კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დამსახურებისთვის დააჯილდოვა ამერიკის მთავრობამ ყოფილი საბჭოთა სპეცაგენტი ვერცხლის ვარსკვლავით


გთავაზობთ ფრაგმენტს „კაგებეს“ პოდპოლკოვნიკ ევგენი ლოსევის წიგნიდან „ზღვარს მიღმა“.

სიცრუის დეტექტორი

1977 წლის 8 მაისს აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთ ბერლინში გადავედი და, როგორც შეთანხმებული ვიყავი, ჩემს მომავალ მეუღლეს, გრეტჰენს, საღამოს 8 საათზე სადგურზე შევხვდი. გრეტჰენი მაშინ 22 წლის გოგონა იყო და სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა. მე კი მასზე თითქმის ორჯერ უფროსი, 40 წლის, საბჭოთა უშიშროების ოფიცერი ვიყავი. გრეტჰენის სადაზღვევო აგენტობა რომ მისი ნამდვილი სამუშაოს ფარი, ანუ „ცეერუს“ შენიღბვა იყო, ამას პირველივე შეხვედრიდან მივხვდი. ასე რომ, გრეტჰენს არ გადავუბირებივარ და ის ვერც შეძლებდა ამის გაკეთებას. გაქცევის იდეა ჩემში ბოლო ათი წლის განმავლობაში მწიფდებოდა. მე აღარ მინდოდა „კაგებეში“ მუშაობა, რადგან ამ უწყებამ მრავალ ცოდვაში გამრია და მეტი აღარ შემეძლო.

„ცეერუს“ ბერლინის ფილიალში პოლკოვნიკი სამუელ ჯექსონი გამესაუბრა და მივხვდი, რომ მას ორმაგი აგენტი ვეგონე. ჭაღარათმიანმა ჯექსონმა ჰოლივუდური ღიმილი მაჩუქა და მითხრა:

– მისტერ ლოსევ, სიცრუის დეტექტორზე უნდა შეგამოწმოთ. ჩვენთან ასეთი წესია და ამ წესს ჩვენ ზუსტად ვასრულებთ.

ღიმილს ღიმილითვე ვუპასუხე:

– არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ, რაც თქვენ გგონივართ, ის რომ ვიყო და დეტექტორი გავაცურო, არ გეშინიათ?

– დეტექტორს ვერ გააცურებთ. გთხოვთ, ბატონო ლოსევ!

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დეტექტორი სამჯერ „სუფთად“ გავიარე. ჯექსონმა ხელი მაგრად ჩამომართვა, მხარზე ხელი მომითათუნა და მითხრა:

– სიმართლე გითხრათ, ორმაგი აგენტი მეგონეთ და შესაბამის სასჯელსაც გიმზადებდით.

– რა სასჯელს? – ვკითხე ჯექსონს.

– გამოვაცხადებდით, რომ „კაგებეს“ აგენტი შევიპყარით და საბჭოთა მხარის მოთხოვნით უკან დავაბრუნებდით. ისინი კი საკადრისად მოგხედავდნენ. იცით, ალბათ, რომ რუსები ჩავარდნილ აგენტებს არ სწყალობენ და მოღალატეებსა და ორმაგ აგენტებს როგორ უსწორდებიან.

– კარგად მომეხსენება, პოლკოვნიკო. როდესაც „კაგებეში“ ვმუშაობდი, მეც არაერთხელ შემისრულებია ჯალათის როლი. მარტო ის რად ღირს, რომ მაიორი სტაროსტინი ზედ ცხვირწინ აგაცალეთ, – ვუპასუხე ღიმილით.

ოპერაცია „ბურატინო“

მაიორი ვიტალი სტაროსტინი 1963 წელს გაიქცა დასავლეთში. მან უახლესი „მიგი“ გაიტაცა ხაბაროვსკიდან და ჯერ იაპონიაში გადაფრინდა, იქიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა და საბჭოთა კავშირი ძალიან აზარალა.

მოღალატე მაიორზე ნადირობა დაიწყო, თუმცა „ცეერუ“ მას გულმოდგინედ მალავდა. მიუხედავად ამისა, სტაროსტინს გუანტანამოზე მიაგნეს, სადაც ის „ზღვის ლომებთან“ იმალებოდა. ყველაფერი რომ გაირკვა და დალაგდა, ხელმძღვანელობამ გამომიძახა და გუანტანამოზე გამგზავნა მოღალატე მაიორის დასასჯელად.

– აბა, შენ იცი, ჟენია, – მითხრა გენერალმა ლევ სიდოროვმა, – ის ნაბიჭვარი მთელი სიმკაცრით უნდა დასაჯო.

„მთელი სიმკაცრით დასჯა“ საშინელ აღსასრულს ნიშნავდა და ამ „წმინდა მისიის“ შესასრულებლად კუნძულ გუანტანამოზე ამერიკელი ლეიტენანტის – ოსკარ გარიდსონის საბუთებით ჩავედი. მივლინების მიხედვით, მე საკვების ხარისხი უნდა შემემოწმებინა და ეს ძალიან ხელსაყრელი ფარი იყო, რომელიც უფლებას მაძლევდა, ყველგან შემეღწია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, 1963 წლის 2 ნოემბერს, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებულ C ბლოკში შევაღწიე. ხელში პლასტმასის ჩემოდანი მეჭირა, რომელიც ვითომდა მინი-ლაბორატორია იყო, რითაც საკვების ხარისხს ვამოწმებდი, სინამდვილეში კი მის საიდუმლო ფსკერზე დასასჯელი მოწყობილობები ელაგა. ვიტალი სტაროსტინი ერთ-ერთ კოტეჯში ცხოვრობდა. თავზე რომ დავადექი მთვრალი იყო და ეძინა. მე ის გავკოჭე, ტომარაში ჩავაგდე და კუნძულის შუქურაზე ავათრიე. შემდეგ ჩემოდანი გავხსენი, მაყუჩიანი ხერხი ამოვიღე, სტაროსტინი რვა ნაწილად დავხერხე, შუქურის ირგვლივ ჩამოვკიდე ისინი და ერთი საათის შემდეგ უკვე კუბისკენ მივქროდი სწრაფმავალი კატერით.

როგორც რამდენიმე საათში შევიტყვე, როდესაც შუქურა აინთო და სტაროსტინის დანაწევრებული სხეულის ნაწილები გაანათა, ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ელდა ეცათ. ასე ვექცეოდით მოღალატეებს და ახლა, ალბათ ჩემზეც ასეთივე ნადირობა გამოაცხადეს.

P. S. პოდპოლკოვნიკი ლოსევი 1982 წელს მძიმედ დაჭრეს, მაგრამ ის სიკვდილს გადაურჩა და ამერიკის მთავრობამ ის ვერცხლის ვარსკვლავით დააჯილდოვა.


скачать dle 11.3