კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევკალიპტი ანტიანთებითი თვისებებით გამოირჩევა

ევკალიპტი უკვე დიდი ხანია, ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. მისი ფოთლების ნაყენს ანტიანთებითი და ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია. ასევე, ის თრგუნავს ორგანიზმში ოქროსფერ სტაფილოკოკს, ტუბერკულოზის ჩხირის, დიზენტერიის, ამებისა და ტრიქომონების ზრდას;

ფიტოთერაპიაში ფართოდ იყენებენ ევკალიპტს დაჩირქებითი პროცესების, მაგალითად, აბსცესის, ფლეგმონის, ჩირქოვანი მასტიტების, დუნედ მიმდინარე ქრონიკული წყლულების, კანის სხვადასხვა დაჩირქებითი დაავადებების დროს;

გინეკოლოგიაში ევკალიპტის ნაყენი აქტიურად გამოიყენება გამორეცხვების დროს, სტომატოლოგიაში კი მას ღრძილების ანთებისა და სტომატიტების დროს იყენებენ;

მწვავე რესპირატორული დაავადების – ტრაქეიტის ანუ ტრაქეის ანთების, ლარინგიტის ანუ სასის ანთების დროს კი ევკალიპტით ინჰალაციის გაკეთება უებარი რამაა;

თუ ევკალიპტის ნახარშის დალევა გსურთ, უმჯობესია, ის გადადუღებულ წყალში გააზავოთ და ისე დალიოთ;

თუ ყელი გტკივათ ან გაციების სიმპტომებს გრძნობთ, სასწრაფოდ მოამზადეთ ევკალიპტის ნახარში და გამოივლეთ ყელში. ნახარში ასე მზადდება: ას გრამ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ დაახლოებით, ათი წუთით. შემდეგ გადმოდგით და თავდახურული დადგით ოთახის ტემპერატურაზე. როცა გაგრილდება, გადაწურეთ.

скачать dle 11.3