კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს


კითხვა: ფეხზე მაქვს პოდაგრა, ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება მასზე მამა გაბრიელის ზეთის წასმა?

პასუხი: შეგიძლიათ, ფეხზე იცხოთ მამა გაბრიელის ზეთი. ეს თქვენ ცოდვად არ ჩაგეთვლებათ.

კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ექსტრემალურ სპორტს და ეგრეთ წოდებული ადრენალინის გამოყოფას?

პასუხი: სპორტი თავისთავად ჯანმრთელობაა და თუ ადამიანი სულიერ სიჯანსაღესთან ერთად, ხორციელ ჯანმრთელობაზეც ზრუნავს, ეკლესია ამას მიესალმება. თუმცა, თუ საქმე გვაქვს განსაკუთრებულად ექსტრემალურ სპორტის სახეობასთან, როდესაც ადამიანი ცდის ღმერთს და მის სიცოცხლეს აშკარად საფრთხე ექმნება, ასეთ სიტუაციას ეკლესია დიდი სიფრთხილით ეპყრობა. რაც შეეხება ადრენალინის გამოყოფას, ამის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება უარყოფითია, რადგან ადამიანი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე არ უნდა ზრუნავდეს და ამას დროს არ უთმობდეს. უმჯობესია, სულზე იფიქროთ და უფალთან ახლოს იყოთ.

კითხვა: სალოცავ კუთხეში ხატებისთვის დავამზადებინე სპეციალური შემინული თარო. ახლობელმა კი მითხრა, რომ ხატების დახურული მინის მიღმა დაბრძანება არ შეიძლებაო. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ თქვენი თარო სპეციალურად ხატებისთვის არის განკუთვნილი და იქ სხვა ყოფითი ნივთები არ გაქვთ მოთავსებული, მაშინ მშვიდად იყავით, მინა შემზღუდავ გარემოებად არ ჩაითვლება.

კითხვა: რა არის „საკურთხი” და აუცილებელია თუ არა ის გარდაცვლილის სულისთვის?

პასუხი: „საკურთხი” არის ის, რასაც მღვდელი აკურთხებს – მცირეოდენი საკვები, რაც მიაქვთ ეკლესიაში გარდაცვლილის სახელზე და სრულდება პანაშვიდი. ასეთი პანაშვიდის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერ მართლმადიდებლურ ტაძარში. როგორც წესი, საკურთხი მიცვალებულთა დღეებში მიაქვთ ხოლმე ტაძრებში. რაც შეეხება იმას, აუცილებელია თუ არა საკურთხის გაკეთება გარდაცვლილისთვის, ამით ჭირისუფალი თავისი გარდაცვლილი ახლობლის სულს შეეწევა. ამიტომ, მისი გაკეთება აუცილებელია.

კითხვა: ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად დიდ გულმოდგინებას იჩენს საკვებისა და ყოფითი პირობების შეზღუდვაში და ფიქრობს, რომ ამით უფალს ასიამოვნებს. შეეფერება ეს თუ არა სინამდვილეს?

პასუხი: ამის პასუხად გთავაზობთ ღირსი მამა თეოდორე სტუდიელის სიტყვებს: „კეთილზნეობრივი ცხოვრება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ არ ვჭამოთ და არ ვსვათ, არ მოვისვენოთ, არამედ იმაში, რომ ყველაფერი ზომიერად ვაკეთოთ თავის დროზე და თავის ადგილზე.”


скачать dle 11.3