კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შორდება ხიბლში ჩავარდნილი ადამიანი უფალს



1929 წლის 21 სექტემბერს, ღმრთისმშობლობას, აღესრულა დიდი ისიქასტი მამა დანიელ კატუნაკელი. მას „მამათა მამას” ეძახდნენ ათონის მკვიდრნი. ღვთივგანბრძნობილ მოძღვარს ადამიანის სულის უმნიშვნელო მოძრაობაც კი არ გამოეპარებოდა. მის სიტყვას ბევრი უხსნია იმ საშინელი საცდურისგან, ხიბლი რომ ჰქვია. მოგითხრობთ ორ ასეთ შემთხვევას მისი ცხოვრებიდან.

ეპისკოპოსიც კი შეცდა

ერთმა კეთილმა ქრისტიანმა, სახელად დემოსმა, სიზმრად ნახა, რომ ერთგან მიწის ქვეშ ტაძარი იყო დამარხული. დილით თანასოფლელები გააღვიძა და ხილვა უამბო. წერაქვებითა და ნიჩბებით შეიარაღებულნი მიადგნენ სიზმრად ნანახ ადგილს, გათხარეს და ეკლესია მართლაც იპოვეს.

ამ ამბავმა დემოსი გააამპარტავნა. „ჰოი, დემოს, შენ ღვთის რჩეული ხარ!” – ეუბნებოდა გულისთქმა.

დემოსი პროფესიით მშენებელი გახლდათ და სამუშაოდ ათონს, ვატოპედის მონასტერს, ეწვია. აქ დიდ პატივს მიაგებდნენ წმიდა ევდოკიმეს, რომლის წმიდა ნაწილები სასწაულებრივად აღმოჩნდა მონასტრის სასაფლაოზე. მისი ცხოვრების შესახებ არავინ არაფერი იცოდა, დემოსმა კი დაიჩემა, ეს წმიდანი ალბანელია, ბრტყელი თავის ქალა აქვს; ამას გარდა, გამომეცხადა და თვითონ მითხრა, რომ სტიკიდან არის და ნათესავადაც მერგებაო. შეშფოთდნენ მამები. გააფრთხილეს, კიდევ თუ გამოგეცხადა, ჯვარი გამოისახე და გაქრებაო.

სწორედ იმ დროს, ათონს ეპისკოპოსი ალექსანდრე როდოსტოტელი ეწვია. როცა ამ ამბის შესახებ აზრი ჰკითხეს, განსაჯა და დაასკვნა, რომ დემოსის ხილვები ჭეშმარიტი იყო. ამან დემოსს ფრთები შეასხა. ისე გაამპარტავნდა, რომ სქელტანიანი წიგნიც კი დაწერა, სადაც დაუჯერებელ სასწაულებსა და ხილვებს ყვებოდა, წინასწარმეტყველებდა ომსა და წმიდა კონსტანტინეს დაბრუნებას. „არა, ეს ღვთისგან არ იქნება, ეს რაღაც სიგიჟეა; მოდი, მამა დანიელს ვკითხოთ აზრი,” – თქვეს მამებმა. აიღეს ხელნაწერი და კატუნაკის უდაბნოში წავიდნენ. კითხვა დაიწყო თუ არა, მამა დანიელი ყველაფერს მიხვდა. „ეშმაკები ერთობიან,” – უთხრა ბერებს, შემდეგ სასწრაფოდ დაწერა წერილი, სადაც წმიდა მამათა სწავლებასა და ცხოვრების ეპიზოდებს მოიხმობდა და ვატოპედის მონასტერში გაგზავნა. დემოსმა ღირსი მამის პასუხი რომ გაიგო, საშინლად განრისხდა: „როგორ ბედავს მამა დანიელი წინააღმდეგობას, როცა თვით ეპისკოპოსმა აღიარა ჩემი ხილვების ჭეშმარიტებაო,” მაგრამ განდეგილი ამ წერილს არ დასჯერდა და დემოსისთვის ლოცვა დაიწყო, რათა ხილვები შესწყვეტოდა. მოგვიანებით ვატოპედელმა მამებმა როგორღაც მოახერხეს და დემოსი მამა დანიელს მიჰგვარეს. ღირსმა მამამ კიდევ ერთხელ შეაგონა ცდუნებული, რამაც ამპარტავანი უარესად განარისხა. მაგრამ მალე თვითონვე დარწმუნდა ღირსი მამის სიმართლეში, რადგან მას „ხილვები” შეუწყდა, ეპისკოპოსმა ალექსანდრემ კი, მამა დანიელს სამადლობელი წერილი გაუგზავნა.

„ასკეტი”

ერთ ბერს სახელი გაუვარდა როგორც მკაცრად მემარხულე ასკეტს. მას ყოველთვის ძველი, დაფლეთილი სამოსი ეცვა და ზამთარშიც კი ფეხშიშველი დადიოდა, ხოლო ლოცვის კანონის აღსრულებისას სამასის ნაცვლად სამი ათას მეტანიას აკეთებდა. მისი შემყურე სხვა ბერები განცვიფრებულნი იყვნენ, მამა დანიელს კი, რომელიც მაშინ შედარებით ახალგაზრდა იყო და მათზე უმცროსი, ეჭვი შეეპარა ბერის ასკეტობაში და მალე დარწმუნდა კიდეც, რომ არ ცდებოდა. ერთხელ მის სენაკთან ჩაიარა და შეამჩნია, რომ კარზე ჭუჭრუტანა საგანგებოდ იყო გაკეთებული, რათა გამვლელებს შეეჭვრიტათ და ბერის „მოღვაწეობა” დაენახათ.

შეშფოთდა მამა დანიელი და ყოველივე იღუმენს მოახსენა. იღუმენი ბერთან მივიდა, გამოჰკითხა, როგორ ცხოვრობდა, დატუქსა და უბრძანა, დღეში მხოლოდ 50 მეტანია შეესრულებინა.

„დიდი ასკეტი” მხილების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა – უკვე ორმოცდაათი მეტანიის გაკეთებაც ეზარებოდა. უხეში სამოსლის ნაცვლად ძვირფასს იცვამდა, საკვებსაც კი გამორჩევით გეახლებოდათ. აი, მაშინ კი მიხვდნენ მამები, რაოდენ ხიბლში იყო ჩავარდნილი მათი ძმა.


скачать dle 11.3