კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ქურციძე-ქურციკიძე

ფუძით ქურცი გვაქვს გვარი ქურცაძე.

„ქურცაძე ნათი, ფცაში მცხოვრები, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი). იმავე სოფელში მოიხსენიებიან შიო და შოშია ქურცაძეები.

ფუძით ქურციკა გვხვდება გვარი: ქურციკაული: ზარია, სულხან, ღვთისავარა ქურციკაულები მოიხსენიებიან 1477 წელს: ლელთუბანს, მარტყოფს, სატივეს, სამწერისში მოიხსენიებიან მამაცელა, იასე, ნადირი, პაპოა და სხვა ქურციკაშვილები; კაკალა, მახარებელი, ნადირა, ფოცხვერა, შალვა და სხვები, ატარებენ გვარს ქურციკიძე.

გვხვდება ერთ შემთხვევაში სახელი ქურცინა და მისგან წარმომდგარნი გვარი ქურცინაძე. ქურცინაძეები ამბობენ, რომ მათი ადრინდელი გვარი, გადმოცემით, იყო ქურციკიძე, მიგრაციის გამო ჩამწერებმა შეცდომით მოაკლეს ასო კ და ქურციკიძე გახდა ქურცინაძე. თვით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ისტორიული საბუთებით მტკიცდება, რომ გვარებს განუცდიათ ცვლილება. ქურციკიძე-ქურცინაძე.

სადღეისოდ დაფიქსირებულ გვარებში ქურცაძე, ქურციკაშვილი, ქურციკიშვილი, ქურციკიძე აღრიცხულია 1859 ადამიანი.

საქართველოში 34 ქურციკიძე ცხოვრობს: თბილისში – 12, ქუთაისში – 9, ზესტაფონში – 6.

ურიგაშვილი

ქართულ გვარში, ურიგაშვილი, ფუძედ გამოყენებულია ქართველური საკუთარი სახელი ურიგა.

საკუთარი სახელი ურიგა, გვხვდება, გვარში ურიგაშვილი (ილია მაისურაძე, „ქართული გვარ-სახელები“). ასევე, ზმნებში არიგებს, დაურიგა...

საქართველოში 173 ურიგაშვილი ცხოვრობს: გორში – 114, თბილისში – 49, ადიგენში – 5.

საკაშვილი

საკაშვილის გვარის მქონეთა შორის არიან როგორც ქართველები, ისე ოსები. ქვემო ქართლის სოფელ კუმისში (დღევანდელი გარდაბნის რაიონში) მოიხსენიებიან საკაშვილები. ცხინვალის მიდამოებში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსული ჩანაწერებით, სუფიქსი შვილის ნაცვლად ზოგიერთები ჩაწერეს საკ-ა-ევი, საკ ფუძითაა გვარები საკანიანი, საკიანი, საკოიანი; არსებობს ასევე ებრაული სახელიდან ისაკ (ძველ ებრაულად – „მოცინარი“). ბიბლიური გადმოცემის მიხედით, პატრიარქ აბრაამის ცოლს, სარას, რომელსაც დიდხანს არ ჰყავდა შვილი, უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარმეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა. აქედანაა გვარები: ესაკია, ისაკაძე, სააკაშვილი, სააკიშვილი, სააკაძე...

ისაკ-იდანაა სომხური გვარებიც, სააკიანი, სააკოვი; საკაშვილების გვარს ატარებენ ასევე სააკაშვილები და სააკოვები.

საკაშვილი – ასეთი ფორმით და ფუძით საკა, 1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 107 ადამიანი: გურჯაანში – 42, კასპში – 25, გორში – 14.

სულავა

გვარში ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი სულა.

სულა ერთ-ერთი უძველესი სახელია. ის მთავარ ჩორჩანელ-ხურსისძე-ხურციძეებიდან იღებს სათავეს. მათი თავდაპირველი საცხოვრებელი მესხეთი იყო. სულა ხურსიძე მეათე საუკუნის პირია. მოხსენიებულია „ქართლის ცხოვრებაში“, იქვე მოიხსენიება ივანე სულას ძე ხურსიძე. ხურსისძე-ხურციძეთა სახელოვან საგვარეულოს უჩნდება შტო-გვარები. წინარე გვარი იყო ჩორჩანელი, ჩორჩანელ-ხურციძიდან კი – სულავა, სულასძე, სულაძე.

ჩორჩანელ სულას ძმამ, ბეშქენმა, საფუძველი დაუდო ჯაყელთა საგვარეულოს. ფარსმან ჩორჩანელმა მოგვცა გვარი თმოგველი (სულასძეები), დაკლაკისძეები, ციხისჯვარელები, ციხისთავი (აქედან ისარლიშვილი, ისარლოვი; თურქულად ისარლი იგივეა, რაც ციხისთავი), კოხოძე (იყო სამცხე-საათაბაგოში), კოროხია, ჩოხაძე (სამეგრელოში), სულაშვილი, ხურცილავა, ხურცია.

