კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის გადის დრო სწრაფად და რა უკეტავს ადამიანს კარმულ წარმატებათა კვანძებს


თითოეულ ადამიანს შეუძლია დაგეგმოს და რაღაც საფეხურამდე მომავალი მოქმედებები წინასწარ განჭვრიტოს. ამაში კი მას საკუთარი მეხსიერება ეხმარება.

წარსულსა და მომავალს შორის არსებობს ჩვენი აწმყო, ანუ დროის ის მონაკვეთი, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. ბევრი სწორად არ აფასებს დღევანდელ დღეს და ძალიანაც ცდება, რადგან გამოდის, რომ ყველაზე მთავარი და ძირითადი, რომელიც ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, ან ჭეშმარიტ სიყვარულს ვუწოდებთ, სადღაც შორეულ მომავალში ელოდება მათ. თუმცა, ეს ერთი მხრივ, არცთუ ისე ცუდია, რადგან მომავლისთვის წინსვლის სტიმულს იძლევა. მეორე მხრივ, კი ვერ ვამჩნევთ, რომ ნებისმიერი სერიოზული მოვლენა შემთხვევით კი არ მოხდა, არამედ მომავალი საქმის სასარგებლოდ მომზადდა და ჩაეყარა საფუძველი. ირგვლივ ადამიანებს და რეალურ შესაძლებლობებს ან ვერ ვამჩნევთ, ან უკუვაგდებთ, სწორედ იმის გამო, რომ დღეს დრომ თავისი დანიშნულება დაკარგა. ადამიანები კი ასეთი ცხოვრების წესით საკუთარ კარმას კეტავენ და აბინძურებენ.

რატომ უჭირთ ადამიანებს აწმყოს რეალურად აღქმა? ამის პირველი მიზეზი დროის აღქმაში გაურკვევლობაა. მაგალითად, თუ დრო სწრაფად მიდის და ქრება, ესე იგი თქვენი ყურადღება დღევანდელ დღეზეა მიმართული და ფოკუსირებული. ასეთი შეგრძნება ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ცხოვრებაში რაღაცას ზურგს აქცევთ, რაღაცის შემჩნევა, ცნობა, აღიარება არ გსურთ.

თუ ვერ გაგირკვევიათ, რის მიღება არ გსურთ, ან რას გაურბიხართ ცხოვრებაში, კარგად დაფიქრდით და ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედეთ. თუ ეს რაღაც უკვე თქვენი ცხოვრების რეალური ნაწილია, ალბათ მისი მიღება მაინც მოგიწევთ და კოსმოსს თქვენ ვერ შეეწინააღმდეგებით. ამიტომ, უმჯობესია, ეს ახლავე გააკეთოთ და არ დაელოდოთ მომენტს, სანამ შემდეგ რამე მოხდება.

მეორე მიზეზი კი ის არის, როცა სინამდვილესთან კონტაქტს წყვეტს ადამიანი. ამ დროს სხეულს რაღაც ემართება, თითქოს მის შეგრძნებას კარგავთ. ამ დროს ქრება მოხერხებულობა, ცხოვრების ჩვეული რიტმის შეგრძნება და სხეულთან ჰარმონია ირღვევა. ეს უბრალოდ უგუნებო-უქეიფოდ ყოფნა როდია. მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, ვინაიდან ფიზიკური შეგრძნება ჩვენზე უფრო შორსმჭვრეტელია და ჩვენს ქვეცნობიერთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

მესამე მიზეზი გრძნობების ერთგვარი დაჩლუნგებაა. სინამდვილესთან კონტაქტის არქონა წარსულში გვაბრუნებს და ჩვენი ცხოვრება რაღაც უგრძნობი სიტუაციების შემადგენლობას ემსგავსება.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დროის შეჩერება გვინდა, ეს არარეალური და შეუძლებელია. სამაგიეროდ, მისი აღქმის შეცვლა კი შეგვიძლია. ნურც გუშინდელ დღეს დაივიწყებთ და ნურც მხოლოდ ხვალინდელზე იოცნებებთ. შეიგრძენით ყოველი წამი, ყური დაუგდეთ რას გვთავაზობენ ყოველდღიურად ვარსკვლავები, გაითვალისწინეთ მათი პროგნოზები და რჩევები, დაიზღვიეთ თავი და ნეგატიურ დღეებში მეტად ფრთხილი და წინდახედული იყავით.

ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით და ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი თქვენთვის გაცილებით სასიკეთო და მარგებელი აღმოჩნდება.


скачать dle 11.3