კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


მარტიროსოვი-მარტიროსაშვილი-მარტიროზოვი-მარტირუზოვი-მარტიროსიანი

ერთ-ერთი ავტორი ხშირად არამართებულად ხმარობს ხოლმე მარტიროსოვის ნაცვლად მარტიროსიანს.

ვისაც აღნიშნული გვარები აინტერესებს, შევთანხმდეთ: ქართველებს დამოუკიდებლად გვარი მარტიროსოვი არ გვქონია. საქართველოში გვხვდება როგორც მარტიროსოვი, ისე მარტიროზოვი და დამახინჯებული ფორმით – მარტირუზოვი. პიროვნებები, ვინც ამ გვარებს ატარებენ (მარტიროსოვი, მარტიროზოვი, მარტირუზოვი), არიან სომხებიც და ქართველებიც.

ქართველი მარტიროსოვები მესხეთ-ჯავახეთის თავადური საგვარეულოდან – გოგიბაშვილიდან (გოგებაშვილი) იღებენ სათავეს.

გოგიბაშვილი-მარტუილოზაშვილი-მარტიროზაშვილი-მარტიროსაშვილი-მარტიროსოვების გვარის შესახებ არაერთი სტატია დაიბეჭდა. მის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ წიგნში – „ქართული გვარ-სახელების“ პირველ ტომში.

საქართველოში 686 მარტიროსოვია დაფიქსირებული, მათ შორის არიან როგორც სომხები, ასევე ქართველებიც.

გვარის ფუძე – მარტიროს – ბერძნულ-რომაული სიტყვაა და ნიშნავს „წამებულს“, „მარტვილს“.

რევაზიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რევაზი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და „კმაყოფილს“ ნიშნავს.

რევაზიშვილები ისტორიულად ამილახვართა შთამომავალნი არიან, „რომელნიც განიყოფიან სხვადასხვა სახელად – რევაზიშვილებად, ქაიხოსროშვილებად, ბეჟანიშვილებად, ერასტიშვილებად, გივიშვილებად; ხოლო პირველი თავადობის ადგილი და ამილახვრობა-სპასპეტობა იყო რევაზიშვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვათა აქუნდათ მეორისა და მესამისა თავადისა ხარისხნი და პატივი“.

„თავადი გურჯი რევაზიშვილნი არიან ბარათაანთ გვარისანი, გარნა გაუგვარდათ სახელი სომხობისა გამო, რომელ გურჯი რევაზად სახელდეს თათართა, ოდეს ბრძოდნენ მათ და რომელნიც ითარგმნების (გურჯი) ქართველი რევაზ და ესე გვარი მიიღო რევაზმან დროსა მეფისა ვახტანგისასა 1703 წელსა და მუნითგან იწოდებიან გურჯი რევაზიშვილებად მისნი შთამომავალნი და არიან რამდენსამე სახლად სომხეთსა შინა“.

რევაზიშვილი ნაწარმოებია კიდევ რამდენიმე წარჩინებული საგვარეულოდან.

საქართველოში 2 155 რევაზიშვილი ცხოვრობს.

314 – რევაზაშვილი.

პავლიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პავლე, რომელიც ლათინური წარმოშობისაა და ქართულად „პატარას“, „მცირეს“ ნიშნავს.

1523 წელს პავლიაშვილი მოიხსენიება ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც ავთანდილ ჯავახიშვილის ამირბარ მაღალაძისათვის მიუცია.

ასევე, 1718 წელს ბარათაშვილთა გაყრის წიგნში მოხსენიებულია გვარი პავლიაშვილი.

1721 წელს ენაგეთში არიან მოხსენიებულნი პავლიაშვილები, როგორც აზნაურები.

1818 წელს წინწყაროში მოიხსენიება მღვდელი დიმიტრი პავლიაშვილი.

საქართველოში 2 895 პავლიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 777, გორში – 681, სიღნაღში – 189. არიან სხვაგანაც.

ერაძე

ჩვენს ხელთ არსებული საბუთებით, გვარი ერაძე დამოუკიდებლად ნაწარმოები გვარია.

