კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შავი ქლიავი ორგანიზმს წმენდს

 

შავ ქლიავს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ის მდიდარია პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით. მას ახასიათებს საფაღარათო, შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები.

შავ ქლიავს იყენებენ ქრონიკული შეკრულობის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.

ანემიის დროს განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ის დიდი რაოდენობით რკინას, მარილებსა და ასკორბინის მჟავას შეიცავს და სწორედ ამითაა განპირობებული მისი სისხლწარმომქმნელი სტიმულაცია.

ქლიავის ჭამა, ასევე, კარგია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროსაც. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ბაქტერიოციდულად მოქმედებს ლორწოვანზე.

შავი ქლიავი, ფიტონოციდების შემცველობის წყალობით, გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით და ახასიათებს მადეზინფიცირებელი მოქმედება არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების დროსაც. შავი ქლიავი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია. ის გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ქოლესტერინს, კანცეროგენებს, მძიმე ლითონების შემცველ მარილებს. ამიტომ,  ის აუცილებლად უნდა მიირთვას მოწამლულმა ადამიანმა.

ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკისთვის ორი კვირის განმავლობაში მიირთვით ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ქლიავისა და ერთი კოვზი თაფლის ნარევი.

ქლიავის ჭამა არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას.

 

скачать dle 11.3