კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ქორწინდებოდნენ შვიდი წლის განმავლობაში გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე



„შუა ქალაქის“ მსახიობები თავიანთი ეკრანული გმირებისგან ოჯახურ თანაცხოვრებაში რადიკალურად განსხვავდებიან. სულ სხვა გემოვნება, ცხოვრების წესი და ოჯახური მდგომარეობა აქვთ. დათო, ანუ გოგა ბარბაქაძე და მარიკუნა, მაიკო დობორჯგინიძე, უკვე ათი წელია, რაც ერთად არიან. მატერიალურმა პრობლემებმა მათ ოჯახურ ბედნიერებას ხელი ვერ შეუშალა. ახლა მთელი მათი ფინანსური, მორალური თუ ფიზიკური შესაძლებლობები პატარა გაბრიელზეა მიმართული. მსახიობი ცოლ-ქმარი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ოჯახიც და მომავალი თაობაც უზრუნველყოფილი იყოს.



გოგა ბარბაქაძე: ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე გამოცდები, მაიკო იმ წელს ამთავრებდა. სამი წლით არის ჩემზე უფროსი. მეორე კურსზე ვიყავი, როცა შალვა გაწერელიამ სპექტაკლი დადგა, სადაც მაიკო თამაშობდა ჩემს შვილს და იქ შემთხვევით შევხვდით. ბატონი შალვა ჩემი შვილის ნათლიაა. ჩვენი ოჯახის შექმნაში ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა. ის რომ არა, ალბათ, ერთმანეთს ვერც შევხვდებოდით. მერე ბატონი შალვას დაბადების დღე იყო, რაღაც სიურპრიზს ვუკეთებდით და იქიდან დავუახლოვდით ერთმანეთს მე და მაიკო. არც მე მითქვამს, რომ მომწონს და არც მას. უბრალოდ, ერთმანეთთან თავს კარგად ვგრძნობდით, მივდიოდით, მოვდიოდით, ერთად დავდიოდით კონცერტებზე, გამოფენებზე. მერე ათვითცნობიერებ, რაღაც დროით რომ ვერ ხედავ, ნერვიულობ, მასზე ფიქრობ და არა სხვა გოგოზე. ნელ-ნელა ხვდები, რომ რაღაც ვერ არის კარგად. მანამდე ასეთი გრძნობა ნამდვილად არ მქონია. ალბათ, მქონდა, მაგრამ მე არ ვუყვარდი არავის. ორმხრივი სიყვარული არავისთან მქონია მაიკოს გარდა, რომ გაგვევლო, გამოგვევლო, ერთად გვეფიქრა.

– კარგად მოახერხეთ ამ გავლა-გამოვლაში ერთმანეთის გაცნობა?

– კარგა ხანს, შვიდი წელი, ვიყავით ერთად, სანამ ოფიციალურად გავაფორმებდით ჩვენს ურთიერთობას. რაც დრო გადიოდა, უფრო გვიყვარდებოდა ერთმანეთი, ბავშვმა კიდევ უფრო გააძლიერა ეს გრძნობა. ხელს ისიც გვიწყობს, რომ ერთი სამსახური გვაქვს, იქაც ერთად ვართ. სამწუხაროდ, ბავშვისთვის უფრო ნაკლები დრო გვრჩება, ვიდრე ერთმანეთისთვის. რა თქმა უნდა, ბავშვმა რაღაცნაირად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ იმდენი ვერაფერი მოახერხა, რომ ჩვენი ურთიერთობა შეცვლილიყო.

– ამ გადასახედიდან ხომ არ ფიქრობ, რომ ცოლის შერთვა იჩქარე?

– თავისუფლად ყოფნა რომ მდომოდა, ვიქნებოდი ჩემთვის. არავის დაუძალებია, ცოლი მომეყვანა. ვინც ამბობს, რომ ასე, ცალად ყოფნა ჯობს, სისულელეა. ოჯახს რა ჯობია. ჩხუბი და პატარა კამათი ოჯახში ყოველთვის იქნება და ჩვენც ვკამათობთ, ეს ნორმალურია. ძალიან კარგი ყოფილა დაოჯახება. შვიდი წელი აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა ერთმანეთის გასაცნობად, ამას მიუმატე კიდევ სამი წელი და ეგ არის, რა!

– სიდედრ-სიმამრთან ცხოვრება დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?

