებსაც და მამაკაცებსაც: თანამედროვე კოსმეტოლოგიას აქვს ყველა საშუალება, რომ თქვენ ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ. მით უფრო, რომ ყველა სიახლე, მეთოდი და ტექნოლოგია, რაც დანერგილია მსოფლიოში, დანერგილია ჩვენს კლინიკაში! გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება კი კოსმეტოლოგიური ჩარევით, უსისხლოდაცაა შესაძლებელი.

– „ესთეტიკ სერვისში“ ყველა სახის მასაჟი ტარდება, მაგრამ, რადგან ცელულიტია მთავარი პრობლემა, გასახდომ მასაჟზე გვითხარით ორიოდე სიტყვა?

ნატალია ლომიძე: წონაში დასაკლებად მხოლოდ დიეტა საკმარისი არ არის, რათა კანი ტონუსში იყოს და არ ჩამოეკიდოს, აუცილებელია მასაჟების შეშველება. ანტიცელულიტური, ანუ გასახდომი მასაჟის ჩატარებისას კომბინირებულად ვიყენებთ სხვადასხვა კომპონენტებს: ყავას, შოკოლადს, თაფლს. ეს კომპონენტები, ერთი მხრივ, იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის დაშლას, მეორე მხრივ კი, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. ამას გარდა, ანტიცელულიტური მასაჟისას ვიყენებთ ექსკლუზიურ, აბსოლუტურად ნატურალურ კომპონენტებსაც, რაც ჩვენი კლინიკის საიდუმლოა. მათაც ორმაგი ეფექტი აქვთ: ეფექტურად შლიან ცელულიტს და საგრძნობლად აუმჯობესებენ კანის სტრუქტურას. პაციენტის სურვილისამებრ, მასაჟის დროს ვამატებთ სპეციალურ კრემებსაც: ვმუშაობთ ექსკლუზიური იტალიური პოდუქციით. კლინიკაში დამონტაჟებულია ანტიცელულიტური აპარატი, LIPOCELL EVO – ახალი სიტყვა თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში, რაც არაქირურგიული მეთოდით გვაძლევს ფიგურის კორექციის საშუალებას. ასე რომ, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ანტიცელულიტური მასაჟის კომბინირებულად ჩატარება, რაც აორმაგებს ცელულიტის მოშორების ეფექტს. კლინიკაში, აგრეთვე, ექსკლუზიური კომპონენტებით ტარდება მკერდისა და დუნდულების გასამკვრივებელი მასაჟები.


скачать dle 11.3