კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პრობლემების დაძლევა მოუხდა ბავშვობის წლებში დრიუ ბერიმორს და ვისთან ერთად ითამაშა პირველად ფილმში 9 წლის სკარლეტ იოჰანსონმა


მრავალი ჰოლივუდელი მსახიობის შემოქმედებითი კარიერა ბავშვობის წლებში, სკოლამდელ ასაკში დაიწყო, მაგრამ მათმა უმეტესობამ ზრდასრული ასაკის მიღწევისთანავე სხვა პროფესია აირჩია და კინოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, მაყურებელმა კი მათი არსებობის შესახებ დაივიწყა. თუმცა, არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ისევე, როგორც ბავშვობის წლებში, ახლაც იმყოფებიან დიდების ზენიტში და ამინდს ქმნიან ჰოლივუდში, მაგრამ საბავშვო პერსონაჟების ნაცვლად ისინი სუპერმენებისა და საბედისწერო ლამაზმანების როლებს ირგებენ.

35 წლის დრიუ ბერიმორი 34 წელია, მსახიობობს. იგი ცნობილი სამსახიობო კლანის – ბერიმორების შთამომავალია: ბაბუამისი ჰოლივუდის ლეგენდა ჯონ ბერიმორი იყო, ხოლო ბაბუის ძმა – ლაინელ ბერიმორი. 1 წლის ასაკში იგი პირველად გამოჩნდა ეკრანზე, 5 წლისამ პირველი სერიოზული როლი ითამაშა ფილმში „შეცვლილი მდგომარეობა“, 7 წლის ასაკში კი მან სტივენ სპილბერგის გახმაურებულ „უცხოპლანეტელში“ ითამაშა და მის შესახებ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. დრიუს ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან, თუმცა მან დაძლია ყველაფერი და ამჟამად ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება.

„ბეტმენის“ როლის შემსრულებელმა და ახალი „ტერმინატორის“ ვარსკვლავმა, 36 წლის კრისტიან ბეილმა, კარიერა 9 წლის ასაკში, ერთ-ერთი სარეკლამო რგოლით დაიწყო. 12 წლისამ სატელევიზიო სერიალ „ანასტასიაში“ ითამაშა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ის გადაიღეს, ასტრიდ ლინდგრენის საბავშვო ზღაპრის მიხედვით გადაღებულ ფილმში – „მიო, ჩემი მიო“. მოგვიანებით კრისტიანმა სტივენ სპილბერგის „მზის იმპერიაში“ ითამაშა და მცირე ხნით ეკრანიდან გაუჩინარდა, თუმცა დღეისთვის იგი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მამაკაც მსახიობად ითვლება ჰოლივუდში.

47 წლის ჯოდი ფოსტერმა, „მავერიკისა“ და „კრავთა დუმილის“ ვარსკვლავმა, კინოკარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო. „ოსკარის“ ორგზის მფობელი ფოსტერი, 10 წლის ასაკიდან, რეგულარულად, წელიწადში 1-2 ფილმში ასრულებდა მთავარ როლებს. მისი ბავშვობის დროინდელი ფილმებიდან აღსანიშნავია: „სენსაცია – კანზას-სითი“, „ტომ სოიერი“ და „ალისა აქ აღარ ცხოვრობს“, ხოლო მისი ზრდასრული კარიერის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. აღსანიშნავია, ჯოდი ფოსტერი იაფფასიანი ფილმებით არ ინტერესდება.

ფროდოს „ბეჭდების მბრძანებლიდან“ ელაიჯა ვუდს, თავისი 29 წლიდან 22 წელი კამერის წინ აქვს გატარებული. ჯერ კიდევ ეკრანზე გამოჩენამდე, ბავშვობისას იგი მოდელი იყო, შემდეგ კი პოლა აბდულის კლიპ „ფორევერ იორ გერლში“ გამოჩნდა. მისი ბავშვობის დროინდელი ფილმებიდან აღსანიშნავია „უკან – მომავალში 2“, „ავალონი“ და „სამოთხე“, რომელმაც ვუდს უდიდესი წარმატება მოუტანა.

