კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

წარმატების პრინციპები

 

საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს. რა თქმა უნდა, მისგან კულტი არ უნდა შექმნა, მაგრამ, საკუთარ პიროვნებას პატივი რომ უნდა სცე, ეს არ არის სადავო საკითხი. პიროვნული „მეს“ პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის ხასიათის მთავარი ბაზისია. მართლაც, თუ საკუთარ თავს არ სცემ პატივს. მით უფრო ვერ დააფასებ სხვების ღირსებებს და ვერც მათგან მოითხოვ იმავეს. არსებობს ექვსი მთავარი პრინციპი, რომელთა დაცვაც ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. შემდგარი პიროვნებისთვის კი აღარც წარმატებაა მიუწვდომელი.

1. მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ სინამდვილეში;

2. ყოველთვის მზად იყავით, პასუხი აგოთ საკუთარ საქციელზე;

3. უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, ასევე, საკუთარი პრინციპებისა და პოზიციის, მაგრამ, არ შეგეშალოთ – ეს უაზრო სიჯიუტეს არ ნიშნავს;

4. იყავით მართალი საკუთარი თავის წინაშე – ამაზე კარგს თქვენს თავს ვერაფერს გაუკეთებთ, არაფერი ასე არ აგამაღლებთ საკუთარ თვალში. ხოლო, როცა თავის პატივისცემა და რწმენა გაქვთ, ნებისმიერი სიძნელის დათმობა შეგიძლიათ;

5. ყოველთვის შეეცადეთ, გქონდეთ კონკრეტული მიზანი, მნიშვნელობა არ აქვს – რა, მთავარია, მიზანი არსებობდეს, რათა იცოდეთ, რისთვის ცხოვრობთ;

6. არასოდეს მოიტყუოთ თავი. შეიძლება, იმ წუთში ეს ტყუილი სასიამოვნოც კი იყოს, მაგრამ მომავალში  აუცილებლად გამოიღებს უარყოფით ნაყოფს.

P. S. შეიძლება, იფიქროთ, რომ თქვენ უკვე იცავთ ამ პრინციპებს, მაგრამ, კარგად დაფიქრდით, რამდენჯერ წასულხართ საკუთარი თავის წინააღმდეგ? ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება თქვენი წარმატების უცილობელი საწინდარი, თუკი ზედმიწევნით ზუსტად დაიცავთ მეექვსე და ბოლო პრინციპს – არასოდეს მოატყუოთ საკუთარი თავი.

скачать dle 11.3