– თავიდან, სანამ ბავშვი გაგვიჩნდებოდა, ცალკე ვცხოვრობდით – მაიას დას სახლი აქვს და იქ ვიყავით, თვითონ უცხოეთში ცხოვრობს. მერე, გაბრიელი რომ გაჩნდა, აქ გადმოვედით. მაიას მშობლები გვეხმარებიან. შეიძლება, რაღაც პატარა დისკომფორტი მქონდეს, მაგრამ, საერთო ჯამში, მივეჩვიე. ახლა ყველანი ბავშვზე ვართ გადართული. როცა სახლში ვარ, თუ რამეა გაფუჭებული, ვჩხირკედელობ, მაია კი ბავშვს უვლის. როგორც მაია ამბობს, განსხვავებული ხასიათი მაქვს, ანუ, როგორიც გარეთ ვარ, ისეთი არ ვარ სახლში. საერთოდ ხმას არ იღებ, მუდო ხარო, მეუბნება. მაიას ოჯახის წევრები ძალიან კარგი ხალხია, ნამდვილი თბილისელები არიან. ჩემს სიდედრს სიდედრს არც ვეძახი, იმიტომ, რომ არ მომწონს. ჩემთვის ეს ადამიანები სახუმარო და საშაყირო არ არიან და რა ვქნა?!

– მამაკაცებს სამზარეულო ძალიან გიყვართ. საკუთარი კუჭის სიამოვნებისთვის რაღაცეების გაკეთებას ცდილობთ, მაგრამ ასე როგორ ურევთ ყველაფერს ირგვლივ, ამაზე არ ფიქრობთ. როცა იქ შედიხარ, მაიკო არ გაგდებს?

– ჰო, ჩემთვის რაღაცეებს ვაკეთებ. როცა მაია დგას სამზარეულოში, არ ვერევი. ან მარტო ვაკეთებ, ან საერთოდ არ ვაკეთებ. იმ დღეს კალმახი შევწვი და გადაირია, ისე მოეწონა. თან, ლამაზად გავაფორმე. ბაბუაჩემი შეფ-მზარეული იყო და, ეტყობა, გენებით გამომყვა. ზოგჯერ კერძი ისე გამიფორმებია მაიკოსთვის, ჭამა დანანებია. ჩემთვის ვერთობი ხოლმე.

– მამაკაცები ბავშვებსაც უვლიან. იმედია, ბავშვზე არ ერთობი და ექსპერიმენტებს არ ატარებ.

– რაც შეეხება ბავშვს, ერთხელ ვაბანავე. თავიდან ძალიან მეშინოდა, ხელში ძლივს ვიჭერდი, ისეთი პატარა იყო, მაგრამ მაგარი შეგრძნებაა.

– როცა მამა გახდი, როგორი იყო შენი ემოციები?

– იცი, რა, მშობიარობას ვერ დავესწარი. ისე ჩანდა, თითქოს არ ვნერვიულობდი და თვითონ მიკვირდა ჩემი თავის, რატომ არ ვნერვიულობ-მეთქი, მაგრამ, როცა ზემოდან გადმომხედა ექიმმა და მითხრა, ყველაფერი კარგად არისო, ცოტა ცუდად გავხდი. ეს ემოციები ერთად მოვიდა. შეიძლება, მეორე მშობიარობას დავესწრო. მართალია, ჯერ არ ველოდებით, მაგრამ გვინდა, რომ მეორეც გვყავდეს.

– როცა მამაკაცები ოჯახს ქმნით, რატომღაც, მერე გინდებათ გართობა და დროსტარება. შენს შემთხვევაში რა ხდება, ასე არ არის?

– თვითონ სიტყვაა საშინელი – ღალატი. ნახევარი მსოფლიოს ქალები, ალბათ, ბედნიერები იქნებიან, რომ ამოხსნან, რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს. ჯერჯერობით, ისე მოვდივარ, რომ არაფერი მომხდარა, შეიძლება ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მართლა ასეა. დამიჯერე, რა, თუ შეცდენა არ გინდა, არც შეცდები. რას ჰქვია, ვინმემ შემაცდინოს! თუ ვიღაცამ რაღაც დამალევინა, დამაძინა და საერთოდ მოვკვდი, მაგას შეცდენა აღარ ჰქვია. მაგის ჩამდენი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. მე მიყვარს ჩემი ცოლი და ამას არასოდეს გავაკეთებ. უპირველესად საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული. გართობა თუ მინდოდა, არ მოვიყვანდი ცოლს. ბიჭი გამიჩნდა, დიდი ყურადღება სჭირდება. როგორიც მშობლები ჰყავს, ისიც ისეთი იქნება. ახლა იმაზე ვფიქრობ, კაცი გავზარდო.

– ხშირად ცოლ-ქმარს შორის უთანხმოების მიზეზი არა მხოლოდ ღალატია. ფინანსური პრობლემებიც ნელ-ნელა უქმნის საფრთხეს ოჯახის სიმყარეს. ამ მხრივ როგორ გაქვს საქმე?

