კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვამზადოთ მამაკაცების საყვარელი ქათამი არაყში, ღორის ხორცი მომჟავო-მოტკბო სოუსში და თავის შესაყვარებელი უნგრული ცხელი დესერტი „მაკოს გუბა“


 შემოდგომა ის დროა, როცა თითოეულმა ჩვენგანმა ორგანიზმი ზამთრისთვის  უნდა მოამზადოს და ისეთი კერძები და სალათები მიირთვას, რომელიც ახალი ხილითა და ბოსტნეულით მზადდება. სწორედ, ასეთ უგემრიელეს და სასარგებლო კულინარიულ რეცეპტებს შემოგთავაზებთ ჩვენს რუბრიკაში სომელიე თეიმურაზ ბენიძე. მისივე თქმით, ადამიანი წელიწადის ნებისმიერ დროს, სეზონის შესაბამისად უნდა იკვებოს და ისე უნდა მოამზადოს ორგანიზმი, რომ ახალ სეზონზე გადაწყობა არ გაუჭირდეს.


თეიმურაზ ბენიძე: წელიწადის ყველა დროს თავისი შესაბამისი საკვები და სასმელი უხდება. მაგალითად, თუ ზამთარში მივირთმევთ და სიამოვნებას ვიღებთ მწვადით, ხინკლით თუ ცხელი კერძებითა და მაგარი ალკოჰოლური სასმელებით, ახლა ახალი, სეზონური ხილით, ბოსტნეულითა და მსუბუქი კერძებით უნდა გამოვკვებოთ ორგანიზმი და ასე მოვამარაგოთ ის ცივი სეზონის დადგომამდე მინერალებითა და ვიტამინებით.

– კონკრეტულად, ამ სეზონის ასეთი მარგებელი საჭმელი რომელია?

– ამ სეზონის, კერძოდ კი, საშემოდგომო, ძალიან გემრიელი, დასანაყრებელი და ადვილად მოსამზადებელი საჭმელია ბოლოკის სალათა ყველით. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 300 გრამი ბოლოკი, 2 ცალი კიტრი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 70 გრამი ყველი, სადილის კოვზი იოგურტი, 100 გრამი ბარდა, ოხრახუში, კამა, პილპილი და მარილი – გემოვნებით. ბოლოკის სალათა ყველით ადვილი მოსამზადებელია, თან, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემა აწუხებს მათთვის ადვილად მოსანელებელი და მსუბუქად დასანაყრებელია. მოკლედ, ეს სალათა ასე უნდა მოამზადოთ: კიტრი და ბოლოკი დაჭერით თხელ, მრგვალ ნაჭრებად. ყველი დაჭერით პატარა კუბიკებად და დაჭრილი ინგრედიენტები ერთმანეთში შეურიეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დაჭრილი მწვანილეულობა და კარგად ამოურიეთ. ამის შემდეგ, სალათას დაუმატეთ მარილი, პილპილი, ბარდა და იოგურტი. ისევ ამოურიეთ და რამდენიმე საათით შედგით მაცივარში. სუფრაზე გატანის წინ კი დიასახლისებმა ჩართეთ თქვენი ფანტაზია და ეს სალათა მწვანილების ქორფა ღეროებით მორთეთ. ასევე, საშემოდგომო კერძია ჩაშუშული ძროხის ხორცი სტაფილოთი. ის უნგრელების უსაყვარლესი საჭმელია და მას განსაკუთრებულ სტუმრებს სთავაზობენ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 300 გრამი ძროხის ხორცი, 2 ცალი სტაფილო, 1 ცალი ხახვი, მარილი გემოვნებით და მცენარეული ზეთი  –  შესაწვავად. ეს უნგრული კერძი ასე მზადდება: ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. სტაფილო გახეხეთ და ჩაუმატეთ ხახვში, აურიეთ და მოშუშეთ დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. დაამატეთ მარილი გემოვნებით. ძროხის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და მოშუშეთ ხახვთან და სტაფილოსთან ერთად, დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში. ცალკე აადუღეთ წყალი და დაასხით ხორცს ისე, რომ სულ დაიფაროს. შემდეგ დაამატეთ შავი პილპილი და დატოვეთ ცეცხლზე თავდახურული, სანამ ხორცი მომზადდება. დამეთანხმებით, ადვილი გასაკეთებელია და, თუ ამ კერძით სტუმრების პრეტენზიულ გემოვნებას ხმას ჩააკმენდინებთ, მაშინ ამას რა ჯობია! (იცინის).

