კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ქმნის ბერლინში ექსპერიმენტულ მუსიკას ქართველი გოგონა და როგორ გამოვიდა ის „ბესარიონის“ ჩვენებაზე



ქეთი ვან დოლნ, იგივე ქეთი დოლნიკოვა ნიჭიერი მუსიკოსი და მომღერალია. მას დედა ქართველი ჰყავს, მამა – უკრაინელი. დაიბადა თბილისში და გაიზარდა მოსკოვში, ამჟამად კი ბერლინში ცხოვრობს და ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობს. ქეთის და ჰყავს, თეონა დოლნიკოვა, რომელიც ასევე ნიჭიერი მომღერალია. მიუხედავად იმისა, რომ დები მოსკოვში გაიზარდნენ, ორივემ ძალიან კარგად იცის ქართული ენა და ძალიან უყვართ საქართველო.



ქეთი ვან დოლნ: დედაჩემი ლიანა ხეჩუაშვილი ჟურნალისტია და ის მწერალ გიორგი ხეჩუაშვილის შვილია. მამაჩემი ვალენტინ დოლნიკოვი მოსკოველი უკრაინელია, ისიც პროფესიით მწერალი და ჟურნალისტია. მამაჩემი სტუმრად იყო თბილისში საერთო მეგობრებთან. ის საქართველოზეა შეყვარებული და სურდა, მის შესახებ რაიმე დაეწერა. დედაჩემმა რომ დაინახა, მამა საქართველოს დიდი პატრიოტი იყო, თანაც ძალიან მომხიბვლელი მამაკაცი, მაშინვე შეუყვარდა. ისინი რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ. თბილისში გადაიხადეს ქორწილი და მათი სტუმრები იყვნენ პაპაჩემის მეგობრები: ჯანსუღ ჩარკვიანი, ოთარ იოსელიანი, დიმა ერისთავი. დედა გათხოვების შემდეგ საცხოვრებლად მამაჩემთან, მოსკოვში გადავიდა, მაგრამ მე რომ უნდა დავბადებულიყავი, თბილისში წამოვიდა, რადგან ჩვენ ოჯახს ჰყავდა თავისი ექიმი – გივი ბაქრაძე. 3 თვის ვიყავი, როდესაც პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით. მოსკოვში ჩამიყვანეს, თუმცა პირველად თბილისში ამოვისუნთქე. მყავს და და დეიდაშვილი, რომელიც ძმასავით გვყავს – დათო სულაქველიძე, ნანა ხეჩუაშვილ-სულაქველიძის შვილი.

– მოსკოვში გაიზარდეთ?

– მოსკოვში გავიზარდეთ, საბავშვო ბაღშიც იქ დავდიოდით. მერე ფრანგულ გიმნაზიაში ვსწავლობდით და პარალელურად დავდიოდი „გნესინების“ სახელობის ჯაზ-აკადემიაში, მე ფორტეპიანოს და თეკა, ჩემი და – ვიოლინოს კლასში. ასევე დავდიოდით ქართულ ცეკვაზე. დედაჩემმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ქართულ კულტურას გავცნობოდით და ენა გვცოდნოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ვიზრდებოდით და იქ დედაჩემის გარდა ქართულად არავინ ლაპარაკობდა. დედა უკვე პენსიაზეა, თუმცა პატარა გოგონას ჰგავს. მამა წიგნების გამომცემელია და დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას.

– შენ და შენი და ბავშვობიდან მღერით?

– სკოლის შემდეგ სწავლა გავაგრძელე „გნესინების“ სახელობის ჯაზ-აკადემიაში ვოკალის ფაკულტეტზე. უგამოცდოდ მიმიღეს მეორე კურსზე და პარალელურად, ჩავაბარე უცხო ენების ინსტიტუტში, ფრანგული ენის ფაკულტეტზე. 1991 წელს, როდესაც საქართველოში ომი დაიწყო, მშობლებმა გვტაცეს ხელი მე და თეკას და წაგვიყვანეს თბილისში, ჩვენს ხალხს უჭირს და მათთან უნდა ვიყოთო. ასე რომ, ჩვენც ვნახეთ თბილისში უწყლობა, უშუქობა, უგაზობა. მე და ჩემი და თბილისში ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდით, ათარბეგოვის ქუჩაზე. გავაკეთეთ დუეტი „დილაო“ და მოსკოვში გამოვდიოდით. ძალიან ბევრი კონცერტი გვქონდა. მაშინ სულ პატარები ვიყავით. მერე „მიუზიკლ მეტრო“ დაიწყო და დრო აღარ გვქონდა. პირადად მე, ყოველთვის ვუსმენდი ელექტრონულ მუსიკას, ელექტრონულ როკს, „დეპეშ მოუდს“ და ასე შემდეგ. რადგან მომღერალიც ვარ, ამიტომ თავიდან ვოკალს უფრო დიდი ყურადღება მივაქციე. შემდეგ მე და თეკა მიგვიწვიეს „მიუზიკლ მეტროში“, სადაც თეკას მთავარი როლი შესთავაზეს, მე – კრიშაიდის როლი. ჩვენთან ერთად თეონა კონტრიძეც თამაშობდა ერთ-ერთ როლს. ეს იყო ჩემთვის მიუზიკლების ექსპერიმენტი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მიმართულება შევიცვალე. სხვადასხვა ჯგუფში ვმღეროდი, ინდიე-როკ-ელექტრონული სტილისტიკით დავინტერესდი, ჯაზ-ბენდიც მქონდა და ბევრი ძიების შემდეგ აღმოვჩნდი ბერლინში.