– მინდა, რომ ფინანსურად ცოტა უფრო ძლიერი ვიყო. დანარჩენი ყველაფერი იდეალურად მაქვს ოჯახში. ჩემი რიტმიდან, პროფესიიდან გამომდინარე, მეტი უნდა მქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, პროფესია სათანადოდ არ გვიფასდება. თავიდან რომ მივედი თეატრში, ცოტა მოგვიმატეს ხელფასი, ახლაც მოგვიმატეს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რატომაც არ შევუღლდით მე და მაიკო წლების განმავლობაში. ფინანსურად არ ვიყავით მზად. რომ მივხვდი, უკვე შეიძლებოდა მარტო გვეცხოვრა, მაშინ გადავდგით ეს ნაბიჯი. თუ არ გამოსწორდებოდა მდგომარეობა, მაინც რაღაცას მოვახერხებდით. ახლა ჩემი ხელფასი მხოლოდ იმას სწვდება, რომ ბავშვს არაფერი მოაკლდეს, მეტი არაფერში გვყოფნის. ისიც უნდა იცოდე კაცმა, რომ ცოლი შენი ასლი არ არის, მას თავისი მოთხოვნილებები აქვს და ის უნდა დააკმაყოფილო. ამდენად, ამისთვის მზად ვიყავი.

– მაიკოს რა მოთხოვნილებები აქვს?

– ჩვენ როგორ ვართ, იცი? ყოველთვის ვიცით ერთმანეთის სურვილები, რისი გაკეთების უფლება და თავიც გვაქვს და იმაზე მეტს არ მოვითხოვთ. ჩვენი პატარა „ბანკი“ გვაქვს და განვაგებთ ოჯახს. არ მიმაჩნია სწორად, ვინც ფიქრობს, რომ ოჯახი ფინანსური პრობლემების გამო უნდა დაინგრეს. ჩვენც გვქონია მძიმე მომენტები, მაგრამ ვცდილობდით, შეგვენარჩუნებინა ის, რაც ყველაზე მთავარი იყო – სიყვარული. მაიკოს არასდროს არაფერი უგრძნობინებია, რომ რაღაც უნდოდა გულით, მე კი ვერ შევძელი და ეწყინა. მატერიალური კეთილდღეობისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ. ძალიან ვიღლები, მაგრამ რა ვქნა? ეს არის ჩემი საქმე. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ოჯახში სიყვარული და სიმშვიდე შევინარჩუნო.

– ამბობენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ემსგავსებაო. უკვე ათი წელი გავიდა, რაც ერთად ხართ. თქვენ რა მსგავსებას ხედავთ ერთმანეთში?

– ასე არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ალბათ, ჩვენც დავემსგავსეთ ერთმანეთს. ცოტა დრო არ არის, რაც ერთად ვართ. მე არ ვერევი მის საქმეებში და არც ის ერევა ჩემს საქმეებში. ის ვერ მასწავლის, როგორ დავიჭირო ნაჯახი და დავჭრა შეშა და ვერც მე ვასწავლი კერვას ან რეცხვას.

– გამოდის, რომ ერთმანეთი არ გაინტერესებთ.

– როგორც ქმარს, ასევე ცოლსაც, არ ესიამოვნება, როცა მეუღლეს არ აინტერესებს მისი საქმე, ეს გამაღიზიანებელია. თუ არ გაინტერესებს და ფეხებზე გკიდია, მას რა უჭირს ან ულხინს, მაშინ არ გყვარებია. ჩემს ცოლს არაფერი სჭირს ჩემი შესამოწმებელი და არც მე გამჩენია სურვილი, მისი მობილური ზარები ან მესიჯები მენახა. მაქამდე თუ მივიდა საქმე, ეგ უკვე ცოლქმრობა აღარ არის. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით.

– როგორია ქმრის როლის სცენაზე ან ეკრანზე გადატანა? რას გრძნობ ამ დროს?

– არაფერს არ ვგრძნობ. რაც სცენაზე და ეკრანზე ხდება, ცხოვრებაში ის არ არის. ეს აბსურდია. მაშინ ჩემს ცოლს მსახიობობისთვის უნდა დავანებებინო თავი. მაიკოსთან ერთად ერთხელ ვითამაშე ლუიციკი. ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოვკალი. ცხოვრებაში არაფერიც არ გადამაქვს, სცენაზე სულ სხვა რაღაცეები ხდება. შეიძლება, უბრალოდ, რაღაც მაგალითები ავიღო ცხოვრებიდან, რომ როლთან ახლოს იყოს და ბუნებრივად ჩანდეს.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3