კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუნის ცოლს კოულის ცოლი ეხმარება


უეინ რუნის უბედურებას ბოლო არ უჩანს. მას შემდეგ, რაც ორმა ქალმა თქვა, როცა უეინის ცოლი ფეხმძიმედ იყო, ფეხბურთელი ჩვენ გვსტუმრობდა და თითო ვიზიტში 1 200 ფუნტს გვიხდიდაო, ამის შემდეგ იყო, რუნის მეორე ნახევარი, კოლინ მაკლაფლინი მშობლებთან რომ გაიქცა, დღემდე იქ არის და ერთი შეხედვით, დაბრუნებას არც აპირებს. უეინი მოყვრებთან მისული იყო, მაგრამ იქიდან უბოდიშოდ გააბუნძულეს.

თითქოს ეს ყველაფერი არ კმაროდა და საქმეში „ჩელსის“ მცველის, ეშლი კოულის ყოფილი ცოლი, ცნობილი მომღერალი შერილ ტვიდი ჩაერია. შერილი და კოლინი მეგობრები არიან. ტვიდი ქმარს ღალატის გამო ორი კვირის წინ, ოფიციალურად გაშორდა და მისი ქონებიდან ხუთი მილიონიც ერგო.

„მართალია, შერილი კოლინს არ ეუბნება, რომ რუნის აუცილებლად უნდა დაშორდეს, მაგრამ იმას კი მუდმივად უმეორებს, ყველა კაცი ერთნაირია და მათ გამო ნერვიულობა არ ღირსო. თავად კოლინი კი არ არის დარწმუნებული, რომ უეინთან დაშორება უნდა, მაგრამ თუ პრესა კიდევ ერთ ქალს მაინც გამონახავს, რომელიც იტყვის, რომ რუნისთან ღამე გაატარა, განქორწინება გარდაუვალია,“ – ასეთია მაკლაფლინის ინკოგნიტო მეგობრის მიერ გაზეთებისთვის გაკეთებული კომენტარი.



скачать dle 11.3