კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ მოვუარო ანანასს და რა სიხშირით უნდა მოვრწყა ის ზამთარში?

პასუხი: ამ მცენარეს დასვენების პერიოდი არ აქვს, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში სინათლეში უნდა ამყოფოთ. მისი ზამთრის მინიმალური ტემპერატურა პლუს 14-16 გრადუსია. მთელი წლის განმავლობაში სითბო არ მოაკლოთ. მას ზაფხულობით ხშირი მორწყვა სჭირდება, ზამთრობითაც მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს. რაც უფრო გრილია ზამთარი, ანანასს მით ნაკლები ტენი სჭირდება. ამ მცენარისთვის საუკეთესო პირობებია: სითბო, კარგი განათება, საშუალო ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე, ბრომელიებისთვის განკუთვნილი მიწა. ოთახის პირობებში მისი ნაყოფის დამწიფებას რამდენიმე თვე სჭირდება, თანაც, ვერც საკმარისად იზრდება და საკვებადაც უვარგისია. თუ ზამთრის ბაღი გაქვთ, უმჯობესი იქნება, ანანასი იქ მოათავსოთ.

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა ექვერია და რა ადგილას მირჩევთ მის დადგმას?

პასუხი: ზაფხულობით ექვერიას ნიადაგს შეშრობა აცადეთ და ისე მორწყეთ, რომ მიწა კარგად დასველდეს. ზამთარში მას ხშირი მორწყვა არ სჭირდება. თუ მცენარეს ფოთლები დაურბილდა ან დაუჭკნა, ეს იმას ნიშნავს, რომ წყლის დასხმა უნდა. მორწყვისას ქოთანი რამდენიმე წუთით წყალში ჩადგით და შემდეგ დაწრიტეთ – ასე ფოთლები მშრალი დარჩება და აღარ დაულპება. სინათლის ნაკლებობამ, შეიძლება, ძალიან დააზიანოს მცენარე, ან მისი დეფორმაცია მოხდეს, ამიტომ, დადგით განათებულ ადგილას. ბინაში მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი მზიანი ფანჯარაა.

კითხვა: როდის უნდა იყოს ყოჩივარდას მიწა ტენიანი და რამდენ ხანში ერთხელ მირჩევთ მისთვის დამატებითი საკვების მიწოდებას?

პასუხი: ყოჩივარდა სამ კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დაყვავილების შემდეგ თანდათან შეამცირეთ მორწყვა მანამ, სანამ ფოთლები გაყვითლდება. ზაფხულის ბოლოს ან ადრიან შემოდგომაზე ბოლქვი გადარგეთ და ქოთანი დადგით ნათელ ადგილას. მიწა ტენიანი უნდა იყოს, სანამ მცენარე ზრდას დაიწყებს, შემდეგ კი ჩვეულებრივად მორწყეთ.

კითხვა: რა ტემპერატურას იტანს კუფეა ზამთარში?

პასუხი: ამ მცენარეს მზე უყვარს, თუმცა იტანს დაბალ ტემპერატურასაც. ზამთარში მისთვის უმჯობესია პლუს 8-10 გრადუსი, რადგან მეტისმეტ სიცივეში შეიძლება ფოთლები დასცვივდეს. კარგია, თუ მზიან ფანჯარაზე დადგამთ.


скачать dle 11.3