 – ვისაც ღორის ხორცით მომზადებული კერძები ამ სეზონზეც უყვარს, მათ რას შესთავაზებთ?

– მართალია, ჩვენ ახლა სეზონურ კერძებზე ვსაუბრობთ, მაგრამ, თუ ადამიანს ღორის ხორცი და გემრიელად და მსუყედ დანაყრება უყვარს, რა დააშავა? (იცინის) მოდი, მათ შევთავაზოთ ღორის ხორცი მომჟავო-მოტკბო სოუსში. ეს კერძი ცოტა მამაპაპურია და ცოტა ეგზოტიკური, მაგრამ მისი გემო ნამდვილად გასაოცარია. მის მოსამზადებლად უნდა მოიმარაგოთ: 350 გრამი ღორის რბილი ხორცის ნაწილი, 5 გრამი შაქარი, 100 გრამი სტაფილო,  200 გრამი ანანასი, 15 გრამი სახამებელი, 50 გრამი სოიის სოუსი, 40 მილილიტრი ზეთი, 1 ცალი ტკბილი წიწაკა და მარილი – გემოვნებით. ამ კერძის მომზადება სულ რაღაც 15-20 წუთში შეგიძლიათ: დაჭერით ღორის ხორცი გრძელ 1,5 სანტიმეტრი სისქის ზომის ნაჭრებად. შეგიძლიათ ხორცი დაკეპოთ კიდეც. ხორცისთვის მოამზადეთ მარინადი. ამისთვის, სოიის სოუსი, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება, სახამებელი და შაქარი შეურიეთ ერთმანეთში. თუ სოუსი ძალიან ტკბილი მოგეჩვენათ, მაშინ შაქარი მეორე ჯერზე აღარ ჩაუმატოთ. ტკბილ წიწაკას ამოაცალეთ გული და დაჭერით გრძელ ნაჭრებად. ტაფაზე დაასხით ზეთი და შებრაწეთ წიწაკა გრძლად დაჭრილ სტაფილოსთან ერთად, დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში. აქვე დაამატეთ ანანასის ნაჭრები და გააჩერეთ 5 წამი. ამის შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან. ხორცი კარგად შებრაწეთ სოუსთან ერთად, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში. როცა ღორის ხორცი მზად იქნება, დაამატეთ შებრაწული ბოსტნეული, ყველაფერი კარგად ამოურიეთ და კერძიც მზად არის. აქვე გამახსენდა შემწვარი წიწილა სულგუნით. ესეც ძალიან პიკანტური და უცხო კერძია, თან, მამაკაცებს ძალიან მოეწონებათ. მისთვის კი საჭიროა: 1 ცალი წიწილა, 20 გრამი ერბო, 100 გრამი სულგუნი, ბროწეული და მარილი – გემოვნებით. წიწილა სულგუნში ასე მარტივად მზადდება: გასუფთავებული, გარეცხილი და მარილმოყრილი წიწილა დადეთ ლანგარზე და მუცლის ღრუ გამოუტენეთ წვრილად დაჭრილი სულგუნით, გაკერეთ ძაფით, წამოაგეთ შამფურზე და შეწვით ნაკვერჩხალზე. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ – გაზქურაში. შეწვის დროს დროდადრო წაუსვით ერბოში არეული ბროწეულის წვენი. როცა დაიბრაწება, გემრიელ სუნს გაუშვებს და მზად იქნება, მოაცალეთ ძაფები, დაჭერით და ისე მიიტანეთ სუფრაზე. აქვე გეტყვით, რომ ამას კარგი, დავარგებული, გასული წლის წითელი ღვინის მიყოლება უხდება, რომელიც 11 გრადუსზე უნდა იყოს ჩაცივებული. 

