კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და როდის გაიცნო გიორგი უშიკიშვილმა თავისი საცოლე და როგორ აწვალეს ის სამი წელი


გიორგი უშიკიშვილისთვის ეს ზაფხული ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. ის აქტიურად არის ჩართული ფოლკლორის ეროვნული ცენტრის რემონტის პროცესში და ამავე დროს აქტიურია შემოქმედებითადაც, პარალელურად კი, სიახლეებია მის პირად ცხოვრებაშიც, ის მალე დაოჯახდება და ქართული ტრადიციული ქორწილის გადახდასაც აპირებს. რატომ არ ჩნდება ჯერ თავისი რჩეულის გვერდით საზოგადოებაში, როგორ გაიცნო მან თავისი საცოლე და რატომ აწვალეს ის სამი წელი, თავად გვიამბობს.


გიორგი უშიკიშვილი: წელს განსაკუთრებული ზაფხული მქონდა. ფოლკლორის ცენტრის რემონტი დავიწყეთ და რაღაცნაირად, ჩემი წლევანდელი ზაფხული დაკავშირებულია სამშენებლო მასალებთან, გაჯთან და ასე შემდეგ. საბედნიეროდ, „ელიავას“ ბაზრობაზე არ მიწევდა სიარული, მაგრამ აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში. ამიტომ, ამ შენობაში გამომივიდა დასვენება და როგორც ჩანს, დეკემბრამდე მომიწევს ასე ყოფნა. ისე, სხვა ბევრი საქმეც მაქვს. დეკემბერში იმართება ფოლკლორის ეროვნული პრემიით დაჯილდოება. გვაქვს კიდევ რამდენიმე პროექტი. ჩატარდა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო. ახლა მივდივართ ექსპედიციაში ქვემო სვანეთში და წელს, დეკემბერში მინდა ამ შენობის გახსნა. ეს იქნება ძალიან სერიოზული კომპლექსი, რომლის ანალოგი ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც შეიძლება, არ იყოს. აქ იქნება გალერეა, არტკაფე, დარბაზი საინტერესო შეხვედრებისთვის, კულტურული ღონისძიებებისთვის. იქნება ასევე ფოლკლორული ნივთების მაღაზია, საკონცერტო დარბაზი, სცენა, ღია ეზო, სასტუმრო და ამ ყველაფრის დიზაინს აკეთებს გუგა კოტეტიშვილი. ჩვენი ფოლკლორის ცენტრიც ხომ, დაახლოებით, 70 წლის წინ მისმა ბაბუამ დააარსა. პარალელურად, რამდენიმე კონცერტი გვქონდა „ლაშართან“. ჩავწერე კლიპი აფხაზეთზე გოგონებთან ერთად და ახლა ვემზადებით სოლო კონცერტისთვის, თან „ლაშარის“ შემადგენლობაც დასაზუსტებელია. შეიძლება, რამდენიმე ადამიანი დავამატო. ვაპირებთ დისკის გამოშვებას, კეთდება „ლაშარის“ ვებგვერდი. ახლა უცხოეთში მივემგზავრებით. წელს მართლა რთული წელი მქონდა. კონცერტებიც გავმართეთ უცხოეთში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ უცხოელი ქართველები გააქტიურდნენ, მირეკავენ. ძალიან დიდი შრომა გავწიე ამ ყველაფრის მისაღწევად. მე ჩემს მოღვაწეობას დავარქვი „საბეჭდი მანქანიდან რადიო არხამდე“. ახლა, როდესაც ამდენი რამ გავაკეთე, ჩვენდამი ყურადღება უფრო გაიზარდა, გვაქვს საკუთარი შენობა, რადიოარხი, ხმის ჩამწერი სტუდია, ბიუჯეტიც ბევრად გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენც უფრო მეტი ყურადღებით ვართ, რომ რაც შეიძლება, მაქსიმუმი გავაკეთოთ.

– მართლა ბევრს შრომობ, მაგრამ ამდენი შრომის პარალელურად, სიახლეები გაქვს პირად ცხოვრებაშიც, ამაზე რას იტყვი?

– პირველი ქორწინების შემდეგ, პირად ცხოვრებას ცოტა ფრთხილად ვეკიდები. სულ სამი თვის წინ დაოჯახებას არც კი ვაპირებდი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე მოვიყვანდი ცოლს. უცებ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ სამი წელი მომწონდა ეს გოგო, რომელთანაც ზედმეტი არაფერი მქონია, შემთხვევით თუ შევხვდებოდი ხოლმე სადმე. ბოლოს აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანსაც მოვწონდი და უცებ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ერთი კვირა ღამე არ მძინებია. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. სხვათა შორის, ძალიან მიჭირს პირად ცხოვრებაში ცვლილებები. ადამიანი ერთი ეტაპიდან უნდა გადახვიდე მეორე ეტაპზე. აქამდე ვიყავი მარტო, ვფიქრობდი მხოლოდ საკუთარ თავზე, ჩემს საქმეებზე. ახლა კი გამიჩნდა უკვე სხვა საფიქრალი, მაგრამ ერთი რამ მაინც კარგია, რომ ყოველ დილით მამაჩემი არ მაღვიძებს სიტყვებით: „დროა, ცოლი მოიყვანო“. თუკი სადმე ჩავიდოდი სტუმრად, რომელ რეგიონშიც ვიყავი, იქიდან მატანდნენ გოგოს, მაგრამ იმერლებმა გაიმარჯვეს.