30 წლის კრისტინა რიჩის კინოკამერის წინაშე 24 წელი აქვს გატარებული. დიდ ეკრანზე მისი დებიუტი „ქალთევზაში“ შედგა, სადაც მისი პარტნიორები შერი, ვაინონა რაიდერი და ბობ ჰოპკინსი იყვნენ. ამის შემდეგ კრისტინამ კიდევ ერთ გახმაურებულ ფილმში „ადამსების ოჯახში“ ვენსდეილის როლი შეასრულა და საბოლოოდ დამკვიდრდა ჰოლივუდის ელიტაში. ამჟამად იგი ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და მაღალანაზღაურებად კომედიურ მსახიობად ითვლება ჰოლივუდში.

„ტიტანიკის“ ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ 14 წლის ასაკში გადაწყვიტა, მსახიობი გამხდარიყო და დაიქირავა აგენტი, რომელიც მისთვის როლების მოძიებით იყო დაკავებული. თუმცა პირველად იგი კამერის წინ ორ-ნახევარი წლის ასაკში გამოჩნდა, როდესაც მამამ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუს გადაღებაზე წაიყვანა. 1988 წლიდან დიკაპრიო სერიალ „როზანაში“ თამაშობდა, შემდეგ იყო სუპერპოპულარული „სანტა ბარბარას“ რამდენიმე სერია. გარდა ამისა, იგი სარეკლამო სფეროშიც იყო დაკავებული და 30-მდე რგოლში მიიღო მონაწილეობა. ამჟამად დიკაპრიო 35 წლისაა და მისი კარიერა წინ და წინ მიიწევს.

25 წლის სკარლეტ იოჰანსონმა კარიერა 9 წლის ასაკში დაიწყო და პირველი ფილმი, რომელშიც ის გამოჩნდა, იყო 1994 წელს გადაღებული დრამა „ნორტი“, სადაც მას პარტნიორობა გაუწია კიდევ ერთმა იმედის მომცემმა მსახიობმა ელაიჯა ვუდმა. ბავშვობის პერიოდში სკარლეტმა რამდენიმე ცნობილ ფილმში ითამაშა, მათ შორის – „მარტო სახლში 3“ და „მოჩვენებების სამყარო“, ამჟამად კი, იგი ჰოლივუდის სექსსიმბოლოდ და ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად მიიჩნევა.

ყველაზე ცნობილმა „ქერა ადვოკატმა“ ჰოლივუდიდან, 34 წლის რიზ უიზერსპუნმა, შოუ-ბიზნესს, კერძოდ კი – კინემატოგრაფს, თავისი ცხოვრების 20 წელი შეალია. პირველად იგი 1991 წელს გამოჩნდა დიდ ეკრანზე ფილმში „ადამიანი მთვარეზე“. ამჟამად რიზ უიზერსპუნი პოპულარული მსახიობია, რომელსაც დრამატული და კომედიური როლების შესრულება ერთნაირი წარმატებით შეუძლია.

35 წლის სეთ გრინი 26 წელია, დიდ კინემატოგრაფშია. 10 წლის ასაკში მან ითამაშა გახმაურებულ ფილმში, ბავშვი-ტრანსსექსუალის შესახებ გადაღებულ დრამაში – „რაღაც განსაკუთრებული“ და კინოკრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ამას მოჰყვა ასევე გახმაურებული საშინელებათა ფილმი – „ის“, სადაც გრინის მოწინააღმდეგე იყო სისხლისმსმელი კლოუნი. ამჟამად სეთ გრინი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომედიურ მსახიობად ითვლება ჰოლივუდში.

ზემოაღნიშნულ მსახიობებს თამამად შეიძლება დავუმატოთ 29 წლის ნატალი პორტმანი (16 შოუ-ბიზნესში), 28 წლის კრისტენ დანსტი – (25 წელი შოუ-ბიზნესში), 59 წლის კურტ რასელი – 47 წელი შოუ-ბიზნესში), 39 წლის ჯენიფერ კონელი – (28 წელი შოუ-ბიზნესში) და ცნობილი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი, 56 წლის რონ ჰოვარდი – (51 წელი შოუ-ბიზნესში).

P.S. მომდევნო ნომერში იმ ბავშვი-მსახიობების შესახებ მოგითხრობთ, რომლებმაც ზრდასრულ ასაკთან ერთად ინტერესი დაკარგეს კინოს მიმართ, ან, უბრალოდ, კინოკარიერა ვერ ააწყვეს.


скачать dle 11.3