– გამიგია, ქათამი არაყშიც მზადდება. ეს როგორ გავაკეთოთ და რასთან ერთად დავაგემოვნოთ?

– მართალია, არაყში მომზადებული ქათამი არანაკლებ პიკანტური და იდუმალი გემოსია, ვიდრე ბროწეულის წვენსა და ღვინოში მომზადებული. მე შემიძლია, დიასახლისებს შემოგთავაზოთ ქათმის მკერდი სოუსში. მისთვის დაგჭირდებათ: 30 მილილიტრი ზეთი, 100 მილილიტრი არაყი, 1/2 ჩაის კოვზი მარილი, 700 გრამი ქათმის მკერდის ხორცი, 1 ცალი ტკბილი წიწაკა და 300 მილილიტრი 20-22-პროცენტიანი ნაღები. ქათმის მკერდი დაჭერით საშუალო ნაჭრებად. შებრაწეთ კარგად ორივე მხრიდან; დაასხით არაყი და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. დაამატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და მარილი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩაასხით ნაღები და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, სოუსის გასქელებამდე. მიიტანეთ მაგიდასთან და გემრიელად მიირთვით. შეგიძლიათ, მას ერთი ჭიქა არაყიც დააყოლოთ, 9 გრადუსზე ჩაცივებული. ანუ, თუ წითელ ღვინოში მომზადებულ ქათამს წითელი ღვინო უნდა მიაყოლოთ, არაყში მომზადებულ ქათამს, შესაბამისად, არაყი უხდება.

– საყვარელი ადამიანის გულის საამებლად რომელი სეზონური დესერტის რეცეპტს გაგვანდობთ?

– ო, ასეთი გულის მოსაგები და მაამებელი უნგრული ცხელი დესერტია – „მაკოს გუბა“. „მაკოს გუბა“ ისეთი რამეა, რომ არ გიყვარდეს გოგონა და ეს დესერტი მოგართვას, დაგემოვნების პროცესშივე შეგაყვარებს თავს (იცინის). მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 0,5 გრამი თეთრი პური, 1,5 ლიტრი რძე, 6 სადილის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი ვანილი, 2 ცალი კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა და 200 გრამი ნიგოზი. მოკლედ, თუ გსურთ, სასურველ მამაკაცს ყურებამდე შეაყვაროთ თავი (იცინის), ეს უნგრული დესერტი ასეთი წესით უნდა მოუმზადოთ: აიღეთ გამხმარი პური და ჩაალბეთ რძეში ისე, რომ მთლიანად დარბილდეს და გაიჟღინთოს. მოამზადეთ პასტა: გატარებულ ნიგოზს დაამატეთ ლიმონის ცედრა, 3 სადილის კოვზი შაქარი და იმდენი რძე, რომ არაჟნის სისქის კონსისტენცია მიიღოთ. თუ პური კარგად დალბა, გადმოწურეთ რძე ქვაბში და დაამატეთ იმდენი, რომ დაახლოებით 600 მილილიტრი რძე გამოვიდეს. შემოდგით ცეცხლზე და ადუღეთ. პური კი ლამაზ, გამჭვირვალე, ღრმა ჭურჭელში გადაიტანეთ. 50 მილილიტრ რძეში კარგად აურიეთ კვერცხის გულები, ვანილი, 3 სადილის კოვზი შაქარი და რძე. როცა ადუღებამდე მივა, კარგად ამოურიეთ ამ მასას. ადუღებამდე არ მიიყვანოთ, თორემ კვერცხის გული ზედაპირზე ამოტივტივდება. ნიგვზის პასტა კარგად აურიეთ დამბალ პურში და თავზე მოასხით ეს ცხელი, გამზადებული მასა. სილამაზისთვის თავზე მოაყარეთ დაფხვნილი ნიგოზი.

 

скачать dle 11.3