კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: რამდენიმე წელია, საზარდულზე მაქვს სოკო. საშინლად ვიტანჯები. ვის არ მივმართე, ვერავინ მიშველა, ვერც ექიმმა და ვერც ფიტოთერაპევტმა. სტუმრად ვერსად წავსულვარ, რადგან ყოველდღიურად უნდა დავიბანო. ძალიან გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ, მირჩიოთ რამე.

პასუხი: საინტერესოა, ხომ არ არის სოკოვანი ინფექცია კომბინირებული კანის სხვა პათოლოგია. ზოგადად, სოკოვანი დაავადება ემართება ადამიანს, რომელსაც დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი – ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობა. თუ დაავადება წლების განმავლობაში გრძელდება, ესე იგი, თქვენ იმუნური რეაქციის მოწესრიგება გესაჭიროებათ. გირჩევთ, მიმართოთ გამოცდილ დერმატოლოგსა და იმუნოლოგს კომპლექსური მკურნალობისთვის.

კითხვა: ჩემს შვილს აქვს კონიუნქტივიტი. რატომ დაემართა და როგორ ვუმკურნალო ამ დაავადებას?

პასუხი: კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს ბაქტერიულიც, ვირუსულიც და ალერგიულიც. ამიტომ ჯერ გამომწვევი მიზეზი უნდა დადგინდეს და მკურნალობა შემდეგ დაინიშნოს.

კითხვა: ხელი ჩამოვკარი ლურსმანს და სისხლი წამომივიდა. პატარა ჭრილობა მაქვს. გთხოვთ, მიპასუხოთ, უნდა გავიკეთო თუ არა ტეტანუსზე აცრა? რამდენ ხანს არ შეიძლება დაფეხმძიმება აცრის შემდეგ?

პასუხი: ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა ყოველგვარი ტრავმის დროს, რა თქმა უნდა, არ კეთდება. აცრა აუცილებელია, როცა ჭრილობას იწვევს ჟანგიანი, მიწასთან კონტაქტში მყოფი დაბინძურებული საგანი. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტრავმის დროს საკმარისია ჭრილობის დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით, და სტერილური ბინტით გადახვევა.

კითხვა: აღმოვაჩინე, რომ მყავს ჭიები – თეთრი ფერის 1-1,5 სმ სიგრძის. ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ, რა გავაკეთო, გარდა იმისა, რომ ჰიგიენა უნდა დავიცვა.

პასუხი: მიიღეთ ვერმოქსი ერთი აბი დილით უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. იმის გამო, რომ ენტერობიოზის დროს ძალიან ხშირია რეინვაზია, ანუ ჭიებით ხელახალი დასნებოვნება, წამალი განმეორებით უნდა მიიღოთ პირველი მიღებიდან 2 და 4 კვირის შემდეგ. წამლის ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ გადაყლაპვამდე მას კარგად დაღეჭავთ. მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ოჯახის ყველა წევრმა ერთდროულად. სხვაგვარად, რეინვაზიას თავიდან ვერ აიცილებთ.

კითხვა: ვარ 60 წლის ქალი. დიდი ხანია, ვიღებ დიაზეპამის ჯგუფის პრეპარატებს. 5 თვეა, ვსვამ ლორაფენს. რას მეტყვით ამ პრეპარატზე? შეიძლება თუ არა მისი ხანგრძლივად მიღება?

პასუხი: ლორაფენი ტრანკვილიზატორია. მიეკუთვნება ბენზოდიაზეპამების  ჯგუფს. აქვს დამამშვიდებელი, საძილე, ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. დიდხანს და დიდი დოზებით მიღებისას შესაძლოა, ჩამოყალიბდეს მისდამი ფსიქოფიზიკური დამოკიდებულება. ამიტომ, ერთთვიანი თერაპიის შემდეგ, ერთი კვირა უნდა შეისვენოთ. ამ პრეპარატის უეცარი მოხსნა არ შეიძლება. პრეპარატის მოხსნისას დოზას თანდათანობით ამცირებენ.

კითხვა: ეფექტურია თუ არა ლაზერული ეპილაცია? მე ვიკეთებ ელექტროეპილაციას და კმაყოფილი ვარ, მაგრამ გამიგონია, რომ ლაზერული უმტკივნეულოა. რომელი ჯობია?

პასუხი: ლაზერული ეპილაცია, ელექტრულის მსგავსად არასასურველი თმის მოცილებას ემსახურება. თმისგან საბოლოოდ რომ გათავისუფლდეთ, რამდენიმე სეანსია საჭირო. ლაზერული ეპილაცია, ელექტროეპილაციისგან განსხვავებით, არ არის ტრავმული, უმტკივნეულოა, მაგრამ უფრო ძვირად ღირებულიც.

კითხვა: 66 წლის ქალს ხელის მტევნებსა და მაჯებზე წითელი ლაქები უჩნდება, თითქოს კაპილარი გასკდაო, ხომ ვერ მეტყვით, რისი ბრალია?

პასუხი: საინტერესოა, აწუხებს თუ არა ამ ქალბატონს ჰიპერტენზია და რომელ პრეპარატს სვამს წნევის მოსაწესრიგებლად. ვურჩევთ, ჩაიტაროს სისხლის შემდედებელი სისტემის გამოკვლევა (კოაგულოგრამა), აგრეთვე, გამოკვლევა სისხლში ლიპიდების (ცხიმების) შემცველობაზე. რეგულარულად იკონტროლოს არტერიული წნევა და აღნიშნული გამოკვლევების პასუხებით მიმართოს კარდიოლოგს.

скачать dle 11.3