კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალი ვარ!..


ქალი სრულყოფილი არსებაა, თუმცა მისი სრულყოფილებაც პირობითი და ფარდობითია. როცა ქალს არ აქვს პრეტენზია, იყოს სრულყოფილი, ან მიელტვოდეს მას, ეს სულაც არ არის მოსაწონი. ამბობენ, იდეალურია ქალი, რომელიც ნეგატიურს ივიწყებს, შლის მას მეხსიერებიდან და საყვარელ ადამიანთან მშვიდად აგრძელებს ცხოვრებასო. მაგრამ, ქალმა უნდა იცოდეს, რისი დავიწყება და „წაშლა“ არ შეიძლება. ქალი არ უნდა იყოს ბოღმიანი, არ უნდა ჩაიტოვოს წყენა გულში. მას სულ უნდა ახსოვდეს, რომ ვერავის მსაჯულად ვერ გამოდგება. თუმცა, ვერც ცოდვებს მიუტევებს ვინმეს.

ქალი იმისთვის არის შექმნილი, რომ უყვარდეთ, ესმოდეთ მისი და მფარველობდნენ მას. მაგრამ მამაკაცი, როგორი მონდომებითაც უნდა ეცადოს, ვერასოდეს გაუგებს ქალს ბოლომდე და ალბათ, ასეც არის საჭირო. მამაკაცი მამაკაცია, ქალი კი, ყოველთვის ქალად დარჩება ყველგან და ყველაფერში. ამას უნდა შევეგუოთ. რადგან ეს თითქმის იგივეა, სამგანზომილებიან ფილმს სათვალის გარეშე უყურო და ინერვიულო.

ქალი შეიძლება, ერთი ფრაზითაც მოხიბლო, მაგრამ ფრაზა ზუსტად უნდა იყოს „მიზანში მოხვედრილი“. მაგალითად, მე ქალი ვარ და გეტყოდი შენ, ჩემო ერთადერთო მამაკაცო: „ყოველთვის, როცა ჩემ გვერდით არ ხარ, სამყარო ყრუვდება, მუნჯდება და ეს სიჩუმე მაგიჟებს!“

P. S. ხშირად გაუმეორეთ საკუთარ თავს – მე ქალი ვარ! გახსოვდეთ, ეს მაგიური სიტყვებია, რადგან ქალს ძალიან ბევრი რამ შეუძლია. ის უკვე არის სასწაულის თანამოზიარე, როცა ქვეყანას ახალ სიცოცხლეს უვლენს. ამიტომ, ნურასოდეს იწუწუნებთ და დაყრით ფარ-ხმალს. მხოლოდ თქვენზეა ყველაფერი დამოკიდებული საკუთარი და საყვარელი მამაკაცის აწმყოც და მომავალიც.


скачать dle 11.3