ილია მაისურაძე, წიგნში „ქართული გვარსახელები“, წერს: „ერაძე – ფარახეთი, ონის რაიონი; საკუთარი სახელი – ერა“.

ამავე ძირისაა გვარი ერიაშვილი.

„ერაძენი ბობოთას მცხოვრებნი, ბაგრატ მეფემ მათი შეწირულება განუახლა მთის წმიდა გიორგის ეკლესიას იმ პირობით, რომ ღაღანიძესა და ძაგანიშვილს მათზე უფლება არ ჰქონოდათ (1463-1478 წლები)“.

საქართველოში 1 455 ერაძე ცხოვრობს: თბილისში – 584, ქუთაისში – 245, ტყიბულში – 170. არიან სხვაგანაც.

83 – ერაშვილი: თბილისში – 38, ლაგოდეხში – 12, რუსთავში – 8. არიან სხვაგანაც.

ბერძენი

ეს გვარი მივიღეთ ფუძით – ბერძენი. ქართველებთან ის გვარად ქცეული ეთნონიმია. მისგან ასევე მიღებულია გვარები: ბერძენიშვილი, ბერძნიშვილი, ბერძენიძე, ბერძული, ბერძელიშვილი.

ბერძენასშვილი-ბერძნიშვილები იყვნენ აზნაურები და შეტანილები არიან 1783 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატში.

რუსული კალკით კი გვხვდება გვარი ბერძენოვი.

საქართველოში 51 ბერძენი ცხოვრობს: ფოთში – 23, ქუთაისში – 17, თბილისში – 7. არიან სხვაგანაც

ბერძენაძე – 401: ქუთაისში – 192, წყალტუბოში – 56, ბაღდადში – 54. არიან სხვაგანაც.

ბერძენია – 40: ზუგდიდში – 19, წალენჯიხაში – 5, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.

ბერძენიშვილი – 2 665: თბილისში – 1 050, ჩოხატაურში – 389, რუსთავში – 146. არიან სხვაგანაც.

ბერძენიძე – 120: თბილისში – 40, ახალციხეში – 26, საჩხერეში – 16. არიან სხვაგანაც.

22 – ბერძენოვი: მარნეულში – 12, თბილისში – 6, რუსთავში – 4.

208 – ბერძნიშვილი: გორში – 101, მცხეთაში – 45, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.

200 – ბერძული: თერჯოლაში – 98, ქუთაისში – 35, თბილისში – 27. არიან სხვაგანაც.

25 – ბერძულიშვილი: ზესტაფონში – 9, თბილისში – 5, რუსთავში – 5. არიან სხვაგანაც.

52 – ბერძენაშვილი.

კიკვილაშვილი

ქართული გვარის ფუძეა სიტყვა კიკა. სულხან-საბასთან „კიკვა“ მეთოფეს, მეომარს, ჯარისკაცს ნიშნავს.

ამავე ძირისაა გვარები: კიკავძე, კიკვიძე.

საქართველოში 207 კიკვილაშვილი ცხოვრობს: გორში – 105, თბილისში – 85, რუსთავში – 10. არიან სხვაგანაც.

ალავერდაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ალავერდა, რაც თურქულად „ღმერთმა მოგვცას“ ნიშნავს. არის ქართული სიტყვა ალავერდიც, რაც იონჯას ნიშნავს და მოხსენიებულია ისტორიულ საბუთებში.

ქართველებში ქალს შვილი რომ არ რჩებოდა, მუსლიმან მოლასთან მიდიოდა და მისი თხოვნით სახელად ალავერდას არქმევდნენ.

კუმისში ალავერდაშვილები 1873 წლის აღწერაში ალავერდოვებად ჩაწერეს. ალავერდაშვილების ძმათა შვილები არიან ენაგეთელი ალიხანაშვილები (იგივე ალიხანოვები) და ბეჟანიშვილები (ზოგი – ბეჟანოვი).

ალავერდაშვილი, ალიხანაშვილი და ბეჟანიშვილი ქვემო ქართლის მებატონე-მემამულე იაგულაშვილებიდან იღებს სათავეს.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3