ხურციძეების გვარის წევრთა მნიშვნელობას და ერისთავობას ადიდებს როგორც „ქართლის ცხოვრება“, ისე ივერიის მონასტრის ქართული გუჯარი, რომელიც მეთერთმეტე საუკუნეში, კერძოდ, 1021 წელს არის შედგენილი.

ლუქუნიძე

გვარის ფუძე, სავარაუდოდ, არის საკუთარი სახელი ლუკა, ლუკიანე, რაც ლათინურად „მანათობელს“, „ბრწყინვალეს“ ნიშნავს. მომდინარეობს სიტყვისგან ლუქსი – „სინათლე“. მასვე უკავშირდება ფრანგულის გზით გავრცელებული სიტყვა ლუქსი, რომელიც აღნიშნავს სასტუმროს საუკეთესო ნომერს. ასევე, სავარაუდოდ, ამ გვარის თავდაპირველი ძირი იყო ლუხუმი, ლუხუმა.

1700 წელს მოხსენიებულია „პაპუნა სადუნიშვილი-ლუქუნის ძეს ეწერათ სამასპინძლო“.

საქართველოში 125 ლუქუნიძე ცხოვრობს: ქარელში – 91, ბორჯომში – 7, თბილისში – 2.

ლომიტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლომიტა.

„ლომიტა გერგიძე იყო ფალანხოსრო ბარათაშვილის ყმა“.

„ლომიტაშვილი ნადირა მოიხსენიება 1605 წელს ობოლაშვილის ნასყიდობის წიგნში, მიცემული რევაზ ნამუსაძისადმი“.

საქართველოში 433 ლომიტაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 175, თბილისში – 111, გორში – 34.

მირზიაშვილი

გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელისგან მირზა, ხოლო თვით სახელი მირზა არაბულ-სპარსული სიტყვებისგან: ამირზადე – ამირის შვილი. ამირა შუა აზიაში არაბთა მოსვლის დროიდან ეწოდებოდა მხედართმთავარს, მმართველს. ჩინგიზ ხანის შვილის თემურის შვილებმა მიიღეს წოდება ამირ (ემირ) ზადე. აქედან თავ-ბოლოს მოკვეცით მიღებულია მირზა, რომელიც გვხვდება, როგორც ტიტულად, ისე საკუთარ სახელად.

„ასანბეგიშვილი თაყა პაპუნა გოშსტაშაბიშვილს სოფელ ტბისში აძლევს მირზიაშვილს, მისი მამულითა და სასახლით“ (ყმა-მამულის გაცვლილობის წიგნი ასანბეგიშვილებისა პაპუნა გოსტაშაბიშვილებისადმი, 1671 წელი).

„მირზიაშვილის ნაქონი ვენახი ტბისში თაყა ბარათაშვილმა მიჰყიდა პაპუნა გოსტაშაბიშვილს“.

საქართველოში 201 მირზიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 84, დუშეთში – 78, მცხეთაში – 2; მირზაშვილი – 544.

ლოლიშვილი

გვარის ფუძედ გამოყენებულია ქალის საკუთარი სახელი ლოლი, ლოლა.

„იოვე ლოლიაშვილი დიდ თონეთში მოიხსენიება 1843 წლის აღწერაში“.

ლოლიაშვილები მოიხსენიებიან სოფელ საღარაშენში.

საქართველოში 81 ლოლიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 19, ქარელში – 9, გარდაბანში – 3.

ლოლიშვილი – 247: თბილისში – 132, გორში – 51, რუსთავში – 24.

მიროტაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიროტა.

1873 წელს აღწერაში მოიხსენიება გიორგი დავითის ძე მიროტაძე.

საქართველოში 857 მიროტაძე ცხოვრობს: ჭიათურაში – 455, თბილისში – 181, ქუთაისში – 40.

სიკრაშვილი

გვარი, სავარაუდოდ, წარმომდგარია სახელიდან სიკი, სიკოლა, სიკო, სიკოია, სიკონია.

1817 წლის აღწერაში მოიხსენიება ალიპა სიკრაშვილი (იგივე სიკიაშვილი).

გვარი სიკრაშვილი დღეს იგივეა, რაც სიკიაშვილი.

საქართველოში 35 სიკიაშვილი ცხოვრობს; თბილისში – 17, თეთრი წყაროში – 17, მცხეთაში – 1.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა ნონა დათეშიძემ

скачать dle 11.3