კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლუდი ძვირდება


ცუდი სიახლე ლუდის მოყვარულთათვის – ეს სასმელი მალე გაცილებით ძვირი ეღირება, ვიდრე ამჟამად. მარცვლეულის ღირებულების ზრდის გამო ლუდის გაძვირება გერმანიაში, სლოვაკეთსა და ავსტრიაში 2011 წლის დასაწყისიდანვეა მოსალოდნელი. გერმანული ლუდის გამომხდელთა კავშირის წარმომადგენელთა თქმით, ცუდი მოსავლის გამო მარცვლეულის ფასი მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ლუდის ფასიც ყველგან მოიმატებს. უახლოეს პერიოდში მარცვლეულზე ფასის კლება მოსალოდნელი არ არის, ამიტომაც, ლუდის ფასის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. სლოვაკი ლუდის მწარმოებლები ადასტურებენ, რომ ამ სასმლის ფასი აუცილებლად გაიზრდება. რაც შეეხება ავსტრიის ლუდის მწარმოებლებს, ისინი აცხადებენ, რომ წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ სურთ. ლუდისთვის აუცილებელი მარცვლეულის ფასმა ავსტრიაში დღესდღეობით ზუსტად იმ ნიშნულს მიაღწია, რაც 2008 წელს იყო, როცა ავსტრიული ლუდი უკანასკნელად გაძვირდა. ავსტრიაში იმასაც აცხადებენ, რომ ლუდის ღირებულების ზრდა შესაძლოა, ენერგომატარებლებისა და ალუმინის გაძვირებამაც გამოიწვიოს, რომელსაც მისი დაფასოებისთვის იყენებენ.


скачать dle 11.3