კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკულმა ხველამ და როგორ ამოვიცნოთ ეს ავადმყოფობა

 

ქრონიკული ხველა საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მწვავე პრობლემაა, რომლის არსებობასაც ხშირად ვერ ვამჩნევთ. ხველა ადამიანის ორგანიზმის ნორმალური, დაცვითი პროცესია და მისი გახშირება ხშირად ყურადღების გარეშე რჩება, ან შესაბამისი მნიშვნელობა არ ენიჭება. ალბათ ამიტომ, პროცესი მწვავე მდგომარეობიდან გადადის ნაკლებად შემაწუხებელ ქრონიკულ მდგომარეობაში და შედეგად, ვიღებთ ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ დარღვევას. ქრონიკული ხველა თავის მხრივ, იწვევს უარყოფით ფიზიოლოგიურ პროცესებს და დასაბამი ეძლევა სხვა ავადმყოფობებს. ამიტომ, საჭირო ხდება გარკვეული ინფორმაციის მიღება აღნიშნულ პათოლოგიაზე.  პრობლემის შესახებ ვესაუბრებით პულმონოლოგ თამარ გაჩეჩილაძეს.


– რა შემთხვევაში მიენიჭება ხველის პროცესს ქრონიკულის სტატუსი და რა იწვევს მას?

 – ქრონიკულად მიჩნეულია ხველა, რომელიც გრძელდება 8 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში. ბავშვებში ქრონიკულად მიიჩნევა ხველა, რომელიც აღინიშნება ყოველდღიურად 4 კვირაზე მეტხანს. პაციენტთა უმრავლესობისთვის, ქრონიკული ხველა ხშირ შემთხვევაში ორგანიზმის დამასუსტებელი სიმპტომია. კლინიცისტების მიერ ქრონიკული ხველა განიხილება, როგორც დაუმორჩილებელი და ძნელად სამართავი პრობლემა. წარმატებული მკურნალობის საწინდარია ქრონიკული ხველის გამომწვევი დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და შესაბამისად, ხველის მიზეზის მკურნალობა. ჭეშმარიტი, უმიზეზო ხველა ძალზე იშვიათია და ძირითადად შეცდომით დიაგნოსტირდება. ხშირად დაავადების არასწორი დიაგნოზის მიზეზი ხველის პროვოცირებაა საჰაერო გზების გარე გამღიზიანებლით. პაციენტთა 90 პროცენტზე მეტ შემთხვევაში ქრონიკული ხველის სამი ძირითადი მიზეზია – ასთმა, გასტროეზოფაგური რეფლექსი და რინიტი. პაციენტებში ქრონიკული ხველით ხშირად არ ხდება დაავადების გამომწვევი მიზეზის სრული შეფასება. პრობლემას ართულებს ასევე ქრონიკული ხველის ატიპურობა. 

– როგორია სტატისტიკური მონაცემები პათოლოგიური ხველის შესახებ?  

– მწვავე ხველა ექიმთან კონსულტაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტში, ავადობის ძირითადი მიზეზი სწორედ ქრონიკული ხველაა. ევროპის რესპირაციული საზოგადოების მხარდაჭერით და მეთვალყურეობით 18 ათასი სუბიექტის გამოკვლევამ, მსოფლიოს 16 ქვეყნიდან 30 პროცენტში დაადგინა ღამის ხველა, მათ შორის ნახველი აღენიშნა 10 პროცენტს. სიგარეტის მოწევა აძლიერებს პროდუქტიულ ხველას. მიუხედავად ამისა, მწეველები ხველის გამო ძალზე იშვიათად მიმართავენ სამედიცინო პერსონალს რჩევისთვის. ძირითადად, ხველის მიზეზით ექიმს ქალები აკითხავენ. გაღიზიანებაზე ხველითი პასუხით ქალები მაღალ შინაგან მგრძნობელობას ავლენენ. სქესის ხველასთან  ასეთი კავშირის მიზეზი უცნობია. 

– რა ხასიათს ატარებს პრობლემა ბავშვებში და რა უწყობს ხელს მის განვითარებას? 

– მორეციდივე ხველა ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. ხველა უმეტესად ვირუსულ ინფექციასთან არის დაკავშირებული. გამოსარიცხი დაავადებების რიცხვი საკმაოდ დიდია. სკოლამდელი და ადრეული სკოლის ასაკის ბავშვთა დაახლოებით 10 პროცენტში აღინიშნება ხველა, რომელიც არაა დაკავშირებული არც გაციებასთან და არც სუნთქვის გაძნელებასთან. ხველა სუნთქვის გაძნელების გარეშე ხშირად ასოცირდება გარემო ფაქტორებთან, კერძოდ, სინესტესა და გარემოს დაბინძურებასთან, ასევე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. მშობლის მიერ სიგარეტის მოწევა მწვავე ხველის ქრონიკულში ზრდის ერთ-ერთი კარდინალური მიზეზია. ქრონიკული ხველა აღენიშნება 11 წლამდე ასაკის იმ ბავშვთა 50 პროცენტს, რომელთა ორივე მშობელი ეწევა სიგარეტს. ჯანმრთელ ბავშვს, დღე-ღამის განმავლობაში შეიძლება, აღენიშნოს ხველის დაახლოებით 10 ეპიზოდი, ძირითადად დღის განმავლობაში. ეს რიცხვი გაიზრდება რესპირაციული ინფექციის ფონზე, რომელიც ჯანმრთელ ბავშვებში შეიძლება, აღინიშნოს წელიწადში 5-8-ჯერ 7-9 დღის ხანგრძლივობით. ადრეული ასაკის ბავშვებს შესაძლოა, აღენიშნოთ უფრო ხშირად ინფექციები და შესაბამისად, გახშირდეს ხველაც. ბავშვებში ხველა არ არის ასთმისა და ატოპიის განვითარების მხრივ უფრო მაღალი რისკი, ვიდრე მათში, ვისაც არ აქვს ხველა და ანალოგიური მგრძნობელობა გააჩნია სასუნთქი გზებისა. 

