კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

რა შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეს ცხოველს სტერილიზაცია და რისი რისკი მცირდება სტერილიზებული ცხოველის ორგანიზმში


ბოლო დროს ბევრი ადამიანი მიმართავს ვეტერინარს იმისთვის, რომ ძაღლს სტერილიზაცია გაუკეთოს და ამით ბევრი პრობლემა აიცილოს თავიდან. ეს კი განსაკუთრებულ შემთხვევებშია საჭირო და ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ. ამიტომ, ამ მეტად საჭირო და საინტერესო საკითხის შესახებ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ.

ზაქრო ბაჯიაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია ვეტერინარიაში აქტუალური გახდა ცხოველების სქესობრივი სტერილიზაცია. ძალიან ბევრ პატრონს უჩნდება კითხვა ვეტერინართან, თუ რატომ უნდა ჩაუტაროს საკუთარ ცხოველს სქესობრივი სტერილიზაცია, რომელ ასაკშია ეს უკეთესი, ან საერთოდ, ღირს თუ არა ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი ცხოველის პატრონის გადასაწყვეტია, ვეტერინარი კი ვალდებულია მაქსიმალურად გაარკვიოს.

– რის შესახებ უნდა იყოს პატრონი აუცილებლად ინფორმირებული?

– თუ პატრონს არ სურს, რომ ცხოველს შთამომავლობა ჰყავდეს და არ დაიტვირთოს თავი მათზე ზრუნვით, სასურველია, სტერილიზაციის ჩატარება.

– ზრუნვა რა პერიოდს მოიცავს?

– საჭიროა ცხოველის მოვლა სქესობრივი ციკლის დროს, მისი შეჯვარება, ასევე მოვლა მაკეობისა და მშობიარობისას. თუ ეს ყოველივე რთულია პატრონისთვის ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, ცხოველს სტერილიზაცია ჩაუტარდეს.

ქიმიური კონტრაცეპტივების გამოყენება არღვევს ორგანიზმის ჰორმონალურ სტატუსს, რაც მომავალში ისეთი პათოლოგიების განვითარებას იწვევს, როგორებიცაა: საკვერცხეების კისტა, საშვილოსნოს ლითონისებური ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს სიმსივნეები. ასევე, ხშირად ვითარდება ჰიდრო და პიომეტრიები. აღნიშნული პათოლოგიები იკურნება მხოლოდ ქირურგიული მეთოდით. გარდა ამისა, თუ არასტერილიზებული ცხოველი სიცოცხლეში ერთხელაც არ ყოფილა მაკედ, მაშინ ასაკში შესვლისას იზრდება რისკი, რომ განუვითარდეს გამრავლების ორგანოების პათოლოგიები. ასევე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ადრეულ ასაკში სტერილიზებულ ცხოველს მნიშვნელოვნად უმცირდება სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკი.

– რაზეა დამოკიდებული სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები?

– სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების უმრავლესობა არის ჰორმონზე დამოკიდებული. თავიდან რომ ავიცილოთ სხვა სარძევე ჯირკვლის ჩამოყალიბება, მის მოცილებასთან ერთად, აუცილებელია, სასწრაფოდ ჩატარდეს ოვარიოგისტეროქტომია. ხვადებსაც სქესობრივი აგზნების დროს შეიძლება, ჩამოუყალიბდეთ განსაკუთრებით ძლიერი აგრესია, ახლობელი ადამიანისა და პატრონის მიმართაც კი. სტერილიზაცია აქვეითებს აგრესიას და ცხოველი მართვადი ხდება.

– როგორ იცვლება ცხოველის ხასიათი სტერილიზაციის შემდეგ?

– თითქმის ყოველთვის, სტერილიზაციის შემდეგ აგრესიული ცხოველი უფრო წყნარი და მშვიდი ხდება. ცხოველის ხასიათი ძალიან არის დამოკიდებული მის ტემპერამენტზე, იმაზე თუ როგორი იყო ის სტერილიზაციამდე. თუ ცხოველი ძალიან აქტიური და მოძრავია, ის, როგორც წესი, ისეთივე დარჩება. ზოგიერთი ცხოველი სტერილიზაციის შემდეგ წონაში იმატებს, რაც სტერილიზაციის ნეგატიურ შედეგად უნდა ჩაითვალოს. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალანსებული კვებით, საკვებში ნაკლები კალორიებით, შეიძლება, ვაკონტროლოთ ცხოველის სხეულის მასა და შენარჩუნდეს ის ნორმის ფარგლებში.

– კიდევ რა უკუჩვენება აქვს სტერილიზაციას?

– არის კიდევ ერთი უკუჩვენება, რომელიც ძირითადად აღინიშნება დიდი ტანის ჯიშებში, ესაა უნებლიე შარდვა, რასაც საშვილისნოს ამპუტაცია იწვევს, როცა მისი ამოკვეთა ძალიან მაღლა, ყელთან ახლოს მოხდა და ამ დროს დაზიანდა შარდის ბუშტის სპინქტერი.

– რა შემთხვევაში უნდა მოხდეს ცხოველის სტერილიზაცია?

– სტერილიზაცია აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ისეთ ცხოველს, რომლისგანაც არ იგეგმება შთამომავლობის მიღება. ასევე აუცილებელია სტერილიზაცია ისეთი ცხოველისთვის რომელიც დამაკების შემთხვევაში, ვერ შეძლებს ნორმალურ მაკეობას და მშობიარობას, თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადების გამო. ასეთი ხელისშემშლელი დაავადებებია: მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიები, მენჯის ძვლის მოტეხილობა და ასე შემდეგ. პირადი და გარშემო მყოფების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია აგრესიული და ავი ცხოველის სტერილიზაცია. აღნიშნული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით კეთდება.


скачать dle 11.3