კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ თვეში დაბადებულ ადამიანს რომელი დაავადების საფრთხე ემუქრება და რა კავშირშია ამასთან ჩასახვის მომენტი


ვარსკვლავებისა და პლანეტების წამიერი განლაგება განსაზღვრავს ადამიანის ბედს მისი დაბადების მომენტში და ეს ბედი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გასდევს.

ჩასახვისა და დაბადების თარიღი ბავშვის ცხოვრებაზე მართლაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომაც არის საჭირო ასტროლოგიური პროგნოზის შედგენის დროს ადამიანის დაბადების ზუსტი საათისა და წუთის გათვლა.

სხვათა შორის, ჩასახვის მომენტი ადამიანის ჯანმრთელობაზეც აისახება.

ზაფხულში და შემოდგომაზე მომავალი დედის ორგანიზმი ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და მინერალებითაა სავსე და შედარებით სუფთა ჰაერსაც ჩაისუნთქავს. ამ დროს ჯანმრთელი ბავშვის დაბადების მეტი შანსია.

ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე ქალი ნაკლებ ვიტამინებს იღებს, განიცდის მზის სხივების დეფიციტს, ორგანიზმი დასუსტებულია და, ამიტომ, მეტი შანსია, ადამიანს სეზონური დეპრესია ან ვირუსული ინფექცია შეეყაროს. ამ დროს, ყოველივე ამის ფონზე, შედარებით სუსტი ჩვილები იბადებიან.

ასტროლოგიურად თავისებური კავშირი აქვს ბავშვის გუნება-განწყობასთან მამასაც. გაზაფხულზე შედარებით მხიარული გუნების ბავშვები ისახებიან, შემოდგომით კი – მოწყენილები და ნელები.

ამ დროს მშობლის ასაკსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასევე, მნიშვნელოვანია მომავალი დედის სწორი კვება, სიმშვიდე, სუფთა გარემო და ასე შემდეგ.

მართალია, ბუნებაში ყველაფერი თუ არა, უმეტესობა შემთხვევებისა სპონტანურად ხდება, თუმცა, კარგი იქნება, თუ ბავშვის ჩასახვას მაინც ვარსკვლავებს დაეკითხებით.

ასევე, ასტროლოგებმა გამოიკვლიეს, რა კავშირია ადამიანის დაბადების თარიღსა და ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის. აღმოჩნდა, რომ დეკემბერსა და იანვარში დაბადებულ ადამიანთა უმრავლესობას სასუნთქი ორგანოების დაავადებები აწუხებთ; თებერვალსა და მარტში დაბადებულებს – ეპილეფსია და შიზოფრენია, ასევე, ხშირი დეპრესიები; აპრილსა და მაისში დაბადებულებს – ანორექსია და პარკინსონი; ივნისში და ივლისში დაბადებულ ადამიანებს – ალერგია; აგვისტოში დაბადებულებს – ლეიკემია; სექტემბერსა და ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს – ალკოჰოლიზმი და შიშები; ნოემბერში დაბადებულებს – ხშირი დეპრესიები და ვენების გაგანიერება.

ამიტომ, სასურველია ბავშვის ჩასახვის მომენტი წინასწარ დაგეგმოთ და ამით უამრავი პრობლემაც აიცილოთ სამომავლოდ და საკუთარი შვილის ჯანმრთელობაც ვარსკვლავებისა და პლანეტების ხარჯზე „დააზღვიოთ“.

скачать dle 11.3