– როგორც ჩანს, საცოლის ვინაობას არ გვიმხელ, ოფიციალურად, როდის გამოჩნდებით ერთად საზოგადოებაში?

– ოფიციალურად ერთად გაზაფხულზე გამოვჩნდებით. მინდა, მქონდეს ნამდვილი, ტრადიციული ქართული ქორწილი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე სხვანაირი არ შემფერის, უბრალოდ, საზოგადოებას მინდა ვაჩვენო, როგორი უნდა იყოს ქართული ქორწილი. უმეტეს შემთხვევაში, ქართული ქორწილი არის ღრეობა, სადაც ტრადიცია დაკარგულია. ის სიმღერები, რომლებიც ადრე სრულდებოდა, ახლა აღარ სრულდება, მხოლოდ ქართული ცეკვის ტრადიცია შემორჩა, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს ნეფე-დედოფალმა. დამკვიდრდა, ისეთი ტრადიცია, რომელიც საერთოდ არ არის აუცილებელი. რაღაც დაწესებული სტანდარტები მე არ მომწონს. მაგალითად, ერთ-ერთ რაიონში ვიყავი ქორწილში, სადაც საზოგადოებას უნდოდა ტორტი. ველოდებოდით, როდის გაჭრიდნენ მას და რომ მოვითხოვეთ, გვითხრეს, ტრადიციაა, ასეთი ტორტი მეორე დღეს უნდა გაიჭრასო. მე მინდა, რომ ხალხს ვაჩვენო, როგორია ჩვენი ტრადიციები. საერთოდ, ქორწილი არის დღესასწაული, – ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, აპირებენ ერთად ცხოვრებას და უნდათ, ეს დღე იყოს მათთვის ლამაზი და ტრადიციული. ქართული სუფრა კიდევ ჩვენი კულტურის ნაწილია.

– სად და როდის გაიცანი შენი საცოლე?

– ჩემი საცოლე გავიცანი დაახლოებით 4 წლის წინ შარდენის ქუჩაზე, მეგობრებთან ერთად იყო. იქ მოვიდა ჩემი მეგობრის მეგობარი გოგონა, რომელიც აღმოჩნდა ჩემი საცოლის ბიძაშვილი. მოვიპატიჟეთ სუფრასთან, მაგრამ ჩვენთან ერთად არ დასხდნენ. თავიდან, სხვათა შორის, ჩემს მეგობარს მოეწონა და ის ცდილობდა, ტელეფონის ნომრის გაგებას. ძალიან იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს, დაახლოებით, თვეში ერთხელ. რამის თქმას როგორც დავაპირებდი, არც კი მისმენდა, ყოველთვის თავს მარიდებდა.

– თუ ასე იშვიათად ხვდებოდით ერთმანეთს, სიყვარული როდის მოვიდა თქვენთან?

– ბოლო პერიოდში თვითონ მითხრა, რომ თითქმის სულ ჩემ გვერდით იყავი და დავრწმუნდი, რომ არ დაგკარგავდიო. როდესაც გავიცანი, 19 წლის იყო. მაშინ ალბათ, სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყო. უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, სწავლა უნდოდა. თავს იკავებდა ჩემი ასაკის გამო. თავიდანვე ახლოს რომ ვყოფილიყავით ერთმანეთთან, ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურისკენ წავიდოდა და ასე იმიტომ მაწვალა სამი წელი.

– როგორც მივხვდი, შენი მომავალი მეუღლე მსახიობია?

– კი. სცენა ორივესთვის საყვარელი ადგილია. თან, არის ძალიან ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი. საერთოდ არ მიყვარს ისეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში ცდილობს, თავი ისე წარმოაჩინოს, როგორიც სინამდვილეში არ არის. ვერ ვიცხოვრებ ისეთ ადამიანთან, რომელიც 24 საათი გართობაზე ფიქრობს. მე მჭირდება გვერდით ადამიანი, რომელსაც ეყვარება ჩემი საქმე, ქართული ტრადიციები და მოწოდებული იქნება იმისკენ, შევქმნათ კარგი ქართული ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად თანამედროვე ადამიანად მივიჩნევ თავს, მაინც ვერ დავუშვებ, ჩემი ცოლი ყოველ საღამოს ან კვირაში ორჯერ მაინც, წავიდეს ღამის კლუბში და გაერთოს ჩემ გარეშე. მაგრამ, არც ისაა მისაღები ჩემთვის, რომ ადამიანი უნდა შებოჭო. არ ვეკუთვნი იმათ რიცხვს, რომ ფიქრობენ, ცოლი უნდა ტრიალებდეს სამზარეულოში, აკეთებდეს საჭმელს და უვლიდეს ბავშვებს. პირიქით, ქალმა მაქსიმალურად უნდა ამოწუროს თავისი შესაძლებლობები. თვითონ ადამიანისთვისაც რთულია, მთელი ცხოვრება იჯდეს სახლში. რა ჯობია იმ ოჯახს, როდესაც ცოლიც მუშაობს, ქმარიც, საღამოს ხვდებიან ერთმანეთს, ვახშმობენ, საუბრობენ შვილებზე, მათ მომავალზე. ადამიანების თანაცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან სასიამოვნოც. თუ მეუღლეები ხელს უწყობენ, ერთმანეთს, უყვართ და პატივს სცემენ, ვფიქრობ, ძალიან კარგი ოჯახი გამოვა.


скачать dle 11.3