– რა არის ხველის ხშირი მიზეზი და რაზეა დამოკიდებული მისი ინტენსივობა? 

– ხველის ძირითადი მიზეზი ასაკის მიხედვით 0-დან 18-თვემდე თანდაყოლილი პათოლოგია, ასთმური ხველა და არტერიის თანდაყოლილი ანომალიაა. 6 წლამდე ასაკში ამას ემატება სინუსიტის, 18 წლამდელში – კი ფსიქოგენური ხველა. ხველის სიხშირე დამოკიდებულია სიგარეტის მოწევაზე. მწეველობის აღმოჩენა პაციენტში და მოწევის სიხშირე საჭიროებს ნახველის დეტალურ ანალიზს. ქრონიკული ხველა, შეიძლება ითქვას, არის ეგრეთ წოდებული „დოზადამოკიდებული“ სიგარეტის მოწევაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქრონიკული ბრონქიტის ფონზე განვითარებული ნახველი შესაძლებელია, იყოს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი. დღის განმავლობაში დიდი რაოდენობის ნახველის პროდუქცია ეჭვს ბადებს ბრონქოექტაზიის არსებობაზე. ბრონქოექტაზიის დროს ნახველი ძირითადად ჩირქოვანია და მისი გამოყოფა დაკავშირებულია პოზის ცვლილებასთან.  ქრონიკული ხველის გამომწვევი ფაქტორის გამოვლენა სწორი მკურნალობის საწინდარია. ასთმის ან რინოსინუსიტის მქონე პაციენტთა მხოლოდ ნახევარი მიმართავს სპეციალისტს. მიუხედავად იმისა, რომ ხველა შეიძლება, იყოს ამ პათოლოგიათა ერთადერთი კლინიკური ნიშანი, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ექიმს დაწვრილებით შეკრიბოს ანამნეზი.

– რას ითვალისწინებს მკურნალობა?

– ხველის მართვის თანამედროვე სტრატეგია განიცდის ეგრეთ წოდებულ ფასი-ეფექტურობის ანალიზს. ამ დრომდე არსებული მიდგომა საკითხისადმი – „გამოიკვლიე ყველაფერი, შემდეგ უმკურნალე“, – ძალიან ძვირი გამოდგა. თუმცა, ხასიათდებოდა მკურნალობის უმცირესი პერიოდით. არსებობს საპირისპირო მიდგომაც – მკურნალობა ეტაპობრივად, დაწყებული რინიტით, უფრო იაფია, მაგრამ მკურნალობის პერიოდია ხანგრძლივი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა კვლევის ფასისა და მკურნალობის ხანგრძლივობის ოპტიმალური ბალანსირება. ქრონიკული ხველის მკურნალობის ეფექტური საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს. ხველის რამდენიმე ახალი მექანიზმის იდენტიფიცირებამ შესაძლოა, უზრუნველყოს ისეთი მედიკამენტების განსაზღვრა, რომლებიც შეამცირებს გახანგრძლივებული ხველის გამომწვევი მგრძნობიარე ბოჭკოების მომატებულ მგრძნობელობას. ბევრი პოტენციური მედიკამენტი ეფექტურია ცხოველებში გამოწვეული ხველის აღსაკვეთად და უკვე ტესტირებულია ადამიანებში.

– რას ურჩევდით აღნიშნული პრობლემით შეწუხებულ ადამიანებს?

– ექიმთა შეხედულებებმა ქრონიკული ხველის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რადიკალური ცვლილებები განიცადა. გამოცდილება აჩვენებს, რომ ქრონიკული ხველის უდიდესი ნაწილი მკურნალობას ემორჩილება. ხველის სიხშირის შემცირება ჩატარებული მკურნალობის ფონზე ადასტურებს დაავადების პლასტიკურობას. ხველის მაკონტროლებელი ფაქტორების გაგება ძირითადი საკითხია და განსაზღვრავს მკურნალობის ეფექტურობას. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის აღმოჩენისთანავე მიმართოთ სპეციალისტს, რადგან სწორედ უყურადღებობა იწვევს პრობლემის ქრონიკულ ფორმაში გადასვლას. ხველა სასუნთქი გზების სასიცოცხლო მნიშვნელობის დამცავი რეფლექსია. შესაბამისად, მკურნალობის ძირითადი მიზანია ხველის ნორმალური რეფლექსის აღდგენა.

 

скачать dle 11.3