კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს


კითხვა: შეიძლება თუ არა ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანის ზიარება?

პასუხი: ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს ეკლესია აზიარებს. მათთვის ეკლესიაში  არსებობს განსაკუთრებული ადგილი – სტოა (ტაძრის ბოლოში), სადაც ხდება მათი ზიარება.

კითხვა: რას ნიშნავს მირონცხება?

პასუხი: მირონცხება არის ერთ-ერთი ქრისტიანული საიდუმლო, რომელიც ნათლობასთან არის გაერთიანებული და ცხოვრებაში ერთხელ სრულდება. ამ საიდუმლოს აღსრულებისას მორწმუნე ადამიანს სულიწმიდის ბეჭედი ენიჭება, რაც  მას უფლის მცნებათა დაცვაში ეხმარება.

კითხვა: უფალი ბრძანებს: „ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეთ“. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ უმსგავსობასა და ბოროტებაზე თვალი დავხუჭოთ და არაფერი ვთქვათ?

პასუხი: როგორც წმიდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: „უფალი არ კრძალავს კეთილგანზრახულ განკითხვას, არამედ გვიკრძალავს განსჯას შეუწყალებელს“. წმიდა ათანასე ალექსანდრიელი კი შენიშნავს: „ერეტიკოსები მზად არიან, დაამტკიცონ, რომ არ უნდა განვიკითხოთ ისიც კი, ვინც სასიკვდილო ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ, თუ ეს მართლა ასეა, როგორც ისინი ამტკიცებენ, მაშინ ნოეც უნდა მისცემოდა სასჯელს, რადგან მან მამის სასაცილოდ ამგდები ქამი დასაჯა... თუ ღვთის მართალნი სჯიდნენ და თავად არ განისაჯნენ, რატომ არ შეიძლება განსჯა და განკითხვა, როგორც ამას ერეტიკოსები ამბობენ? როცა უფალმა თქვა: „ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნეთ“, მხედველობაში ჰყავდა ფარისევლები და მწიგნობრები, რომლებიც სხვებს განიკითხავდნენ, მაგრამ არ მართავდნენ საკუთარ თავებს.

კითხვა: რით ეხმარება მფარველი ანგელოზი ადამიანს?

პასუხი: აი, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა დიმიტრი როსტოველი: „ანგელოზები გვიფარავენ ჩვენს გზებზე, თუ სიკეთე გვსურს და ბოროტი საქმის ჩადენას არ ვეშურებით, თუ საქურდავად და ღვთისგან საძრახის საქმეზე კი არა, კეთილი საქმის საკეთებლად ვისწრაფვით სასიკეთო განწყობით.“ ანგელოზები ძილშიც კი გვიფარავენ, ისინი გვიცავენ ეშმაკისგან, რომელიც ყოველ ჩვენგანს დანთქავდა, ანგელოზები რომ არ გვეხმარებოდნენ.

კითხვა: თუ არსებობს სპეციალური ლოცვები მღვიძარების უნარის შესაძენად და პირიქით, უძილობის დროს წასაკითხად?

პასუხი: მღვიძარების შესაძენად განსაკუთრებული ლოცვები არ არსებობს. ძილი ადამიანს სასიცოცხლო ძალების აღსადგენად სჭირდება, უძილობას მივყავართ ჯანმრთელობის შერყევამდე და ნერვულ აშლილობამდე. აი, უძილობის დროს კი წაიკითხეთ იესოს ლოცვა და „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...“

скачать dle 11.3