– როგორ აღმოჩნდი ბერლინში და ამჟამად რას საქმიანობ?

– 2005 წლის დეკემბერში გავთხოვდი, ჩემი მეუღლე გერმანელია. რამდენიმე წელი ვიცნობდით ერთმანეთს. იქ დაიწყო ჩემი მუსიკალური ძიების დასასრული. ბერლინი საინტერესო ქალაქია. აქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, აუდიო-ენგენერინგის კურსი გავიარე და ბოლოს ჩემი საკუთარი სტუდია შევქმენი, სადაც ვაკეთებ მუსიკას. სტუდია კულტურული ცენტრის პირდაპირ მდებარეობს. დაახლოებით, ერთი წლის წინ ჩამომიყალიბდა საბოლოო მუსიკალური წარმოდგენა და გავაკეთე პროექტი. ეს არის ელექტრომუსიკა მინიმალის გავლენით და „ტრაშ დრუმის“ გამოყენებით. მე ვარ ჩემი პროექტის „სოუნდ“ პროდიუსერი, თავად ვწერ მასალას და ვამიქსებ კიდეც. პროექტი მზად არის, ახლა ვფიქრობ, ვიდეოს გადაღებას. საერთოდ, პროექტთან დაკავშირებით ბევრი იდეა მაქვს. თუმცა, ამ ეტაპზე კონცერტებით ვარ დაკავებული. ცოცხალი კონცერტები მქონდა ბერლინში, გერმანიის სხვა ქალაქებში. საფრანგეთშიც აქვთ ჩემი პროექტის მიმართ ინტერესი და მოლაპარაკება მიმდინარეობს. მოსკოვში მქონდა გამოსვლები და ასევე, ვთანამშრომლობ რამდენიმე მუსიკოსთან. ერთ-ერთი, ვისთანაც ვითანამშრომლე იყო ჟორჟიკა, ქართველი ტექნო-მუსიკოსი, რომელიც ბერლინში იყო ჩამოსული. ასევე ვითანამშრომლე ნიუ-იორკელ მუსიკოსთან, ახლა კი ორ გერმანელ მუსიკოსთან ერთად გამოვდივარ. ერთ-ერთია „გეთ ფიზიკალ ლაბელის“ დიჯეი. ჩემთვის მთავარია, რამდენად გახსნილი გონება აქვს მუსიკოსს, არის თუ არა მზად ექსპერიმენტებისთვის და არ ეშინია ახალი რაღაცის გაკეთების.

– როგორ იღებს მაყურებელი შენს შემოქმედებას?

– სხვადასხვანაირად, მაგრამ როგორც წესი მოსწონთ. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ეს მუსიკა კინოში ან მოდების ჩვენებაზე წარმოუდგენიათ. მე ძალიან მაინტერესებს კინო, ამიტომ გეგმაში მაქვს ამ კუთხით თანამშრობლობაც. „ბესარიონის“ ჩვენებაზე მქონდა გამოსვლა და მაყურებელმა საოცრად კარგად მიიღო. გერმანიაში ძალიან მოსწონთ ჩემი მუსიკა, ბერლინის ანდერგრანდული საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს მას და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლაც რამდენიმე კონცერტია დაგეგმილი ბერლინში. კონცერტები ძირითადად სხვადასხვა ადგილებში იმართება.

– შენი მეუღლეც მუსიკოსია?

– არა, მაგრამ ძალიან მუსიკალურია. სახლში პულტი გვაქვს და ყოველთვის უკრავს სახლის „ფართებზე“.

– როგორი გართობა გიყვარს?

– სახლში ვაწყობ სალონურ მიღებას და მოდიან სტუმრები. ვსაუბრობთ სხვადასხვა – ფილოსოფიურ, ლიტერატურულ, მუსიკალურ თემებზე. ყოველთვის სხვადასხვა ეპოქას ვირჩევთ და შესაბამისად მისი შესაფერისი მუსიკა უკრავს, ჩაცმულობაც სათანადო გვაქვს ხოლმე. ახლახან ვისაუბრეთ მსახიობებსა და თვითმკვლელობაზე. ბევრი ისტორია გაგვახსენდა, ჯიმ მორისონი, ჯენის ჯოპლინი და ასე შემდეგ. თითქმის ყველა 27, 28 წლისანი იყვნენ. ჩვენ სალონს სტუმრობენ ჩემი მეგობრები, მხატვრები, მუსიკოსები, ფიარ-მენეჯერები. საღამო ყოველთვის საინტერესო და ხალისიანი გამოდის ხოლმე.

ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3