კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროზონა მაკროეკონომიკური კანონების დამრღვევებს დასჯის


ევროზონის ის ქვეყნები, რომლებიც საბიუჯეტო შეზღუდვებს არღვევენ, დროებით ხმის მიცემის უფლებას დაკარგავენ ევროპისთვის მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ინიციატივა ევროპის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნის. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა არსებულ პრობლემებს მოაგვარებს, თუმცა მისი მიღება საკმაოდ გართულდება. ადრე ცენტრალური ბანკი დაუშვებლად მიიჩნევდა ევროზონაში მაკროეკონომიკური შეზღუდვების დამრღვევი ქვეყნების დასჯას, რადგან ეს საერთო სტაბილურობისთვის საზიანოდ მიაჩნდა. თუმცა, ახლა უმრავლესობა იმ აზრს იზიარებს, რომ ხმის უფლების დროებით შეჩერება მისაღები იდეაა და მისი განხილვა აუცილებელია. მეორე სადამსჯელო ღონისძიება შესაძლოა, იმ ქვეყნისთვის ევროკავშირის დახმარების შეწყვეტა გახდეს, რომლის საბიუჯეტო დეფიციტიც დადგენილ ნორმას, მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს აჭარბებს. ევროპის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პანიკა საბერძნეთის ირგვლივ გადაჭარბებული იყო და ევროზონის მდგრადობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. 

скачать dle 11.3