კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რისკენ გაურბის ნინო პაკელიანს თვალი მამაკაცის დანახვისას



24 წლის ნინო პაკელიანი დიდი ხანია, რაც მოდელია და სხვადასხვა კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. შარშან ის გახდა „ვიცე მის სპორტი“. ნინო ასევე მღერის და ამ ჟანრში ფიქრობს კარიერის გაკეთებას.



ნინო: მოდელობა, პოდიუმზე გასვლა – მთელი ჩემი ცხოვრებაა, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ამისგან, კარგი შეგრძნებები მეუფლება ხოლმე. ასევე, მიყვარს კომპლიმენტები, თუმცა, გააჩნია, როგორია. საბედნიეროდ, უხეშ კომპლიმენტებს არ მეუბნებიან, ძირითადად ჩემს თვალებზე, ტუჩებსა და სიმაღლეზე აკეთებენ აქცენტს.

– მოდი, საკუთარი თავი დაახასიათე.

– საკმაოდ მხიარული, კომუნიკაბელური და ძალიან ბუტია ვარ. ზოდიაქოს ნიშნით „ლომი“ ვარ, შესაბამისად, ფიცხი ხასიათი მაქვს, ფაფარი ამეშლება ხოლმე, თუმცა ძალიან ფეთქებადი ხასიათი არ მაქვს, „ლაითი ლომი“ ვარ და ყოველთვის არ გამოვდივარ წყობიდან. როცა მაბრაზებენ, ვიბუტები, თაყვანისმცემლებსაც ვებუტები ხოლმე და მერე ცდილობენ ჩემს შემორიგებას. ამისთვის ხან რას აკეთებენ, ხან კიდევ – რას.

– გიყვარს ბიჭების წვალება?

– მართლა მიყვარს ბიჭების წვალება, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად საჭიროა. როდესაც შეხვედრას მთხოვენ, ძირითადად არ ვთანხმდები, ძალიან უნდა მეხვეწოს, რომ შევხვდე.

– როგორი მამაკაცები მოგწონს?

– მომწონს მაღალი, შავგვრემანი, კომუნიკაბელური და კარგი ხასიათის, მხიარული მამაკაცები. მამაკაცი ძლიერი უნდა იყოს, რომ ქალმა მის გვერდით თავი ნამდვილ ქალად იგრძნოს.

– როდესაც მამაკაცს პირველად ხედავ, რისკენ გაგირბის თვალები, რას აქცევ ყურადღებას?

– თავიდან ბოლომდე ვაკვირდები, ყველაფერი მაინტერესებს, თუმცა, მაინც უფრო სახეზე ვუყურებ.

– რა უნდა გააკეთოს ბიჭმა, რომ შენი გული დაიპყროს?

– ძნელია ჩემი გულის დაპყრობა, იმიტომ, რომ მამაკაცების მიმართ ძალიან პრეტენზიული, მომთხოვნი ვარ. რაც მთავარია, თუ მამაკაცს უნდა, რომ დაიპყროს ჩემი გული, ძალიან ყურადღებიანი, თბილი უნდა იყოს. თავად ძალიან თბილი ვარ და, შესაბამისად, საყვარელი მამაკაცის მიმართაც თბილი და ყურადღებიანი ვიქნები, თუმცა ჯერ არ ვყოფილვარ შეყვარებული. საერთოდ, სითბოს ყველანაირად გამოვხატავ.

– როდესაც ვიღაც მოგწონს, გემჩნევა?

– არა, არასდროს არ მემჩნევა. ისე, თუ მამაკაცი მომეწონება, ყველანაირად შევეცდები, მისი ყურადღება მივიპყრო. არ მომწონს ისეთი კაცები, ერთ უარზე სხვა ქალთან რომ გარბიან. როდესაც მამაკაცს ქალი მოსწონს, ბოლომდე უნდა იბრძოლოს მისი გულის დასაპყრობად. ქალმა მამაკაცის წინაშე ყოველთვის უნდა დაიფასოს თავი. თუმცა, როდესაც ქალს მამაკაცი მოსწონს, ამას კაცი ყოველთვის გრძნობს. პირადად მე ბიჭს მაშინ ვაძლევ შანსს, თუ მომეწონება და მის მიმართ სიმპათიებით განვეწყობი.

– მზერით შეგიძლია მამაკაცის გულის დაპყრობა?

– კი, შემიძლია მზერით მამაკაცის მოხიბვლა, მაგრამ ამ ხერხს იშვიათად მივმართავ.

– საყვარელი მამაკაცის მხრიდან აკრძალვებს აიტან?

– საშინლად ვერ ავიტან, მამაკაცმა რაღაცეები რომ ამიკრძალოს, განსაკუთრებით კი – პოდიუმზე გამოსვლა. რომ მთხოვოს, მაინც არ წავალ დათმობაზე, ვერც კონტროლს ავიტან მისგან. თანაც, არ დავიმსახურებ მისი მხრიდან კონტროლს.

– რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?

– ქალი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს და სასურველი იყოს საყვარელი მამაკაცისთვის. რაც მთავარია, საინტერესო და მრავალფეროვანი უნდა იყოს, მამაკაცის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მამაკაცს სითბო და ყურადღება სჭირდება, რომ სხვა ქალთან არ გაიქცეს და სხვისკენ არ გაიხედოს. თუ მამაკაცი მეყვარება, მას სითბოსა და ყურადღებას არ მოვაკლებ. როგორც ქალი, ასევე მამაკაციც, ძალიან საინტერესო ადამიანები უნდა იყვნენ.

– როგორ ფიქრობ, მამაკაცს უნდა ჰქონდეს ქალის დაკარგვის შიში?

– რა თქმა უნდა! ქალმა მამაკაცს უნდა დაუტოვოს მისი დაკარგვის შიში, რომ მან უფრო მეტად იბრძოლოს. თან, ქალი ცოტა იდუმალი და მიუწვდომელიც უნდა იყოს, მამაკაცის წინაშე ბოლომდე არ უნდა გაიხსნას. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში პატარ-პატარა ინტრიგა, ქალური ხრიკებია საჭირო, ეს ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის.

– როგორ ფიქრობ, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს?

– ვულგარულად არა, მაგრამ, ზომიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა, ის, რაც ლამაზი აქვს, უნდა გამოაჩინოს. მოკლე კაბას იშვიათად ვიცვამ, უფრო დეკოლტირებული სამოსი მიყვარს.

ტატა დევდარიანი


скачать dle 11.3