კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: ძალიან მინდა, სოლარიუმში ვიარო გასარუჯად, მაგრამ, ამბობენ, მავნებელიაო. მაინტერესებს, ყველასთვის მავნებელია თუ მხოლოდ მათთვის, ვისაც რაიმე კონკრეტული პრობლემები აქვს?

პასუხი: საერთოდ, სოლარიუმში ხშირი გარუჯვა ჯანმრთელი ადამიანისთვისაც არ არის მთლად სასურველი, მაგრამ სოლარიუმი კატეგორიულად ეკრძალებათ მათ, ვინც იღებს ანტიბიოტიკებს, ტრანკვილიზატორებს, არასტეროიდულ ტკივილგამაყუჩებლებს; ვისაც აწუხებს კანის დაავადებები, ვენების გაგანიერება, აქვს ბევრი ხალი სახეზე ან ტანზე, ასევე, ტატუირება. სოლარიუმი ეკრძალებათ ალბინოსებსა და ეგრეთ წოდებულ „კელტური“ ტიპის ადამიანებს.

კითხვა: მაქვს პრობლემური კანი და ხშირად თითქოს უმიზეზოდ მიღიზიანდება. ახლაც მთელ სახეზე წითელი, ჩირქოვანი გამონაყარი მაქვს. ვცხოვრობ სოფელში და ამიტომ, კოსმეტოლოგთან წასვლის საშუალება არ მაქვს. რას მირჩევთ?

პასუხი: ასეთ კანს განსაკუთრებით ფრთხილი და ნაზი მოვლა სჭირდება, რადგან ზედმეტად „აგრესიულმა“ მეთოდმა შესაძლოა, მდგომარეობა გაგიუარესოთ. შეარჩიეთ გამწმენდი საშუალებები, მაგალითად, უსპირტო ტონიკი, დამატენიანებელი კრემი მზისგან დამცავის შემცველობით. კარგა ხნით დაივიწყეთ სკრაბი და პილინგი. გაიკეთეთ მცენარეული ნაყენების (გვირილის, მრავალძარღვას, სალბის) ან ნახარშების კომპრესები. დაიბანეთ სახე გადადუღებული, ოთახის ტემპერატურის წყლით.

თვალყური ადევნეთ კანს. თუ ის რომელიმე პროცედურამ კიდევ უფრო გაგიღიზიანათ ან რაიმე დისკომფორტი იგრძენით, პროცედურა შეწყვიტეთ. მაგრამ, სანამ ყველაფერს შეუდგებით, გაარკვიეთ, რა მდგომარეობაში გაქვთ ნაღვლის ბუშტი და მოიგვარეთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება.

კითხვა: რა უნდა გავითვალისწინო სოლარიუმში წასვლის წინ, ანუ როგორ უნდა ვიყო მომზადებული იქ გასარუჯად?

პასუხი: მოიშორეთ კოსმეტიკა. თუ გაქვთ ტატუირება, ის ადგილი დაიფარეთ; არც სოლარიუმში ვიზიტამდე და არც ვიზიტის შემდეგ არ გამოიყენოთ საპონი, სუნამო, ტუალეტის წყალი და სპირტიანი ლოსიონი; თვითნებურად არ გაიხანგრძლივოთ სოლარიუმში ყოფნის დრო; დაიცავით ინტერვალები სეანსებს შორის – მინიმუმ, ორი-სამი დღე; სოლარიუმის სეანსის შემდეგ არ შეიძლება მზის აბაზანების მიღება (საჭიროა, ერთი დღის შუალედი). სოლარიუმში გარუჯვის ხანგრძლივობა 3-დან 10 წუთამდეა, რადგან 5-7-წუთიანი პროცედურა პლაჟზე გატარებულ მთელ დღეს უდრის.

ცნობისთვის, ინსალაციის ხანმოკლე – კვირაში ხუთწუთიანი სეანსი სასარგებლოა მსუბუქი ნერვული აშლილობის, მზის შუქის უკმარისობით გამოწვეული დეპრესიის, რევმატიზმის დროს.

ინსალაციის სეანსის წინ მიიღეთ შხაპი (უსაპნოდ) და ჩაიტარეთ მსუბუქი ამქერცლავი პროცედურა სახესა და ტანზე – ამის შემდეგ ნარუჯი გაცილებით უფრო თანაბარი იქნება.

კითხვა: სისტემატურად ვიკეთებ ფეხებზე ეპილაციას ცვილით. შეიძლება თუ არა, ეს გახდეს ბეწვის ჩაბრუნების მიზეზი და რით ვუშველი ამ პრობლემას?

პასუხი: შეიძლება, რადგან, ცვილით ეპილაციის დროს ბეწვი თხელდება, სუსტდება, შესაბამისად, უჭირს კანის საფარველის „გაჭრა“ და ამიტომ მის ქვეშ იღუნება. ამ პრობლემას უშველით ინტენსიური პილინგით, დამატენიანებლებითა და სპეციალური ლოსიონით.

კითხვა: ორსულობის შემდეგ მუცელსა და თეძოებზე სტრიები გამიჩნდა. ეშველება თუ არა ამ პრობლემას ქირურგიული ჩარევის გარეშე?

პასუხი: „დაძველებული“ სტრიების მოშორება ქირურგიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია, „ახალგაზრდა“ სტრიების (ერთ წლამდე ასაკის) გაქრობა კი შესაძლებელია: ვარჯიშებით, მასაჟით, კომპრესებითა (შეფუთვით) და სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით.

კითხვა: მაქვს ბუნებრივად წითური თმა. შესაძლებელია თუ არა, საღებავების მეშვეობით ჩემი თმა გახდეს ფერფლისფერი ქერა?

პასუხი: უმჯობესია, თავი შეიკავოთ ექსპერიმენტებისგან, რადგან წითური თმა ძნელად ემორჩილება დეპიგმენტაციას. ამიტომ, ის გახდება არა ფერფლისფერი, არამედ, ყვითელი ქერა, თანაც თმას საგრძნობლად დაიზიანებთ.


скачать dle 11.3