კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ დააშორა ერთმანეთს მამა-შვილი და ვინ ეძებს ირკუტსკიდან მამას საქართველოში


29 წლის დენის ფრიდონის ძე გოგბერაშვილი ეძებს 1964 წელს დაბადებულ ფრიდონ ალექსანდრეს ძე გოგბერაშვილს.

ისტორია: 2006 წლიდან აქტიურად ვეძებ მამას, 1964 წელს დაბადებულ ფრიდონ ალექსანდრეს ძე გოგბერაშვილს. მამაჩემი წარმოშობით, რამდენადაც ვიცი, დასავლეთ საქართველოდანაა. დამოუკიდებლად მისი პოვნა ვერ მოვახერხე. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში.

– დენის, როგორ დაკარგეთ მამა? გვიამბეთ თქვენი ისტორია.

– ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ირკუტსკის მხარეში გაიცნეს, სადაც მამაჩემი ჯარში მსახურობდა, 1982 წელს. 1984 წელს მამაჩემმა სამსახური დაასრულა და თავის სამშობლოში დაბრუნდა, მას შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცი. მთელი ჩემი ცხოვრება ძალიან მინდოდა, მამის პოვნა, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა. 2006 წლიდან განვათავსე განაცხადი „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე. სამწუხაროდ, დღემდე თქვენ გარდა, არავინ გამომხმაურებია. 2007 წელს განვაახლე განაცხადი, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. მაქვს მამაჩემის იმდროინდელი ფოტოები. დარწმუნებული ვარ, აღმოჩნდება ვინმე, ვინც მას იცნობს. მამაჩემს ალბათ დიდი ხანია, აქვს თავისი ოჯახი და მე დიდი სურვილი მაქვს (რა თქმა უნდა, მათი მხრიდანაც თუ თანხმობა იქნება), გავიცნო ეს ხალხი. შესაძლებელია, მე მყავს ნახევარ და-ძმა.

– თქვენი მშობლების დაშორების მიზეზი თუ იცით, რატომ დაკარგეს მათ ერთმანეთი?

– ნამდვილად არ ვიცი, რა მიზეზით დაშორდნენ ერთმანეთს. დედაჩემისთვის ეს არასდროს მიკითხავს. მით უმეტეს, რომ მე, რა ხანია, მამინაცვალი მყავს, რომელსაც ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის. დედა თავიდან წინააღმდეგიც კი იყო, როცა გაიგო, რომ მამის პოვნა მინდოდა. მითხრა: არ მინდა, მამაშენს რაიმე პრობლემა შეექმნას, როცა გაიგებს, რომ შვილი ეძებს. ხომ შეიძლება, მას ოჯახი აქვს და ჩვენ ხომ არ ვიცით, რა რეაქცია ექნებათ მათ. მაგრამ, შემდეგ დამთანხმდა და გამიგო. მე ხომ მაქვს უფლება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო მამაჩემი არა მხოლოდ სურათზე, არამედ რეალურად და გავიცნო. ალბათ, ისიც მოინდომებს ჩემს გაცნობას. იმედი მაქვს, ჩემი ისტორიით არავის შევუქმნი პრობლემებს. ბოლოს და ბოლოს, წლებია უკვე გასული მას შემდეგ და მე მშობელი მამისგან მისი გაცნობისა და ნახვის გარდა, არაფერს ვითხოვ.

– როგორ ფიქრობ, მამაშენი თუ გეძებდა როდისმე, ან რა რეაქცია ექნება, როცა გაიგებს, რომ შვილი ეძებს?

– მოხარული ვიქნები, თუკი გაუხარდება, ხოლო თუ არ ენდომება ჩემი ნახვა და ჩემთან დაკავშირება, მაშინ არც ეს არის პრობლემა. მე ამაშიც გავუგებ. უბრალოდ, წლებია, რაც ვეძებ და იმის გაგების ღირსი მაინც უნდა ვიყო, რომ კარგად და ჯანმრთელადაა. ნამდვილად არ ვიცი, მამაჩემი მეძებდა თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გვარი მისთვის უცნობი იქნებოდა. მაინტერესებს – ნახევარდა მყავს თუ ნახევარძმა? მათ თუ იციან ჩემი არსებობის შესახებ?

– მამის პოვნის შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, სად ან როგორ შეხვდებით ერთმანეთს, თქვენ ხომ ირკუტსკში ხართ, ის კი, სავარაუდოდ, საქართველოში?

– საერთაშორისო სამძებრო საიტის წესების მიხედვით, ჩვენი ურთიერთდაკავშირების დრო მისი პოვნის შემთხვევაში თქვენი გადასაწყვეტია. ანუ, თუკი ღმერთმა ინება და ვიპოვი მამას, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ ან როდის დაგვაკავშირებთ ერთმანეთს. მაგალითად, თუკი ისტორია სასიუჟეტოა, „ჟდი მენიამ“ შეიძლება ერთი თვის განმავლობაში არ გაამჟღავნოს, რომ ადამიანი ნაპოვნია. სამაგიეროდ, სტუდიაში ახვედრებენ ერთმანეთს ადამიანებს. ისე რომ, იქ მისულმა სტუმარმა არც კი იცის, რომ მისი ნათესავი თუ ახლობელი ნაპოვნია. მე უკვე წლების განმავლობაში ველოდები სიახლეს და კიდევ წელიწადიც შემიძლია, მოვიცადო. მთავარია, მამა ვიპოვო.

– ანუ, მამის პოვნის შემთხვევაში, თანახმა ხართ, კიდევ რამდენიმე თვე ელოდოთ მასთან დაკავშირებას?

– მთავარი ჩემთვის მისი პოვნაა. ლოდინის ფასი უკვე ვიცი. დედაჩემს არ სჯერა, რომ მამას ვიპოვი. მე კი მინდა მისი პოვნა და ვიცი, თუკი ადამიანს რაღაც ძალიან უნდა, ადრე თუ გვიან, ამას მიაღწევს. ვფიქრობ, ჩემს სურვილში ცუდი არაფერია. მინდა ვიცოდე ჩემი ფესვები სად არის და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩამოვიდე მამაჩემის სამშობლოში. ვნახო ჩემთვის ასეთი მშობლიური და ამასთანავე უცხო მხარე.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3